Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანელები შოკში არიან: მერკელმა მიგრანტებს უფლება მისცა, გააუპატიურონ და მოკლან გერმანელთა შვილები

გერმანელები შოკში არიან: მერკელმა მიგრანტებს უფლება მისცა, გააუპატიურონ და მოკლან გერმანელთა შვილები

3172
გერმანელები შოკში არიან: მერკელმა მიგრანტებს უფლება მისცა, გააუპატიურონ და მოკლან გერმანელთა შვილები

გერმანელი სამართალდამცავების გადაწყვეტილებები მიგრანტების საქმეებზე ბიურგერების მრისხანებას იწვევს.

ბოლო დღეების ქრონიკა:

* 20 ნოემბერს, 7 საათსა და 30 წუთზე, ოლდენბურგის (ქვედა საქსონიის ფედერალური მიწა) ცენტრში ველოსიპედიდან გადმოსულ 25 წლის გერმანელ ქალთან ორი წვერიანი შავგვრემანი მამაკაცი მივიდა. ერთმა ქალს ხელი სტაცა ფეხებს შუა. ახალგაზრდა ქალმა თავი ძლივს დააღწია მოძალადეებს. ცოტა ხნის შემდეგ მან მომხდარის შესახებ განაცხადა პოლიციაში. არსებობს ინციდენტის მოწმე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

* 19 ნოემბერს კელნის (ჩრდილოეთ რეინვესტფალიის მიწა) ერთერთ ქუჩაზე სამხრეთული გარეგნობისა და გერმანულად ცუდად მოლაპარაკე მამაკაცი ისე, რომ გამვლელების არ მორიდებია, სექსუალურ ძალადობას შეეცადა 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგონაზე, შემდეგ კი სცემა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

* 19 ნოემბერს, საღამოს, ლუდვიგსჰაფენში (რეინლანდპფალცის მიწა) ორმა მუქკანიანმა მამაკაცმა 17 წლის გოგონა დააყაჩაღა. პოლიცია გარემოებებს სწავლობს.

* 16 ნოემბერს ქალაქ ბრანდერბურგჰეფელზე (ბრანდერბურგის მიწა) სამხრეთული წარმოშობის უცნობმა პირმა შორიახლოს ჩავლილ 26 წლის გერმანელ ქალს დამტვრეული გერმანულით ჰკითხა, ხომ არ უნდოდა მასთან სექსი. ამის თქმისას შარვალი გაიხსნა და ქალს სასქესო ორგანო დაანახვა. ქალი გაიქცა, მაგრამ მამაკაცი დაედევნა, წინ გადაუდგა, მუხლებზე დაეცა და მუხლებზე ხელი შემოხვია. ქალმა მოახერხა, ხელიდან დასხლტომოდა მოძალადეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

* 16 ნოემბერს საღამოს ქალაქ მაინინგენში (ტიურინგია) შინ მიმავალ 16 წლის გერმანელ გოგონას დაეწია 31 წლის ირანელი, წააქცია და გააუპატიურა. მოძალადის ვინაობა დადგენილია. მასზე გამოცხადებულია ძებნა.

* მანჰეიმი, ბადენვიურტემბერგი. 13 ნოემბერი. 18 საათი და 30 წუთი. მე-5 მარშრუტის ტრამვაიში ავიდა ახალგაზრდა სამხრეთელი და დაჯდა 23 წლის გერმანელი ქალის გვერდით, შემდეგ კი მისი გაუპატიურება სცადა. ქალი მეორე ვაგონში გაიქცა. მოძალადე ტრამვაიდან ჩახტა. მიმდინარეობს გამოძიება.

* დიუსელდორფი. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალია. 12 ნოემბერს, საღამოს, რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში 4 ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა 22 წლის გერმანელ ქალს, წაათრია ის პარკში და რიგრიგობით გააუპატიურა. მსხვერპლმა პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ერთ-ერთი მათგანი _ 31 წლის ბრაზილიელი. დაკითხვაზე მან დაასახელა თანამზრახველები _ 32 წლის თანამემამულე, 34 წლის მაროკოელი და 21 წლის ანგოლელი. დაკავებული ბრაზილიელი ციხეშია, დანარჩენებზე გამოცხადდა ძებნა.

