Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიის ორ მხარეში ტრადიციული ფასეულობების მომხრე პარტია მეორე ადგილზე გავიდა

გერმანიის ორ მხარეში ტრადიციული ფასეულობების მომხრე პარტია მეორე ადგილზე გავიდა

215
გერმანიის ორ მხარეში ტრადიციული ფასეულობების მომხრე პარტია მეორე ადგილზე გავიდა

ულტრამემარჯვენე პარტიამალტერნატივა გერმანიისთვისგერმანიის აღმოსავლეთის ორ მხარეში _ ბრანდენბურგსა და საქსონიაში ადგილობრივ არჩევნებზე პოზიციები გაიუმჯობესა და მეორე ადგილზე გავიდა.

საქსონიაში პირველ ადგილზეა მმართველი “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი” 32,1%-ით, რომლის პოზიციებიც წინა არჩევნებთან შედარებით 7,3%-ით გაუარესდა. “ალტერნატივამ გერმანიისთვის” ხმების 27,5% მიიღო. მესამე ადგილზეა პარტია “მემარცხენეები” (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი კომუნისტური პარტია) _ 10,4. ბრანდენბურგის მხარეში პირველ ადგილზე სოციალურ-დემოკრატიული პარტია 26,2%(-5,7%) გავიდა. ეს პარტია ამ მხარეს უწყვეტად მართავს გერმანიის გაერთიანების შემდეგ. მეორე ადგილზეა “ალტერნატივა გერმანიისთვის” 23,5%-ით, მესამეზე _ “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი” 15,6%-ით.

კოალიციების შექმნა ორივეგან რთული იქნება, რადგან წამყვანი პარტიები _ “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი” და “სოციალ-დემოკრატიული პარტია” (რომლებიც ფედერალურ დონეზე კოალიციაში არიან) ულტრამემარჯვენეებთან გაერთიანებას გამორიცხავენ. ამ ორ პარტიას კი კოალიციისთვის ხმები არ ჰყოფნის და წვრილ პარტიებთან მოლაპარაკებები დასჭირდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here