Home რუბრიკები საზოგადოება გვჭირდება თუ არა სტალინი დღეს

გვჭირდება თუ არა სტალინი დღეს

ყველაზე მეტი ხმა მიიღო ვარიანტმა _ სტალინის მოღვაწეობაში “კარგია” 80 პროცენტი

3317
სტალინი

იოსებ სტალინისადმი საზოგადოებრიობის დამოკიდებულების საკითხი კვლავ და კვლავ დგება დღის წესრიგში. დროს მოაქვს, მსოფლიოში შექმნილი ვითარება ხდის აქტუალურს, სადღეისოს, გასათვალისწინებელს. ამიტომაა, რომ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრები აქტიურად განაგრძობენ სოციოლოგიურ კვლევებს პრობლემაში საფუძვლიანად გარკვევის მიზნით.

კვლევების შედეგები _ საოცარი და ერთგვარად მოულოდნელიც კი არის.

“საქართველო და მსოფლიო” უკვე იუწყებოდა, რომ, ლევადაცენტრისგამოკითხვის შედეგების მიხედვით, სტალინის მოღვაწეობის მოწონების დონემ წლების განმავლობაში ამ თემის გამოკვლევის რეკორდი მოხსნა: სტალინის მოწონებისა და მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების ჯამურმა დონემ 77 პროცენტს მიაღწია; 51 პროცენტი აღტაცებულია ან სიმპათიითაა განწყობილი; 12 პროცენტით მოიმატა იმ ადამიანების წილმა, რომლებიც პატივისცემით არიან განმსჭვალულნი სტალინის მიმართ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ნეგატიურად განწყობილთა რაოდენობა; 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ სტალინმა შეასრულაუფრო დადებითიდამთლიანობაში დადებითიროლი ქვეყნის ცხოვრებაში.

ასე ფიქრობს ხალხი. ასეთია სიმართლე.

მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სიმართლე ყველას ხელს არ აძლევს, უპირველესად კი, ე.წ. ექსპერტებს, რომლებსაც ვერ დაუძლევიათ ამ ბუმბერაზი ისტორიული მოღვაწის მიმართ აკვიატებული ნეგატიური დამოკიდებულება.

ან არ სურთ თვალი გაუსწორონ სიმართლეს.

ან ორმაგ თამაშს თამაშობენ.

ან მეწვრილმანეობენ.

მეტს არ ვიტყვი.

საოცარია, მაგრამ ამ ურწმუნოთა შორის აღმოჩნდა ტელეჟურნალისტიკის მეტრად მიჩნეული, პრინციპში, ობიექტური მიმომხილველი დიმიტრი კისელიოვი, რომელიც ტელეწამყვანის ამპლუას წარმატებით უთავსებს ტელეარხის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ფუნქციას.

პოპულარული კოლეგა კვლევის შედეგებიდან ერთი დეტალის უმთავრეს საკითხად წარმოსახვას შეეცადა. კერძოდ: გამოკითხულთა 15-ათასიანი მასივის მხოლოდ 5-მა პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვას _ ისურვებდით თუ არა სტალინის დროში ცხოვრებას? მხოლოდ _ ხუთმა. როგორც მაშველ რგოლს, ისე ჩაეჭიდა მიმომხილველი ამ პროცენტულ მაჩვენებელს: რეალობა ასეთია და “არ შეცდეთ, არ გეგონოთ, თითქოს რუსეთი ძირითადად სტალინისტებით არის დასახლებული”, _ გაგვაფრთხილა.

არ გვეგონება, მაგრამ იმ პროცენტებს რა ვუყოთ, რომლებიც განსხვავებული სურათის მაჩვენებელია და რომელთა უგულებელყოფას ცდილობს იგი?! თუ ვინმეს სურს, სხვა რიცხვების მოშველიებით თავს მოგვახვიოს თეზისი, რომ სტალინი ცოცხალია და სტალინის საკითხი რუსეთში აქტუალურია, ეს ხუთი პროცენტი ყვირის _ სტალინი მკვდარია! მკვდარია, როგორც პოლიტიკოსი, როგორც სახელმწიფო მოდელი და როგორც ლოზუნგი. სტალინი წარსულია და არა მომავალი, დღევანდელობას სტალინი არ სჭირდება”.

კატეგორიულად დაასკვნა: სტალინი ისეთივე წარსულია, როგორიც ივანე მრისხანე, ბორის გოდუნოვი, ნიკოლოზ II ან სტეფანე რაზინი”.

თანდათან დააკნინა, დაამცრო, ისტორიული პიროვნებების დაღმავალი რიგის ბოლოში მოაქცია _ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებული დონელი კაზაკების ატამანის დონემდე დააქვეითა.

მაშ, რით ავხსნათ “ლევადა ცენტრის” სოციოლოგების კვლევის მონაცემი, რომლის მიხედვით, რუსეთში სტალინის მიმართ პოზიტიურად განწყობილია გამოკითხულთა 58 პროცენტი?

ცდება ხალხი?

