Home რუბრიკები პოლიტიკა გაწირეთ თავი და… გადარჩებით!

გაწირეთ თავი და… გადარჩებით!

ღია წერილი სტატიაში და “გამოცხადების” ეპიზოდები საქართველოში

984

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეხუთე გამოშვება

საქმე გართულდა.

ეს რომ ასე მოხდებოდა, მოსალოდნელი კი არ იყო, წინასწარ იყო ცნობილი. დინების (იგულისხმეთ, აშშის) საწინააღმდეგოდ სვლას ამერიკელები არავის არ პატიობენ. პრეზიდენტმა ბუშმა (უფროსმა) ზვიად გამსახურდიას სწორედ ასეთი ბრალდება წაუყენა. ახლა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებენ დინების საწინააღმდეგოდ სვლაში

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით:

ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერსა და სამართალდამცავ უწყებებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით; დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა”.

ამ აშკარად ხელისუფლების საწინააღმდეგო ევროპულ განცხადებას აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, კიდევ უფრო მწვავე კომენტარი მოაყოლა: ისეთ ვითარებაში, როდესაც ხდება ძალადობა, ველოდით, რომ პრემიერმინისტრი სიტუაციის დარეგულირებაში წამყვან როლს ითამაშებდა. შესაბამისად, იმედგაცრუებულნი ვიყავით, როდესაც იმ დღეების განმავლობაში ვერ ვნახეთ ლიდერის მეტი გადამწყვეტი მოქმედება”.

ასეთი იყო ამერიკა-ევროპის ანტისახელისუფლო განწყობები 5 ივლისის მოვლენებზე. ეს ალიაქოთი არ იყო ჩამცხრალი, როდესაც საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს პროცედურა შარლ მიშელის დოკუმენტის გვერდის ავლით მოხდა, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპის ჩარევით მიღწეული შეთანხმების დარღვევას ნიშნავს. ოპოზიციის ამ განცხადებას მაშინვე აუბეს მხარი აშშ-ში, სადაც უმწვავესი განცხადება გაკეთდა თვით სახელმწიფო მდივნის დონეზე. ენტონი ბლინკენი აცხადებს: შეერთებული შტატები დიდად შეწუხებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით”. ამ განცხადებას ეხმაურება და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, ცეცხლზე ნავთს ასხამს აშშ-ის ელჩი საქართველოში _ კელი დეგნანი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში ნახეთ ჩვენი ღრმა იმედგაცრუება პროცესის გაგრძელების გამო. მიუხედავად ჩვენი ბევრი მოწოდებისა, რომ ეს პროცესი დროებით შეჩერებულიყო, პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ პროცესი შეჩერდებოდა ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე. ეს არ მოხდა და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი. მოსამართლეები არ უნდა დანიშნულიყვნენ. პარლამენტს შეეძლო პროცესის შეჩერება, მაგრამ ეს არ გააკეთა”.

“სტრატეგიულმა პარტნიორებმა” ესეც არ გვაკმარეს და სანქციების დაწესებით დაგვემუქრნენ. სანქციების ენით ისინი რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, ანუ იმ სახელმწიფოებს ელაპარაკებიან, რომლებსაც ე.წ. ბოროტების ღერძად განიხილავენ და მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა სიაში ჰყავთ შეყვანილი.

რა არის ან რას ნიშნავს ეს? ლგბტ აღლუმის ჩატარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქამდე სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ქვეყანა ხელის ერთი მოსმით მტრის ბანაკში გადაგვისროლეს?

