Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიაში მედძმამ 106 ადამიანი მოკლა

გერმანიაში მედძმამ 106 ადამიანი მოკლა

1056
მედძმა

 “რია ნოვოსტი” იუწყება, რომ ეს საშინელება მოხდა გერმანიაში, ქვემო საქსონიაში, და ამ “ექსპერიმენტს” ატარებდა ვინმე ნილს ჰეგელი, ყოფილი მედძმა. ამასთანავე, აზუსტებენ: დაღუპულთა რაოდენობა ასზე მეტია.

2015 წლის თებერვალში ჰეგელს  ორი პაციენტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მის აღიარებით ჩვენებაში წერია, რომ მან 90-მდე ადამიანი მოკლა წამლის სასიკვდილო დოზით “მკურნალობის” მეშვეობით.

ჯერ კიდევ 2005 წელს ჰეგელის ქმედებაში პირველად დაეჭვდა ერთი მისი კოლეგა. მაშინ მოხერხდა პაციენტის გადარჩენა, ხოლო მედძმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შვიდ-ნახევარი წლით  ციხეში ჩასვეს. სასამართლო პროცესის შემდეგ ხელისუფლებამ რამდენიმე გვამის ექსჰუმაცია მოახდინა და მათში წამლის კვალი აღმოაჩინა.

ჰეგელმას აღიარა, რომ სასიკვდილო ინიექცია განზრახ შეჰყავდა პაციენტების ორგანიზმში, რათა შემდეგ მათი რეანიმაცია მოეხდინა და კოლეგების წინაშე ადამიანის გადამრჩენად წარმდგარიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here