Home რუბრიკები ისტორია გეორგიევსკის ტრაქტატი _ 245 წელი

გეორგიევსკის ტრაქტატი _ 245 წელი

6096
გეორგიევსკის ტრაქტატი

245 წლის წინათ, 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს), ჩრდილოეთ კავკასიაში, ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთსა და ქართლკახეთის სამეფოს შორის დაიდოსამეგობრო შეთანხმება”, რომლის მიხედვითაც ქართლკახეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადავიდა.

ირანისა და ოსმალეთის მხრიდან მზარდი გავლენა საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხეს უქმნიდა. ამ ვითარებაში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა.

XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება საქართველოსადმი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი გავლენა გაავრცელა ყირიმზე და მისი საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდი ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა დაიწყეს კავკასიის გზით წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის კარზე გახშირდა რუსი მოხელეების, ელჩების, მოგზაურების სტუმრობა, ისინი ურჩევდნენ ქართლკახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი შეხვდა.

1782 წლის ბოლოს ერეკლე II- ეკატერინე II- მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების მიზნით, ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასხმული იყვნენ თავადები . ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.

1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. დაიწყო სხდომები ხელშეკრულების მუხლების დაწვრილებით განსახილველად. 24 ივლისს ტრაქტატს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო რუსეთის მხრიდან _ გენერალ-პორუჩიკმა პავლე სერგის ძე პოტიომკინმა.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში მყოფი ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედუნარიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე.ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, მაგრამ არსებითად იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა _ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენერალი პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: “საქართველოში მყოფმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთა დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხესიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაყოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს”. 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, მან შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ “დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა”.

ერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. ჯერ ერთი, იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება მიეცემოდა, ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა, აგრეთვე, შეიქმნებოდა შესაძლებლობა, მოეშალათ ლეკიანობის ბუდე ჭარ-ბელაქანსა და კაკ-ელისენში და ეს ძირძველი ქართული ტერიტორია (საინგილო) კვლავ საქართველოს შემოუერთდებოდა. ასევე რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა, რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა. რუსეთის მხარდაჭერით განმტკიცდებოდა ერეკლეს მფარველობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.

1801 წელს აღმოსავლეთი საქართველო, 1803-1864 წლებში კი დასავლეთი საქართველო შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, როგორც ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიები.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here