ეს არის ძალადობის შემთხვევათა არასრული ჩამონათვალი ნოემბრის მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში; არასრული იმიტომ, რომ ზემოთ მოყვანილი ეპიზოდები პოლიციის ქრონიკიდან ამონარიდი კი არ არის, არამედ გერმანული მედიის მიერ მოკვლეული და გამოქვეყნებული.

ეს არის შემთხვევები, რომელთა შესახებაც რეპორტიორებმა შეიტყვეს, და რამდენი ვერ შეიტყვეს? ასეთ ინფორმაციას პოლიცია იშვიათად აძლევს მედიასაშუალებებს. ეს შემთხვევები საკმაოდ კარგად ასახავს იმ ვითარებას, რომელშიც ცხოვრობს დღეს გერმანია (წინასწარ ვიტყვით, რომ, გერმანიის პროფკავშირების მონაცემებით, 2013 წელს მიგრანტების მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაული გერმანიაში დღე-ღამეში საშუალოდ 2 დელიქტი (delictum _ სამართალდარღვევა) იყო, 2014-ში _ 3, 2015-ში _ 5, 2016-ში _ 9, ხოლო 2017-ში _ 13).

გერმანელები შოკში არიან: მერკელმა მიგრანტებს უფლება მისცა, გააუპატიურონ და მოკლან გერმანელთა შვილები

და კიდევ: მკითხველმა, ალბათ, მიაპყრო ყურადღება, რომ ზემომოყვანილ ეპიზოდებში ბოროტმოქმედთა ეროვნების ან მოქალაქეობის ნაცვლად გამოყენებულია განსაზღვრებასამხრეთელიანსამხრეთული გარეგნობის” (გერ.,Sudlandish, Sudlandischenb Erscheinungsbild) . ეს შედეგია გერმანელი ხალხის იმ გამომთაყვანებელი პოლიტიკისა, რომელსაც, უკვე მეხუთე წელია, ატარებენ პროსახელისუფლო მედიასაშუალებების მეშვეობით მმართველი პარტიები _ ქრისტიანულდემოკრატიული კავშირი, ქრისტიანულსოციალური კავშირი და გერმანიის სოციალდემოკრატიული პარტია ვითომ ოპოზიციურიმწვანეებისადამემარცხენეებისსრული მხარდაჭერით.

ყველა ეს პარტია მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან (2015 წელს ზაფხულში) დღემდე თავში ძალით უტენიდა ბიურგერებს, რომ გერმანიაში, ძირითადად, ჩადიან კარგი განათლების მქონე სტომატოლოგები და ინჟინრები, ოჯახის მამები პროდასავლური აზრებით, ასეთივე ცოლებითა და შვილებით, რაც შესანიშნავია გერმანიის ეკონომიკისთვის, გერმანელთა კულტურული ცხოვრების გასამდიდრებლად და გერმანული საპენსიო სისტემის გასაახალგაზრდავებლად. ისინი კი, ვინც წინააღმდეგია ასეთი კოლექტიური ეიფორიის, ვინც მიუთითებს, რომ გერმანიაში, ძირითადად, შევიდნენ დაბალი განათლების მქონე ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც სულაც არ არიან ლტოლვილები ჟენევის კონვენციის შესაბამისად და ეკონომიკურ მიგრანტებს წარმოადგენენ, განიცდიან თავდასხმებს და მათ პოპულისტებს, რასისტებს, ქსენოფობებს და მემარჯვენე რადიკალებს უწოდებენ. 2019 წლის ზაფხულში კი ვითარებამ აბსურდის პიკს მიაღწია: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს “დაჟინებით სთხოვდნენ”, არ მოეხსენიებიათ ეჭვმიტანილთა ან დამნაშავეთა ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილება, რადგან ამაზე ხაზგასმას არ გამოეწვია ცალკე აღებული დანაშაულის დისკრიმინაციული განზოგადება”.

