Home ახალი ამბები საქართველო გედევან ფოფხაძე: თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო...

გედევან ფოფხაძე: თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით

1263
გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს აძლევსნაციონალური მოძრაობისამოცანა, რომელიც, ფოფხაძის თქმით, მერაბიშვილისა და ახალაიას ციხიდან გამოყვანასა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება.

“თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში, ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენენ. ფიზიკურ ლიკვიდაციას და მსგავს რაღაცებს, ბუნებრივია, არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას აპირებს სააკაშვილი და მისი გუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფრთხის წინაშე ყველა პირს შევკრავთ, გავერთიანდებით, ყველანაირ წყენასა და უკმაყოფილებას, რაც კი შეიძლება გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, დავივიწყებთ და შევძლებთ, რომ ეს ფაშისტური ძალა არ გახდეს საქართველოს დაღუპვის წინაპირობა,” _ განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here