ეტყობა, გერმანიაში არაფერი იციან საქართველოს “მოწინავე გამოცდილების” შესახებ
დასახლებულ პუნქტ კირჰაიმში (გერმანია) ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 25 წლის მამაკაცმა დედა მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, 56 წლის ქალმა პოლიციაში დარეკა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ მისმა შვილმა, რომელიც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მაკრატლით დაჭრა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელების დანაყოფის მისვლის შემდეგ, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებსაც დაესხა თავს. პოლიციელებმა ახალგაზრდა კაცს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. ჭრილობებისგან დაიღუპა თავდამსხმელის დედაც.
როგორც ჩანს, გერმანელებმა არაფერი იციან საქართველოს “მოწინავე გამოცდილების” შესახებ _ ნარკოტიკით გაბრუებული ასეთი ახალგაზრდები, რომლებიც დედას მაკრატლით კლავენ და პოლიციელებს ესხმიან თავს, მარიხუანის, საერთოდ, ნარკოტიკების ლეგელიზაციის შედეგად “გამოსწორდებიან”