იგრძნო ეს შეუსაბამობა ტელეპროგრამის წამყვანმა და თავისი სკეპტიკური პოზიციის დასაცავად გამოკითხვის შედეგებში სუსტი წერტილის ძებნა დაიწყო. 58-პროცენტიანი მოწონება ჭრილით წარმოგვიდგინა, დააქუცმაცა, დააპატარავა _ ნაწილებისგან შეკოწიწებულის შთაბეჭდილების შესაქმნელად: საერთო მაჩვენებელში (58 პროცენტში), პატივისცემა კი არის 48 პროცენტი, მაგრამ “სიმპათია მხოლოდ 6 პროცენტია, აღფრთოვანება _ თანდათან მილევადი, სულ რაღაც _ 4 პროცენტი”.

მხოლოდ ოთხი პროცენტიო, თითქოს ეს ოთხი პროცენტი რაღაც ცალკე აღებული, დამოუკიდებელი მაჩვენებელი იყოს და არა სტალინისადმი ერთი მთლიანი პოზიტიური განწყობილების შემადგენელი ნაწილი. ხოლო ერთიანი მონაცემი ისევე, როგორცპრინციპი არ ქუცმაცდება” (ვიქტორ ჰიუგო).

პოზიტიური დამოკიდებულება კი თურმე მხოლოდ სამამულო ომში გამარჯვების მოპოვებით არის განპირობებული. ამას ისე მიაწვდის ტელეარხის ათეულ მილიონობით მაყურებელს, თითქოს ცოდვაში ამხელს გამოკითხულთა მასას _ ხიბლში არის, გამარჯვება რომ არა, არც პოზიტიური დამოკიდებულების საფუძველი იარსებებდაო.

მაგრამ გამარჯვება ისტორიული ფაქტია და მარჩიელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მინიმუმ, არასერიოზულია.

რამ აიძულა, რა რჯიდა?

მით უფრო, რომ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სრულიად რუსეთის ცენტრის გამოკვლევით ნათელი სურათი დაიხატა:

გამოკითხულთა 87-მა პროცენტმა სტალინის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, როლი ფაშიზმზე გამარჯვებაში არა მხოლოდ დადებითად შეაფასა, არამედ მიიჩნია, რომ იყო წამყვანი და გადამწყვეტი.

ასეთი დამოკიდებულება, იმავე გამოკვლევის მიხედვით, გააძლიერა და გააღრმავა ქვეყნის სახალხო მეურნეობის უმოკლეს დროში აღდგენამ, ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ, ინდუსტრიალიზაციის არნახულმა ტემპებმა და ა.შ.

იმანაც, რომ მაშინ იყო საყოველთაო წესრიგი, დისციპლინა და საერთო-სახალხო დარაზმულობა, სტაბილურობა და საიმედოობა.

ამ პოზიტივს კისელიოვი გვერდს ვერ უვლის, ხაზგასმითაც კი აღნიშნავს და… წინააღმდეგობაში ვარდება.

სტალინის პიროვნების მიმართ უარყოფითად დამოკიდებული (შიში, გაღიზიანება, სიძულვილი) რესპონდენტების საერთო რაოდენობა 16 პროცენტს არ აღემატება, მაგრამ დესპოტად და ტირანად სტალინს გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი მოიხსენიებს. ასეთია ამ მასშტაბური გამოკითხვის მიუკერძოებელი სტატისტიკა, რომელსაც სრულად მიაწვდის ტელეაუდიტორიას პროგრამის დასახელებული წამყვანი.

თავად დადებს სასწორზე გასარკვევად იმისა, “კარგის” პინა გადასწონის თუ _ “ცუდის”.

დადებს და აშკარავდება ჭეშმარიტება: იოსებ სტალინის, როგორც საბჭოთა ლიდერისა და მსოფლიო მასშტაბის მოღვაწის დადებითი შეფასების მასშტაბურ ფონზე ყველა სხვა მონაცემი ფერმკთალდება.

და საერთოდ, რა აზრი ჰქონდა ისეთი შეკითხვის დასმას, რომელიც ყურით მოთრეულს ჰგავს?! იმ დროის და დღევანდელი ცხოვრების დონის შედარება პრიმიტიული პოპულიზმის ნიშანია.

და იწყებს მიმოხილვის ავტორი დამატებითი არგუმენტების ძებნას თავისი პოზიციის განსამტკიცებლად.

ეძებს და გვთავაზობს სტალინის სტრუქტურირებას _ მის შეფასებას “კარგისა” და “ცუდის” პროცენტული შეფარდებით, ისე, როგორც ეს ჩინელებმა მაო ძედუნის მიმართ გააკეთეს: მაოს გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ისინი მიჰყვნენ დიდი რეფორმატორის _ დენ სიაოპინის რჩევას და აღიარეს, რომ თანამედროვე ჩინეთის დამფუძნებლის _ მაო ძედუნის მოღვაწეობის 70 პროცენტი “კარგია”, 30 კი _ “ცუდი”. დენ სიაოპინის წინადადება 1979 წელს განიხილა ჩინეთის კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, უყარა კენჭი და ერთხმად მიიღო, როგორც სახელმძღვანელო გადაწყვეტილება.