სახელმწიფო მედიაკომპანია Deutsche Welle მთავარმა რედაქტორმა ინეს პოლმა 2019 წლის 31 ივლისს DW პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეს ყველაფერი ასე ახსნა: “არიან გერმანელები, რომლებშიც ღრმად შეიჭრა გაუბედაობა, რომლებსაც ეშინიათ და თითოეულ თავდასხმას, თითოეულ დანაშაულს, ლტოლვილთა მხრიდან კანონის დარღვევას აღიქვამენ იმის მტკიცებულებით, რომეს უცხოელებისაფრთხეს უქმნიან გერმანიის სახელმწიფოს საფუძვლებს. აგრეთვე, არიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ ვითარების სტაბილიზაცია, მოითხოვონ, ამ ნაწილობრივ ტრავმირებულ ადამიანებს უკეთესად ვეპყრობოდეთ და შევეცადოთ, მოვძებნოთ ურთიერთქმედების მეთოდები, მიუხედავად კულტურული განსხვავებულობისა და ტრავმული განცდებისა.

დასასრულ, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სარგებლობენ შიშით და ხელიდან არასოდეს უშვებენ შანსს, მიიღონ ამომრჩეველთა ხმები იზოლაციისა და მტრობისკენ მიმართული თავიანთი პოლიტიკური კურსის გამო”.

გერმანელები შოკში არიან: მერკელმა მიგრანტებს უფლება მისცა, გააუპატიურონ და მოკლან გერმანელთა შვილები

მაგრამ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში ალენსბახის დემოსკოპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა მიგრაციულ კრიზისზე ცალმხრივადაა ინფორმირებული, იმიტომ, რომ, როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები, ისე ადგილობრივი პრესა ნერგავს ე.წ. მასპინძლობის კულტურას (გერ.Willkommenskultur) გაბატონებული პოლიტიკური დისკუსიის სულისკვეთებით და იყენებს მის გამონათქვამებს. ნეგატიური ინფორმაცია დამალული იყო საზოგადოებისთვის, კრიტიკული ხმები კი იხშობოდა.

ამის შესახებ ლაპარაკი იყო ჰამბურგის მედიასკოლისა და ლაიფციგის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ უფრო გვიანდელ გამოკვლევაში. 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტამდე დიდ გაზეთებსა და ონლაინ-პორტალებზე, აგრეთვე, 85 რეგიონულ გაზეთში გამოქვეყნებული 30 ათასზე მეტი ცნობის გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს: “აღნიშნულ პერიოდში მედიასაშუალებები ეწეოდნენ პოლიტიკური ელიტის სტილის პროპაგანდას, ხოლო შეშფოთება, შიშები და აღშფოთება ადამიანებისა გათვალისწინებული არ ყოფილა. მასალებში გამოქვეყნებულ ფაქტებს კი ერთვოდა კომენტარები დამრიგებლური ან ზიზღნარევი ტონით. ყველაფერთან ერთად “სტუმარმასპინძლობის კულტურა” წარმოდგენილი იყო, როგორც მორალური ვალდებულების სტანდარტი და კეთდებოდა დასკვნა: “მასმედია იქცა პოლიტიკური ელიტის რუპორად, საწინააღმდეგო აზრი არ მიიღებოდა. განსაკუთრებით ეს ეხებოდა აღმოსავლეთ ფედერალურ მიწებს (ყოფილი გდრ), რომლებსაც ასე ახასიათებდნენ: “ბნელი გერმანია” (Dunkeldeutschland), სტუმარმასპინძლობის კულტურა კი გამოცხადდა ეკონომიკურად აუცილებლად და სოციალურად სასურველად.

