Home რუბრიკები საზოგადოება გვქონდეს განახლებული მთავრობის იმედი?

გვქონდეს განახლებული მთავრობის იმედი?

634
გვქონდეს განახლებული მთავრობის იმედი?

განახლებული მთავრობა მუშაობას შეუდგა. მას მოუწევს 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მოარული ხმების მიხედვით, ივანიშვილმა მისთვის სანდო ადამიანებით გააძლიერა ძალოვანთა რგოლი, რომელიც პრემიერმინისტრთან ერთად შეეცდება არჩევნების ისე ჩატარებას, რომ მმართველი პარტია კვლავ დარჩეს ხელისუფლების სათავეში. სწორედ ეს ამოცანა დაუსახაოცნებისლიდერმა ივანიშვილმა თავის პარტიას. ვერ ვიტყვი, რომ ამოცანა ძნელი და შეუსრულებელია, მით უმეტეს არცთუ დემოკრატიულ საქართველოში, სადაც მმართველი პარტიის ადმინისტრაციული რესურსი უკიდეგანოა.

პოლიტიკურ ველზე კოაბიტაციის შედეგად დატოვებულმა “ნაცმოძრაობამ” _ კრიმინალურმა, დამნაშავე ორგანიზაციამ, ყველაფერი იღონა, პოლიტიკურ სივრცეში რომ ეტივტივა და ოპოზიციისთვის განკუთვნილი მეორე ადგილი მყარად დაემკვიდრებინა.

ამ პარტიის დამნაშავე წევრებსა და ლიდერებს (აქ მხედველობაში მყავს “ნაცმოძრაობის” თანამგზავრი “ევროპული საქართველოც”) ჩადენილი ურიცხვი დანაშაულისთვის არათუ ციხეში ისტუმრებენ, არამედ გამუდმებით უთმობენ ტელეეთერს “ოცნებისა” და ივანიშვილის სალანძღავად, ხალხისთვის ნერვების მოსაშლელად, მათ მიერ დაჩაგრულ-გაუბედურებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წევრების გულის გასახეთქად.

ქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობის”  ძიძგილაობა მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდება, რაც იცის ივანიშვილმა და ამიტომ იტანს ყოველდღიურ ტალახს, რომელსაც ოპოზიცია ესვრის. რა გაეწყობა _ დემოკრატია ითხოვს ამას. ასე რომ, ჩვენ, საზოგადოება, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის გულუბრყვილო მაყურებელი, რაღაც იმედით აღვსილი, უკეთესი ცხოვრების მომლოდინე, ნერვებს ვასკდებით, _ ღმერთმა არ ქნას, კრიმინალმა ნაცებმა არჩევნებში გაიმარჯვონო.

არა, ბატონებო! ეს კოაბიტაციური სპექტაკლი ნიჭიერი რეჟისორის, ივანიშვილის, მიერ არის დადგმული, თანაც “სტრატეგიული პარტნიორის” ავტორიტეტულ კომისიასთან შეთანხმებული. ის, რაც აქ ხდება, სცენარის მიხედვით ვითარდება. ასე რომ არ იყოს, ვინ აყვირებდა ტელეეკრანებიდან ვინმე გვარამიას ან გაბუნიას, თანაც დედ-მამის გინებით?! გვარამიასა და გაბუნიას აღვირახსნილი და ამაზრზენი საქციელი სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ არავინ იყენებს ამ თავხედების წინააღმდეგ.

ვინც უნდა გამოიყენოს, ანუ ხელისუფლებამ, დუმს. მეტიც, სხვა დანაშაულების შეფარდების საქმეშიც ფეხს ითრევს, ზოზინებს. ამასობაში გვარამიამ სხვა ტელევიზია გახსნა და ახლა იქიდან (ტელევიზიიდან) მოედინება ლანძღვის ნიაღვარი. რა აზრი ჰქონდა “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, თუ იქ მომუშავე ჟურნალისტების ნაკრები, გვარამიას თამადობით, მეორე “რუსთავი 2”-ს გახსნიდა?!

გადახვეწილი კეზერაშვილიც ხსნის ახალ ტელევიზიას და მერე ნახავთ, რა შეხმატკბილებულ დუეტს მოუსმენს საქართველოს მოსახლეობა ამ ორ ტელევიზიაში შეფარებული “რუსთავი 2”-ელი ავი ჟურნალისტების შესრულებით.