“ხალხმა ასეთი გადაწყვეტილება _ სამოცდაათი ოცდაათზე _ აღიარა და მას შემდეგ მაოს თაობაზე ჩინეთში აღარავინ დავობს. მისი პორტრეტი გამოსახულია ჩინეთის ფულის ბანკნოტებზე და პეკინის ცენტრალურ მოედანს _ ტიანმენს ამშვენებს. ქვეყანა კი უკან მოუხედავად და კომპლექსების გარეშე მსოფლიო ლიდერობისკენ მიისწრაფის”, _ ეს არის ციტატა მიმოხილვიდან.

და სადავო აქ არაფერია.

განვაგრძოთ.

სააგენტომ “Россия сегодня” ორიოდ კვირის წინათ სცადა, გამოეკითხა რუსეთის მოქალაქეები ჩინელების მიერ გამოყენებული პრინციპით _ “კარგი-ცუდი”. ინტერნეტრესურსზე RIA.ru.

გამოკითხვაში მონაწილეობდა ამ რესურსის 15 ათასზე მეტი მომხმარებელი. შედეგები ფრიად საყურადღებოა.

ყველაზე მეტი ხმა მიიღო ვარიანტმა: სტალინის მოღვაწეობაშიკარგია” 80 პროცენტი, “ცუდი” _ 20; მეორე ადგილზე ოდნავ ნაკლები ხმების რაოდენობით გავიდა ვარიანტი _ 90 პროცენტი კარგია, უარყოფითი _ მხოლოდ 10; მესამე ვარიანტი ჩინელების შეფასებას დაემთხვა _ სამოცდაათი ოცდაათზე.

მაშასადამე, ვარიანტი “ოთხმოცი ოცზე” რუსეთში ყველაზე უფრო პოპულარულია.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ დანაშაულებრივ რეპრესიებს შეწირულ ადამიანებს, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და გულის ფიცარზე დავიწერთ: “ეს არასოდეს განმეორდება!”, მაგრამ სტალინსაც დავუფასებთ იმ სიკეთეს, რომელიც რუსეთში მისი ლიდერობის დროს გაკეთდა”, _ ასკვნის კისილიოვი და ამბობს მართალს, რადგან სტალინმა გააკეთა მაქსიმუმი, რისი განხორციელების შესაძლებლობასაც იძლეოდა “კავის რუსეთის” უძლიერეს ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში საბჭოთა სივრცეში რეალურად არსებული პირობები.

დასასრულ, პრინციპის “კარგი-ცუდის” მიხედვით ისტორიულ ჭრილში საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ასეთ სურათს იძლევა:

პუტინის პერიოდში რუსეთის სწორი მიმართულებით განვითარებას ხმას აძლევს გამოკითხულთა 72 პროცენტი, 17 პროცენტის აზრით განვითარება უარყოფითია.

მეორე ადგილზეა სტალინი _ სამოცდახუთი ოცდაერთზე, შემდეგ _ ბრეჟნევი და ლენინი, როცა დადებითი მაჩენებელი უარყოფითს აჭარბებს. ხრუშჩოვიდან მოყოლებული კი ნეგატივი უმეტესია _ 39 დადებითი, 40 _ უარყოფითი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში ელცინის საქმიანობას რუსეთის მკვიდრთა 72 პროცენტი უარყოფითად აფასებს, გორბაჩოვისას _ 74 პროცენტი.

აქ მთავრდება სტატისტიკა და აღმოვჩნდებით შემაჯამებელი დასკვნის რუბიკონის წინაშე.

ტელემიმომხილველის აზრით:

“დიახ, იყო ასეთი ისტორიული პიროვნება სტალინი, პიროვნება წარსულიდან. გვჭირდება კი სტალინი დღეს? დაბეჯითებით გეტყვით _ არა! უნდა ამოვშალოთ სტალინი ისტორიიდან? არა! იგი იქ უნდა დავტვოთ, მაგრამ გვჭირდება კი სტალინი საერთოდ? თუ _ კი, როგორი? დიახ გვჭირდება, როგორც წარსულის ნაწილი”.

ჩადო ისტორიის კარადის ყუთში და მიხურა.

შეცდა!

“წარსულის ნაწილად” სტალინის დაკნინება აბსოლუტურად არ ესადაგება ბელადისადმი რუსეთის მკვიდრთა დამოკიდებულების აქ წარმოდგენილ ობიექტურ რეალობას.

სტალინის გამოცხადება წარსულის ნაწილად ყოვლად გაუმართლებელია. არავის აზრად არ მოსვლია, წარსულის ჩარჩოებში ჩაეკეტა იულიუს კეისარი, ნაპოლეონი, დიდი სამეულის წევრები: რუზველტი და ჩერჩილი და ა.შ. და ა.შ. არც მაო ძედუნი, სხვათა შორის. ჩვენ რატომ უნდა ვიორიგინალოთ?!

სტალინის ფენომენი, შეიძლება ითქვას, მსოფლმხედველობაა, რომელიც დღევანდელმა გლობალურმა პრობლემებმა დღის წესრიგში დააყენა.

აქსიომა _ “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა” (ილია) _ განხილვას არ ექვემდებარება.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here