Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანიაში “ანტიგრეტატუნბერგი” გაჩნდა

გერმანიაში “ანტიგრეტატუნბერგი” გაჩნდა

1784
ნაომი ზაიბტი და გრეტა ტუნბერგი

გერმანიაში პოპულარობას იხვეჭს 19 წლის გერმანელი გოგონა ნაომი ზაიბტი, რომელსაცანტიგრეტატუნბერგსუწოდებენ. გოგონა ამხელს მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, აგრეთვე, ამბობს, რომ მეცნიერება კლიმატური ცვლილებების შესახებ სულაც არ არის მეცნიერება.

ზაიბტი აკრიტიკებს პანიკის შექმნას კლიმატის ცვლილებების გარშემო და ამტკიცებს, რომ ამ მოძრაობის ბირთვში ჩადებულია “საზიზღარი ანტიჰუმანური იდეოლოგია”, _ იუწყება გამოცემა “ცარგრადი” გამოცემა The Washington Post-ზე დაყრდნობით.

ნაომი ზაიბტი კლიმატურ ცვლილებებზე მადრიდში გამართული გაეროს კონფერენციის ჩარჩოში მოწყობილი ფორუმ HEARTLAND INSTITUTE-ს ვარსკვლავად იქცა. ამასთანავე, 2020 წლის იანვარში გახდა სახე კომპანიისა, რომლის მიზანიც არის, ეჭვი შეიტანოს მეცნიერთა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ თვალსაზრისში კლიმატური ცვლილებების ანთროპოგენური ბუნების შესახებ.

“მეცნიერება კლიმატის ცვლილებების შესახებ _ ეს არ არის მეცნიერება”, _ მიაჩნია “ანტიგრეტატუნბერგს”. “ის თავისუფალი ბაზრისა და კლიმატური რეალიზმის ნიჭიერი მომხრეა”, _ აღნიშნავს The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯეიმს ტეილორი.

თვითონ ზაიბტის თქმით, ის აქტივისტი გახდა რამდენიმე წლის წინათ, როცა სკოლაში სკეპტიციზმი გამოხატა ქვეყნის ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკის მიმართ და შეეჯახა მასწავლებლებისა და თანატოლების სასტიკ რეაქციას.

შეგახსენებთ, 2019 წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში პოპულარობა მოიხვეჭა შვედმა გოგონამ იზაბელა ნილსონ იარვანდიმ, რომელსაც მასმედიამ “ანტიგრეტა” შეარქვა. გოგონამ გადაწყვიტა, “ტრადიციული ფასეულობების” მხრიდან დაპირისპირებოდა ფემინისტებს, გლობალისტებსა და ლიბერალურ პოლიტიკოსებს.

17 წლის შვედი გოგონა გრეტა ტუნბერგი ცნობილი შეიქნა მას შემდეგ, რაც მარტომ დაიწყო პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია პარასკევობით. ამისთვის ის სკოლას აცდენდა. ასე გამოხატა გრეტამ აღშფოთება ქვეყანაში ტყის ხანძრების დიდი რაოდენობის გამო.

ამას გარდა, ის ხელისუფლების წინაშე გამოვიდა მოთხოვნით, დაეცვათ პარიზის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, სასწრაფოდ შემცირდეს სასათბურე აირების გამოყოფა. შემდეგ მისმა პროტესტმა ყოველკვირეული ხასიათი მიიღო. ბევრს მოეწონა ტუნბერგის პიკეტები და ბევრმა მიბაძა მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ტუნბერგი დააჯილდოვეს პრემიით “სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის”, რომელიც თავისებურ დამატებად ითვლება ნობელის პრემიის ნომინაციებისთვის. ამას გარდა, ჟურნალმა Time-მ ტუნბერგი “წლის ადამიანად” დაასახელა.

ამა წლის იანვარში ტუნბერგმა განაცხადა, რომ აპირებს თავისი სახელის, როგორც სავაჭრო მარკის, რეგისტრაციას.

Vz.RU-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. კლიმატი მაინც შეიცვლება ან არ შეიცვლება, ანუ ბუნება თავის საქმეს მაინც გააკეთებს! კლიმატზე აჟიოტაჟის ატეხვა მორჩილებას მიჩვეულებისთვის არის მოგონილი, რადგან არავინ გაბედოს ნებისმიერი ინდუსტრიის წინ წამოწევა! ერთეულებმა უნდა აწარმოონ,–დანარჩენებმა კი იყოდონ! მე უნდა ვიყო და შენ არაო! კიდევ არ გვესმის? ვერ ვიგებთ? თუ რაააა? ბუნებას კი ნამდვილად სჭირდება გაფრთხილება ტყეების, წყლების შენარჩუნება და ახალი ტყეების გაშენება! მთების გაფრთხილება, სადაც საჭიროა თუ არა ყველგან რომ ხვრეტავენ, აფეტქებენ და ა.შ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here