ამას იუწყებოდნენ 2016 წელს. აი რას წერდა იგივე Deutsche Welle მიმდინარე 2019 წლის აპრილში:

“გერმანიაში დანაშაულის დონე სარეკორდოდ დაბალია ქვეყნის გაერთიანების შემდეგ. გერმანული პოლიციის მიერ რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა, მეორე წელია, მცირდება. არ მომატებულა დანაშაულის რაოდენობა ლტოლვილთა შორისაც. გერმანია ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში”, _ დაასკვნა გფრს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. გერმანიის სახელისუფლო რეჟიმის _ DW-ს ოპონენტი იყო ახალი ამბების ინტერნეტპორტალი Atlantico: “გერმანიის მთავრობა მის მიერ გაკონტროლებული მასმედიით გაჰყვირის ქვეყანაში დანაშაულის შემცირებაზე, _ წერდა Atlantico-ს ბერლინელი კორესპონდენტი კსავიე როფე. _ სინამდვილეში კი ეს “შემცირება” ყალბია და ამის დასამტკიცებლად საკმარისია თვით ზედაპირული შემოწმებაც კი. პოლიციის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ ფედერალურ დანაშაულებს, რომელთა გარემოებები გამორკვეულია, ხოლო ასეთს არ მიეკუთვნება პოლიციელებისთვის ცნობილი დანაშაულების 45%. რა თქმა უნდა, სტატისტიკაში არ ხვდება “შავი ციფრიც” _ განსხვავება ჩადენილ და გამოძიებულ დანაშაულებს შორის. მაგალითად, გამოძიებულია ძარცვის 6-დან 1 შემთხვევა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიცვლებოდა მონაცემები ამ ციფრების გათვალისწინებით. ამას გარდა, პოლიციის პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ სექსუალური დანაშაულის 90% არ ხვდება სტატისტიკაში. ამ წერილის დასაწყისში ჩამოთვლილია მიგრანტების მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები მხოლოდ ერთ კვირაში, მაგრამ ამ მოკლე ჩამონათვალიდანაც ჩანს, როგორ კოშმარში ცხოვრობს დღეს გერმანია. ამიტომ, როცა ისმენთ, ხედავთ, კითხულობთ განცხადებებს გერმანელი ოფიციალური პირებისა, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ “მიგრანტები სჩადიან გერმანელებზე ნაკლებ დანაშაულს”, ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: “ბატონებო, არ გეჩვენებათ, კანცლერ მერკელს რომ არ გამოეცხადებინა “ღია კარის პოლიტიკა”, რომელშიც (კარში) ასიათასობით უპასპორტო სუბიექტი შემოცვივდა, ფედერაციულ რესპუბლიკაში კრიმინალური ვითარება ხომ უფრო ნაკლებად დაძაბული იქნებოდა, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება _ გაცილებით უსაფრთხო, ხოლო პოლიციის სტატისტიკას არ დასჭირდებოდა პოლიტიკური მეინსტრიმის მიხედვით კორექტირება?

გერმანიის პოლიტიკური ელიტა ყბადაღებულ პოლიტკორექტულობას თავში უჭედავს არა მხოლოდ ბიურგერებს, არამედ თვით სამართალდამცველებსაც და შედეგად პოლიცია არა მხოლოდ თავს არიდებს, შიგა მონაცემებში მიუთითოს დამნაშავე მიგრანტების ეროვნება, არამედ ეშინია, აშკარა დანაშაულის დროსაც კი დააკავოს ისინი. პროკურორები ნებისმიერი საბაბით ცდილობენ, არ დააპატიმრონ “სამხრეთელები”, მოსამართლეებს კი მათთვის სასაცილო განაჩენები გამოაქვთ. ამის მაგალითი უამრავია.

აი რამდენიმე მათგანი:

* მიმდინარე წლის მარტში ქალაქ ვორმასში (რეინლანდ-პფალცის მიწა) დააპატიმრეს 22 წლის ტუნისელი, რომელმაც მხეცურად დაჩეხა 22 წლის მეგობარი გერმანელი ქალი. ადრე ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული დანაშაულის ჩადენის გამო, მაგრამ ყოველთვის ათავისუფლებდნენ.

