Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიაში “მინი-სახრჩობელების” გაყიდვის ნება დართეს

გერმანიაში “მინი-სახრჩობელების” გაყიდვის ნება დართეს

1236
მინისახრჩობელა

Die Zeit -ი  იუწყება, რომ გერმანიის ფედერალური მიწის საქსონიის სასამართლომ ვერ იპოვა დანაშაულის ნიშნები “მინი-სახრჩობელების” გაყიდვაში, რომლებსაც მიწერილი ჰქონდათ ანგელა მერკელისა და ზიგმარ გაბრიელის სახელები.

ლაპარაკია მინიატურულ სუვენირებზე, წარწერებით “შენახულია დედუნა მერკელისთვის” და “შენახულია გარეწარ ზიგმარ  გაბრიელისთვის”. ერთი ასეთი მინიატურა 15 ევროდ იყიდება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი იკვეთება: წარწერები მოკვლით დამუქრებად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ “როგორც პოლიტიკური სიკვდილის სიმბოლურ გამოხატვად”, ამიტომ ამ “სიმბოლოების” ვერც კონფისკაცია შეძლეს და ვერც გაყიდვა აკრძალეს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერდიქტი ვრცელდება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამორიცხული არ არის, რომ სხვა ანალოგიურ შემთხვევებშიც არ აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here