Home სხვადასხვა დაიჯესტი გენერალ კარბიშევის გმირობა

გენერალ კარბიშევის გმირობა

1912
გენერალ კარბიშევის გმირობა

რუსი და საბჭოთა ფორტიფიკატორი, თვალსაჩინო მეცნიერი, სამხედრო ინჟინერი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სამხედრო აკადემიის პროფესორი, საინჟინრო ჯარების გენერალლეიტენანტი დიმიტრი კარბიშევი 75 წლის წინათ, 1945 წლის 18 თებერვალს გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში დაიღუპა.

“ყინულივით ცივი წყლის” ნაკადის ქვეშ გენერლის დაღუპვა შეუდრეკელი სულის სიმბოლოდ იქცა. ეს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია.

გენერალ კარბიშევის გმირობა

გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი კარბიშევი დაიბადა ომსკში, დაამთავრა ნიკოლაევის საჰაერო-საინჟინრო აკადემია. არის უნიკალური საფორტიფიკაციო ციხესიმაგრე ბრესტის, სიმბირსკის, სამარის, სარატოვის, ჩელიაბინსკისა და სხვა ქალაქების საინჟინრო ნაგებობათა ავტორი.

1941 წლის აგვისტოში დასავლეთ ბელორუსიაში სამხედრო ნაწილი ალყაში მოექცა, მძიმედ დაჭრილი კარბიშევი ტყვედ ჩავარდა. მაიდანეკის, ოსვენციმის სიკვდილის ბანაკებში გენერალი ხელმძღვანელობდა წინააღმდეგობის მოძრაობას სამხედრო ტყვეებს შორის. 1945 წლის 18 თებერვალს ფაშისტებმა კარბიშევი თანამებრძოლებთან ერთად საშინელ ყინვაში გარეთ გამოიყვანეს, გადაასხეს წყალი და ცოცხლად გაყინეს.

კარბიშევი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ლენინის ორდენით და მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. გენერლის ძეგლები დადგმულია მაუთჰაუზენში, ომსკში, ტალინსა და ყაზანში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here