Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის

4096
ჰორსტ ზეეჰოფერი

გერმანიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გამოცემა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს.

ზეეჰოფერის თქმით, აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც დეპორტაციები უფრო სწრაფად განხორციელდება. გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ უფრო მეტი ქვეყანა განისაზღვროს “უსაფრთხოდ”, რაც ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლების უკან დაბრუნებას გაამარტივებს. ზეეჰოფერი გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტ კრისტიან ვულფის განცხადებასაც, რომ ისლამი გერმანიის ნაწილია.

“ისლამის ადგილი გერმანიაში არ არის. რა თქმა უნდა, მუსლიმები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, გერმანიის ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ გერმანიამ თავისი ტრადიციები და წესები, რომელთა ცენტრშიც ქრისტიანობაა, არ უნდა დათმოს. ჩემი მესიჯი ასეთია: მუსლიმებმა უნდა იცხოვრონ ჩვენთან ერთად და არა ჩვენ წინააღმდეგ”, _ თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here