* აპრილში დიუსელდორფში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია) 30 წლის გერმანელი ქალის გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს 39 წლის სირიელი. ადრე ეს მამაკაცი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული ძარცვისა და ადამიანების დაჭრისთვის.

* მაისში ოფენბურგში (ბადენ-ვიურტემბერგის მიწა) 75 წლის გერმანელი პენსიონერის უმიზეზოდ სასტიკად ცემისთვის დააპატიმრეს 25 წლის სომალელი. ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ის მეზობელ ფრაიბერგში დააკავეს ტაქსისტის ცემისთვის, მაგრამ მისი ვინაობის დადგენის შემდეგ გაათავისუფლეს. გალახულმა პენსიონერმა გადაადგილების უნარი დაკარგა, სომალელი კი შეურაცხადად ცნეს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს.

* სექტემბერში ჰაინისენში (საქსონია) 19 წლის გერმანელი ქალის გაუპატიურების მცდელობისა და გაძარცვისთვის 30 წლის მაროკოელი დააკავეს. ჩადენილი დანაშაულის უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურორმა მაროკოელი გაათავისუფლა და ეს იმით ახსნა, რომ არ არსებობდა “დანაშაულის განმეორების საფრთხე”. სამი დღის შემდეგ კი მაროკოელი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს გაუპატიურების მცდელობისთვის. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ 3,5 წლის წინათ ის ქვეყნიდან უნდა გაეძევებინათ, მაგრამ წარმატებით აიცილა დეპორტაცია.

აი მაგალითები სასამართლოს პრაქტიკიდან:

* მიმდინარე წლის მაისში საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების მედდის ცემის, 22 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისა და მამაკაცის ცემისთვის, რომელიც ამ ქალს გამოესარჩლა, ბადენ-ბადენის სასამართლომ გამბიის 32 წლის მოქალაქეს 2 წლითა და 3 თვით აღუკვეთა თავისუფლება. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სკანდალური გამოხდომების გამო ის რამდენჯერმე გააძევეს დარბაზიდან. თავის ბოლო სიტყვაში კი მან აგინა მოსამართლეს, პროკურორსა და თავის ადვოკატსაც კი.

* ორი კვირის წინათ ქალაქ ჰალეში _ იქ, სადაც 9 ოქტომბერს 27 წლის შტეფან ბალიტი სინაგოგის აფეთქებას ცდილობდა, ორი ადამიანი მოკლეს, ამდენივე კი დაჭრეს, _ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გარჩევა, რომელიც აღიძრა 26 წლის სირიელი მაზენ ა-ს, მისი 23 წლის ძმის _ ახმედისა და მათი მამის _ 48 წლის ფადელის წინააღმდეგ პოლიციელებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფისთვის.

როგორც სასამართლომ დაადგინა, 2017 წლის აპრილში ჰალეს საყალიონოში ახმედის დაკავებისას, ის დასცინოდა პოლიციელებს და გაჰყვიროდა იქ მყოფთა გასაგონად: “ჩვენ არ ვაღიარებთ თქვენს სამართლებრივ სისტემას, თქვენი გერმანული სასჯელები სასაცილოა. თუ კაცები ხართ, შეეცადეთ, ამოიღოთ იარაღი _ ჩვენ თქვენ აქედან გაგყრით!” 2017 წლის 6 მაისს კი, ახმედისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემდეგ, ის ძმასა და მამასთან ერთად თავს დაესხა პოლიციის განყოფილებას ნაუმბურგში, ამასთანავე, მაზენმა გატეხა შესასვლელი კარი, ახმედი კი პოლიციელებს უყვიროდა: “თავებს გაგიხვრეტთ!”. ამ გამოხდომამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა გერმანელ საზოგადოებაში. მომხდარს გამოეხმაურა ფედერალური მიწის იმჟამინდელი შს მინისტრი: “ეს ოჯახი წინასწარგანზრახვით, პროვოკაციულად არად აგდებს კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს”, _ განუცხადა მან მასმედიას. ახლა კი, როგორც ჩანს, სასამართლო მზად არის, დაადასტუროს ახმედის სიტყვების მართებულობა გერმანული სასჯელის სისტემაზე.