კრიმინალი, ინტერპოლით ძებნილი ტელევიზიას რომ გაგიხსნის და აქ ამუშავებული ბიზნესით ჯიბეს გაისქელებს, ასეთ სახელმწიფოს, უფრო მართებული იქნება, ვთქვათ, ხელისუფლებას, რა ჰქვია? იქნებ თქვენ, პატივცემულო მკითხველო, მოუძებნოთ სახელი?

მე კი ასეთ სახელმწიფოს უნიათოს, უუნაროს, უხერხემლოს, უპრინციპოს, არაკომპეტენტურს დავარქმევდი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, პარტიის წევრები პირდაბჩენილი, უსუსური შოშიებივით შეჰყურებენ ივანიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ მკაცრად იმოქმედონ. იმედი მაქვს თანამოაზრეთა გუნდის წევრების _ გახარიას, გომელაურისა და ღარიბაშვილის. განა როდის, თუ არა დღეს, უნდა შეძლონ ისეთი საქმის კეთება, ქვეყანას რომ წაადგება.

გახარიას პირს შაქარი პარლამენტში ნაცებისთვის ნათქვამი სიტყვების გამო: “მე თქვენ დაგასრულებთ!”.  8 წელიწადია, ხალხი ელოდება ნაცების დასრულებას და, თუ გახარია ამას მოახერხებს, გმირად აღიარებენ. მაგრამ შეძლებს? ამ შემთხვევაში ხალხი ისე ფიქრობს, როგორც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, ტელეეკრანიდან რომ ბრძანა: არ მჯერა გახარიას ნათქვამისო.

ხალხს, არა მხოლოდ გახარიას დაქადნებისა არ სჯერა, არამედ “ოცნების” მიერ გაცემული მთელი რიგი დაპირებების. თითქმის 8 წელიწადი გავიდა იმ საარაკო დაპირებებიდან, მაგრამ ბევრი არაფერი გაკეთებულა. ვერ გავიზიარებ ხელისუფლების მეხოტბე ჟურნალისტებისა და ექსპერტების განცხადებებს, რომ ხელისუფლებას პიარი არ უვარგა, თორემ ბევრს აკეთებსო.

ჩემი აზრი თქვენსას ემთხვევა, პატივცემულო მკითხველო _ გაკეთებულ საქმეს პიარი არ სჭირდება, მას ისედაც დაინახავს ხალხი. აი, გაუკეთებელზე რომ გაჰყვირიან თალაკვაძე, მდინარაძე და სხვები, გავაკეთეთ, მაგრამ თქვენ დაუნახავები ხართ და ვერ ამჩნევთო, ეს აგიჟებს ხალხს. ამას წინათ საეთერო გამოსვლისას ისიც კი იკადრეს _ ხომ გამოგიგზავნეთ სტუდიაში საქართველოში გახსნილი საწარმოების სიაო?! როგორც ჩანს, წვრილი ბიზნესმენის მიერ გახსნილ ერთი კაცის საწარმოსაც თავიანთ აქტივში ითვლიან. ვურჩევ, თავის ქებას შეეშვან, ვინაიდან ეს იწვევს ხალხის გაბოროტებას. ადამიანები პირდაპირ ამბობენ _ ჯერ ხომ გადაგვრიეს, ახლა გვაბრმავებენო.

“ოცნების” მიერ 2012 წელს გაცემული დაპირებებიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე. ეს დაპირება ჰაერიდან არ მოსულა _ ხალხის სურვილი იყო, ვინაიდან მეზობელთან შექმნილმა მძიმე ურთიერთობამ, უპირველესად, მის ჯიბეზე იქონია ნეგატიური გავლენა.

განვლილი 8 წლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით კარგი იყო ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ სრულფასოვანი კავშირისთვის ცოტაა. აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური ურთიერთობების აღორძინებას. არადა, მათ მიერ გაკეთებული საქმის წარმატებით გაგრძელებასა და უფრო მაღალ დონეზე აყვანას, პოლიტიკური ნება სჭირდება. არის კი ამისთვის მზად ჩვენი ხელისუფლება? ჩემი აზრით, არა.

გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას თქვა: აბაშიძეკარასინის ფორმატი ჯერ არ ამოწურულაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ აპირებს 2012 წელს გაცემული მთავარი დაპირების შესრულებას და გააგრძელებს იმ გზას, რომელსაც 8 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა.

