გვინდა თუ არა ნატო? _ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვუპასუხოთ _ არა! ნატო არის აგრესიული სამხედრო ბლოკი, რომელმაც ყველა ქვეყანა, რომლებშიც კი ფეხი დადგა, დაშალა და დაანგრია, მოსახლეობა გაჟლიტა. მაგალითად იუგოსლავიაც კმარა. ეს აყვავებული ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რამდენიმე ნაწილად დაშალა, აღდგომის დღესასწაულზე ბომბავდა, თან ცინიკურად ულოცავდა. არაბული ქვეყნები _ ლიბია, ეგვიპტე, ერაყი და ა.შ. ქვების გროვად და ადამიანთა სასაკლაოდ აქცია… მაშ, რისთვის გვჭირდება ნატო?!
არ გვინდა, აგრეთვე, ევროკავშირიც. ეს გაერთიანება მალე დაიშლება. აგერ, დიდმა ბრიტანეთმა უკვე დატოვა, გერმანია სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარეს, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია და ა.შ. ყველა უკმაყოფილოა ევროკავშირით და ჩვენ რა სურვილი გვკლავს, ვერ გამიგია.
საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ყველასთან კარგად უნდა ვიყოთ და არა რომელიმე ერთ ქვეყანასთან.
საქართველოს არ სჭირდება არც ნატო და არც ევროკავშირი, საქართველოს სჭირდება ერთადერთი რამ _ ნეიტრალიტეტი. ჩვენი ღირსეული წინაპრები ილია მართალი და გაბრიელ ეპისკოპოსი ჯერ კიდევ ასი წლის წინათ გვიანდერძებდნენ, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო. ჩვენი მეობა რომ შევინარჩუნოთ, ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ადათ-წესები, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით.
სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნულმა ფრონტმა ბატონი აკაკი ჯორჯაძის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით, ხელმოწერები შეაგროვა მოთხოვნით:
1.საქართველოს მიენიჭოს ნეიტრალური ქვეყნის განსაკუთრებული სტატუსი (არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი, აშშ, ნატო თუ სხვა. ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად);
2.დაცულ იქნას პრინციპი: საქართველოში წარმოშობით ქართველი მასპინძელია, ანუ საქართველოს განაგებს ქართველი ერი ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე. საქართველო თავის ისტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ–მატერიალური ფასეულობებით წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა–გასხვისების უფლება არავის აქვს (გაცემული, მითვისებული, გაყიდულ-გასხვისებული, წართმეული ტერიტორიები უკან უნდა დაგვიბრუნდეს);
3.მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამრჩენელი ახალი სისტემით.
სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად ხელისუფლება გადაეცეს ერს, მისი უმრავლესობის წარმომადგენლებს, სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისთვის აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ვადებს, ახალი სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.
ამ მოთხოვნებზე შეგროვდა ორ მილიონამდე ხელმოწერა. ჩატარდა ეროვნული ყრილობა, რომელმაც ლეგიტიმურად ცნო ეს ხელმოწერები, ამიტომ უნდა შესრულდეს ყრილობის გადაწყვეტილება.
ამ ხელმომწერთა თვალსაზრისი უფრო ახლოსაა ქართველი ერის გუნება-განწყობილებასთან, ვიდრე ის გაყალბებული რეფერენდუმი, რომელიც ხელისუფლებამ ჩაატარა.
ამიტომაც არ გვინდა ნატო და ევროკავშირი!
მივბაძოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისინი არ მიილტვიან ნატოსა და ევროკავშირისკენ იმიტომ, რომ ჰყავთ ეროვნული მთავრობა, საქართველოს კი მართავენ ამერიკის ელჩი და ამერიკისგან დაფინანსებული არასამთავრობოები.
ჩვენი წინაპრები ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, იქიდანაც ჩანს, რომ საქართველო ჩვენამდე მოიტანეს. ჩვენ კი რას ვშვრებით? _ მივექანებით უფსკრულისკენ. 25 წელია, ხალხმა ვერ ამოისუნთქა, ერი განადგურდა. ქართველი ქალი მუსლიმანურ სამყაროს ლანგრით მივართვით, ის თურქეთში და არა მხოლოდ იქ, მონურ შრომას ეწევა, რათა სამშობლოში დარჩენილი ოჯახი გამოკვებოს. ჩვენი ქვეყნის “ელიტა” კი ფუფუნებაში ცხოვრობს _ არ იკლებს უცხოეთში ვოიაჟებს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე, უზარმაზარ ხელფასებსა და პრემია-დანამატებს, აგარაკებსა და ფეშენებელურ სასახლეებს. მილიონებს ოფშორულ ზონებში ინახავენ, ხალხი კი ფეხებზე ჰკიდიათ. მინისტრებისა და პარლამენტარების ხელფასები 40-ჯერ აღემატება რიგითი მოქალაქის პენსიას. ღმერთი არ სწამთ, ეს ხომ უსინდისობაა?! ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მათ პასუხი რომ მოჰკითხოს… ეროვნება წაგვართვეს, მამის სახელი წაგვართვეს, რათა მომავალმა თაობებმა აღარ იცოდნენ, ვისი გორისანი არიან.
ყოველივე ეს კეთდება ამერიკის შეერთებული შტატების კარნახით. ამ ქვეყანას არ სჭირდება ქართველი. ამერიკას საქართველო უნდა ქართველების გარეშე და ჩვენი მთავრობაც ამერიკის თამაშს თამაშობს. ალბათ, ამაში დიდძალ ფულს აკეთებენ. მთავრობასა და პარლამენტში შეიყვანეს უმწიფარი ახალგაზრდები, რომლებსაც ქვეყნის სიყვარული და მართვა საბავშვო თამაშები ჰგონიათ”.
ჩინელები ამბობენ: ვაი, იმ უბედურ ქვეყანას, რომელსაც ახალგაზრდები მართავენო.
შევახსენებ ჩვენს ხელისუფლებას: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იმ იმედით ნუ იქნებიან, რომ ამერიკის მითითებებითა და კოაბიტაციით გადარჩებიან. უფალი ამბობს: “და არ არსებობს დაფარული რამ, რაც ცხადი არ გახდება, და არც შეფარული არსებობს, რომ არ გაცხადდეს”.
ჰოდა, ყველაფერს ფარდა აეხადა. უფლის განგებით, ყველა პასუხს აგებს, ყველა მიიღებს სასჯელს დამსახურების მიხედვით. ქართველი ერი კი, თუ გავიღვიძებთ და გამოვფხიზლდებით, გადავრჩებით და კიდეც გავბრწყინდებით.
აქ მტერი ფეხს ვერ მოიკიდებს. როგორც სულმნათი ანა კალანდაძე იტყოდა:
“სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად მოსულმა ვერავინ ნახა”.
ცისანა ფოცხვერაშვილი
სრულად ვეთანხმები მოცემულ დებულებებს, მართო მტერი ინატრებს “ნატოს”, დასავლური ფასეულობანი ფრიად საეჭვო და ეფემერულია. ფაშისტმა “ტერ სააკიანმა”, რომელიც სომხეთის გამოჩენილ პირთა ათეულშია, ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე აქტიური და ქმედითი ფენა, 40 წლიანთა თაობა გარეკა და დაანგრია, ქვეყანა კი სიღარიბეში ჩარეცხა. სრული ობსტრუქცია “ნაციონალ ფაშისტებს”. ლაჩარ სააკიანი ციხეში.