როგორც გამოცემა Bild-ი იუწყება, “პროკურორისა და ადვოკატების სიტყვით გამოსვლის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა: “ბრალდებელთა მიერ ბრალის აღიარების შემთხვევაში, შესაძლოა, მაზენი დასაჯონ პატიმრობით, თუმცა ეს შეიძლება პირობითი სასჯელით შეიცვალოს”. განაჩენის გამოტანამდე ახმედი და ფადელი გაათავისუფლეს, დაპატიმრებულია მხოლოდ მაზენი, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე სასამართლო განიხილავს მის საქმეს _ მაზენს ბრალი ედება ნარკოტიკებით ვაჭრობაში.

* 22 ნოემბერს გაასამართლეს ერაყელი ლტოლვილი ჰილალ ს., რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში გარყვნილი ფორმით გააუპატიურა 13 წლის გერმანელი გოგონა. ერაყელ ჰილალს, რომელსაც ადრეც ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, მიუნხენის საოლქო სასამართლომ 28-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა (გფრ-ს სისხლის სამართლის კოდექსით არასრულწლოვანისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა 10 წლით პატიმრობაა).

ჩნდება კითხვა: არის თუ არა მართალი ახმედი?

ეს ყველაფერი და კიდევ სხვაც ნელ-ნელა აღიზიანებს ბერნელ ბიურგერს და მისი გაღიზიანება გამოიხატება მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერაზე უარის თქმაში. დემოსკოპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანელთა მხოლოდ 26% მიიჩნევს ამჟამინდელ ფედერალურ მთავრობას გერმანიის ძლიერ მხარედ, როცა წინა მთავრობის მიმართ ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო _ 49%. 81%-დან 57%-მდე დაეცა რწმენა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ. აგრეთვე, გერმანელებს აღარ სჯერათ არსებული პოლიტიკური სისტემის: თუ ორი წლის წინათ რესპონდენტების 62%-ს მიაჩნდა, რომ გერმანიის განსაკუთრებული ძალა არის მის პოლიტიკურ სისტემაში, ახლა ასე ფიქრობს, მხოლოდ 51%. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორმა, პროფესორმა რენატა კეხერმა ასეთი რამ განაცხადა ამ მონაცემებზე:

“მთავრობის მუშაობის, აგრეთვე, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ რწმენა თითქმის ჩამოიშალა”.

მაგრამ, ნდობის დაკარგვის მიუხედავად, მმართველი პარტიები ჯიუტად მიდიან ძველი კურსით. რამდენიმე დღის წინათ ლაიფციგში ჩატარდა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა. როგორც გაზეთი Berliner Zeitung-ის კოლუმნისტი წერს, “ყრილობაზე განიხილეს პარტიის ახალი პროგრამა, რომელშიც ლაპარაკია სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე, გარემოს გაუმჯობესებაზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ საცხოვრებლებზე და პარტიის რიგებში გეებისა და ლესბოსელების მიღებაზეც კი”, ერთი სიტყვითაც კი არ არის ნახსენები მიგრანტები. მიუხედავად ამისა, ამ თემაზე მსჯელობის დაწყება მოითხოვა პარტიიდან გამოყოფილთა ჯგუფმა, რომელმაც თავს “ფასეულობების დამცველები” უწოდა (Werteunim). ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია ადრე უსაფრთხოებისა და წესრიგის სადარაჯოზე იდგა, ახლა კი სიტყვებს ვერ პოულობს არალეგალურ მიგრაციასა და საზღვრების გაკონტროლებაზე, მაგრამ ის ამას მწარედ ინანებს, რადგან ამომრჩეველი მასობრივად გადადის “ალტერნატივა გერმანიისთვის” მხარეს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here