Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანია რუსეთისგან “სპუტნიკ V”-ის შესყიდვას აპირებს

გერმანია რუსეთისგან “სპუტნიკ V”-ის შესყიდვას აპირებს

99
გერმანია რუსეთისგან “სპუტნიკ V”-ის შესყიდვას აპირებს

მას შემდეგ, რაც ბრიუსელში უარი თქვეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასპუტნიკ V”-ის კოლექტიურ შეკვეთაზე, გერმანიამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად იმოქმედოს, _ იუწყება გამოცემა Bild.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, ბრიუსელმა უარი თქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის კოლექტიურ შეკვეთაზე ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის, ამიტომ გერმანია დამოუკიდებლად გააფორმებს შეთანხმებას რუსეთთან პრეპარატის შესყიდვაზე, მაგრამ ჯერ სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ უნდა გასცეს მისი გამოყენების ნებართვა.

გერმანიის მთავრობა უკვე, დიდი ხანია, მოითხოვს, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყოს “სპუტნიკ V”-ის შესყიდვაზე. ამასთანავე, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს საჭირო არ არის, რადგან ვაქცინაზე მოთხოვნა სხვა მწარმოებლის პროდუქციით შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე მოასწრო რუსეთთან შეთანხმება ვაქცინის მიწოდებაზე.

ბავარია გერმანიაში პირველი ფედერალური მიწაა, რომელმაც მოახერხა რუსეთისგან გარანტიის მიღება ვაქცინის 2,5 მლნ დოზის მიწოდებაზე.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here