რუსეთთან ურთიერთობის “დალაგება” (ივანიშვილის ტერმინი) მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა-განვითარება კი არ არის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უმთავრესი საკითხიცაა და მისი მოგვარება შეუძლებელია მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების გარეშე.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების ეშინია. ისინი ხომ პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგნი არიან, რის შესახებაც გვითხრეს კიდეც მაკეინის ინსტიტუტის მიერ ახლახან  გამართულ კონფერენციაზე   სასტუმრორუმსში”.

ამერიკელმა ექსპერტმა დევიდ კრამერმა პირდაპირ თქვა: რუსეთთან მოლაპარაკებას არ გვირჩევთ, ვინაიდან უშედეგო იქნებაო. დაახლოებით იგივე ბრძანა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, მაგრამ, ამასთანავე, ნატოში ჩვენი გაწევრების ახალი ვარიანტი შემოგვთავაზა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე. მკითხველს შევახსენებ, რომ, ნატოს წესდებიდან გამომდინარე, ამ ალიანსის წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც მეზობელთან დაუდგენილი საზღვრები და კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს.

საქართველოს მიღება ნატოში დღევანდელ პირობებში ნიშნავს საქართველოს პრობლემების ნატოს პრობლემებად გადაქცევას, რაც ნატოსთვის მიუღებელია, მით უმეტეს, თუ მას შეიძლება მოჰყვეს სამხედრო კონფლიქტი ისეთ ბირთვულ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია. რასმუსენმა შემოგვთავაზა ასეთი ვარიანტი _ ნატოს წესდების მე-5 პუნქტი იმოქმედებს ნატოში შესული საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ოფიციალური თბილისის იურისდიქცია ვრცელდება, და არ იმოქმედებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს შემდეგს: ჩრდილოატლანტიკურ  ალიანსში მიგიღებთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე. ამ წინადადებას უმალ დათანხმდებოდა საქართველოს მოღალატე “ნაცური” ხელისუფლება, მაგრამ “ოცნებური” ვერ გადადგამს ამ ნაბიჯს ხალხის შიშით. ეს იცის რასმუსენმა და ამიტომაც ბურთი ჩვენს მოედანზე ჩამოაწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემოგთავაზეთ და ჯერი თქვენზეაო… რა არის ეს, თუ არა აბუჩად აგდება?

დასავლეთს სურს, ნატოსა და ევროკავშირის კართან დაგვაბას, შიგნით არ შეგვიშვას, დაპირებებით გამოგვკვებოს, _ ოდესმე შეგიშვებთო და არც რუსეთისკენ გაგვახედოს.

რუსეთთან დიალოგი, აშშისა და მისი მოკავშირეების გაგებით, ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გავლენის აღდგენას, რაც მიუღებელია დასავლეთისთვის. ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა, იფიქროს, ჩვენთვის რა არის მისაღები, იმაზე ფიქრობს, როგორ არ აწყენინოს აშშსა და ევროპას. ხალხის სურვილი _ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება _ მთავრობას არ ანაღვლებს.

საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელი დარჩა. ამ მოკლე პერიოდში შეუძლებელია საქვეყნო საქმის კეთებაც და უხვად გაცემული დაპირების შესრულებაც, თანაც არჩევნების წინ “ოცნებისთვის” სასურველი ნიადაგის მომზადებაც.

პირველი ორის შესრულების იმედი არ მაქვს, მაგრამ მესამეს “ოცნება” უდავოდ შეასრულებს, ვინაიდან თავის გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდება მტკიცედ, თანამიმდევრულად, მიზანმიმართულად.

ომარ  მარგველაშვილი,

საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე პრეზიდენტი,

საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი,”ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი

P.S. ნუთუ მერიაში ერთი გამოცდილი, პროფესიონალი მშენებელი არ ჰყავთ? ეს ხომ ტრაგედიაა?!  ნუთუ არც სამუშაოების წარმოების გრაფიკი აქვთ და არც მშენებლობის ორგანიზების პროექტები? განა შეიძლება მთელი ქალაქის ასე უთავბოლოდ გადათხრა და სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება? იტანჯებიან მოქალაქეები, მძღოლები, ორჯერ და სამჯერ მეტი დრო სჭირდებათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ვერ უზრუნველყვეს სადღეღამისო მუშაობა. მექანიზმები და მუშახელი სანახევროდ ცდება არაორგანიზებულობის გამო. სამუშაოების წარმოების თანმიმდევრობასაც არ იცავენ, ვერც დისტრიბუციას და ნაგვის გატანას (არასამუშაო საათებში) ვერ უზრუნველყოფენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here