ეს იმას ნიშნავს, რომ ლგბტ მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებული მოვლენაა, რომ ამ საქმეს ყველას და ყველაფერს ანაცვალებენ. ლგბტ მათი იდეოლოგიაა, რომელიც მსოფლიოში უნდა გაბატონდეს, ამიტომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხელის შეშლას არავის არ პატიობენ. მეოცე საუკუნეში მსოფლიოზე გაბატონების იდეოლოგიად მათ ფაშიზმი აირჩიეს, რომელიც სიძულვილის, უთანასწორობისა და დისკრიმინაციის იდეოლოგია იყო. დღეს ცდილობენ, რომ ფაშიზმის პარალელურად მსოფლიოზე გაბატონების ახალი იდეოლოგია შექმნან, რომელსაც საფუძვლად ურთიერთგაგება და შემწყნარებლობა დაედება. ეს ვერაგულზე ვერაგული ჩანაფიქრია, ვინაიდან ფაშიზმი, რომელიც სიძულვილს, უთანასწორობასა და დისკრიმინაციას ეფუძნებოდა, ძლიერ წინააღმდეგობას ბადებდა და მსოფლიოს მასთან საბრძოლველად განაწყობდა.ახალი ლგბტ იდეოლოგია კი, რომელიც როგორც ადამიანში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში ანადგურებს ყველაფერ ღვთაებრივს, ბუნებრივს, ზნეობრივს და რყვნის მას, მსოფლიოსთვის არანაკლები უბედურების მომტანია, ვიდრე ფაშიზმი იყო, მაგრამ, ფაშიზმისგან განსხვავებით, იგი არამხოლოდ წინააღმდეგობას იწვევს, არამედ შეცოდებისა და თანაგრძნობის განცდასაც აჩენს _ რაკი ასეთები იბადებიან, მათაც ხომ უნდა ჰქონდეთ არსებობისა და საზოგადოების წევრად ყოფნის უფლება. ამგვარი შემწყნარებლური პოზიციაც ჩნდება საზოგადოებაში, რომელიც, ერთი მხრივ, ადამიანური, მაგრამ, მეორე მხრივ, დამღუპველი მიდგომაა. ლგბტ იდეოლოგიის მამათა ჩანაფიქრის ვერაგობა სწორედ ის არის, რომ ამ იდეოლოგიის მიმართ საზოგადოების შემწყნარებლურ დამოკიდებულებას იყენებენ თვით იმ საზოგადოებისა და სრულიად კაცთა მოდგმის წინააღმდეგ, რომელსაც იგი უჩნდება. მის მიმართ დამოკიდებულებაში ამ ადამიანური და ტოლერანტული შემადგენელის არსებობის გამო ეს იდეოლოგია საზოგადოების ფართო ფენებამდე გაცილებით მარტივად აღწევს და ვრცელდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძალადობრივი იდეოლოგია, ვთქვათ, იგივე ფაშიზმი.

ფაშიზმი თუ ფიზიკური ძალადობისა და ომის გზით მსოფლიოს დამონების იდეოლოგიაა, ლგბტ ადამიანთა და საზოგადოებათა გადაგვარების გზით იმავე შედეგის მიღწევის იდეოლოგიაა. არიან ტრადიციების მიმართ მეტად მგრძნობიარე ერები და ხალხები, რომლებიც წინ აღუდგებიან მის გავრცელებას, მაგრამ, როდესაც ფორსირებული ძალა მოდის, რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია, დაწყებული ზესახელმწიფოებრივი ბერკეტებითა და დამთავრებული ასტრონომიული ფინანსებითა და მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებებით, ხალხის წინააღმდეგობა ადვილად გადატყდება ხერხემალში. ხალხი, ერთი მხრივ, ვერ უძლებს გამუდმებულ ზეწოლას; მეორე მხრივ, თანდათანობით ეჩვევა სიტუაციას და, ბოლოს და ბოლოს, დგება ჟამი იმის გაცნობიერებისა, რომ ბრძოლას თურმე აზრი დაუკარგავს. თუკი ევროპა და ამერიკა, ანუ მთელი კოლექტიური დასავლეთი ყოველმხრივ უმწეო საქართველოს ხელისუფლებას თავს ესხმის, მუქარის განცხადებებით ბომბავს და ეკონომიკური სანქციებითაც ემუქრება, ამ მასშტაბის ზეწოლას როგორ უნდა გაუძლოს ხელისუფლებამ, რომელსაც არც მოკავშირე ჰყავს სადმე და არც გულშემატკივარი?! აშშის ზეწოლა და სანქციები რუსეთსა და ჩინეთზე თუ აისახება უარყოფითად, გასაგებია, რა გავლენას მოახდენს საქართველოზე. რუსეთსა და ჩინეთზე რომ არაფერი ვთქვათ, არიან გაცილებით ნაკლები შესაძლებლობების მქონე სხვა სახელმწიფოებიც, რომლებიც უძლებენ აშშის მუქარასაც, სანქციებსაც და აგრესიასაც, მაგალითად, ირანი, სირია, ჩრდილოეთი კორეა, ბელარუსი და სხვები, მაგრამ სხვაა მათი შესაძლებლობები და სხვაა საქართველოს შესაძლებლობები.

ირანი ერთ მუშტად შეკრული ოთხმოცმილიონიანი სახელმწიფოა, რომელიც უმდიდრესია ენერგომატარებლებით და ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან; ჩრდილოეთი კორეა სოციალისტური და ბირთვული სახელმწიფოა, რომლის თითოეული მოქალაქე ფრჩხილებითა და კბილებით დაიცავს სოციალისტურ მონაპოვარს; სირიამ, შესაძლებლობებით ირანსა და ჩრდილოეთ კორეას თუ ჩამორჩება, ისეთი მოკავშირე მაინც გაიჩინა, რომელმაც იარაღის ძალით დაიცვა ამერიკის აგრესიისგან. ეს მოკავშირე რუსეთია. ჩვენ რა ვქნათ, რომელს შევედაროთ? თავდაცვის რა პოტენციალი გაგვაჩნია ან ვინ გვყავს ისეთი, ჩვენ გამო ამერიკას ომს რომ გამოუცხადებს?! რა გააკეთოს კონკრეტულმა პიროვნებამ (ამ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა)? როგორ დაიცვას მან ან საქართველო, ან ის ღირებულებები, რომლებსაც თუნდაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს? რას დაეყრდნოს, რას ჩასჭიდოს ხელი, რაზე მოიკიდოს ფეხი, როდესაც არც ხელჩასაჭიდი ჩანს თვალსაწიერზე და არც დასაყრდენი? წინა სტატიაში ვწერდი:

ირაკლი ღარიბაშვილმა შესანიშნავად იცის, რა ვერაგ ძალას უპირისპირდება, მაგრამ იგი ამაზე წავიდა. რა უნდა ვიფიქროთ, რატომ გადადგა მან პირადად მისთვის ასე სახიფათო და სარისკო ნაბიჯი? სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, მან ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ერის ღირსების შესანარჩუნებლად გადადგა. იმ მოძალადეთა შესაჩერებლად გადადგა, რომლებიც სულში ხელებს გვიფათურებენ და ჩვენი გადაკეთება განუზრახავთ, თავიანთ თარგზე ჩვენი მოჭრა და იმ გზაზე შეყენება გადაუწყვეტიათ, ჩვენ რომ ჩვენ აღარ ვიყოთ”. ჩემს ამ ნათქვამს არ ეთანხმება ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც ასე მსჯელობს: თავიდანვე ვიტყვი, ვერ დავეთანხმები და რატომ? მათ რომ გადაწყვიტეს, საქართველოს ხელისუფლებამ რა გააკეთა დასავლეთის იმ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო _ “ჩვენ რომ ჩვენ აღარ ვიყოთ”? “ქართული ოცნებაცხრა წლის განმავლობაში მათთან ერთად და მათთან ჩახუტებული ყველაფერს აკეთებდაჩვენ რომ ჩვენ არ ვიყოთპროექტის განსახორციელებლად”.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე უნდა დავეთანხმო მას, ვინც მე არ მეთანხმება (ამ შემთხვევაში, ბატონ ჰამლეტ ჭიპაშვილს), უნდა დავეთანხმო იმიტომ, რომ მართალს ამბობს. ქართულ ოცნებასხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში არც საგარეო ორიენტაციისა და არც რუსეთთან ურთიერთობაში ახალი პოლიტიკური ინტონაციის შემოსატანად სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებული არაფერი არ გაუკეთებია _ არც გარყვნილების პროპაგანდა შეურბილებია და, არც დასავლეთიდან მომდინარე სოციალური და ფსიქოლოგიური ჭუჭყის შემაკავებელი ფილტრის გამოყენება უცდია საზოგადოებრივი ცხოვრების თუნდაც რომელიმე მიმართულების გადასარჩენად. მკითხველი, ალბათ, მკითხავს: ეს თუ ასეა, მაშინ ღარიბაშვილთან ის იმედები რატომ დააკავშირეო? საქმე ისაა, რომ იმედიანი დამოკიდებულება მე ერთი, ცალკე აღებული პიროვნების, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიმართ გამოვავლინე და არა “ქართული ოცნების” მიმართ. ჯერ ერთი, თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა მეც და სხვებსაც ამისთვის ისეთი საფუძველი მოგვცა, რომლის იგნორირება შეუძლებელია. შვიდი წლის წინათ, პრემიერმინისტრის პოსტზე პირველად მოსულმა სრულიად ახალგაზრდა კაცმა, დაუჯერებლად თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში მისი პირადი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს შესწორება შეატანინა და ოჯახის დეფინიცია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობით განასაზღვრინა.

არ გამოვრიცხავ, რომ იმხანად ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობა სწორედ მის ამ პოზიციას შეეწირა. პრემიერმინისტრი დღესაც ანალოგიურ მსოფლმხედველობას ავლენს, როდესაც აცხადებს, რომ სექსუალურ უმცირესობათა აღლუმს არ აღიარებს და თავს ვალდებულად მიიჩნევს, პრემიერმინისტრის პოსტზე მისი მოღვაწეობისას ხალხის იმ უმრავლესობის (მისივე თქმით, 95 პროცენტის) განწყობას გაუწიოს ანგარიში, რომელიც სექსუალური უმცირესობების პარადებისა და აღლუმების გამართვის კატეგორიული წინააღმდეგია. განა ეს იმ მონსტრთან დაპირისპირება არ არის, რომელიც ლგბტ მოძრაობის სახით ოცდამეერთე საუკუნის ახალ (ფაშიზმზე საშინელ) იდეოლოგიას ქმნის?! განა ეს მართლმადიდებელი სულისა და ეროვნული ტრადიციების სადარაჯოზე დგომა არ არის?!

არანაირი სიმპათია პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი წევრების მიმართ არ მაქვს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ბოლო მოვლენებში მათგან სრულიად განსხვავებულ პოლიტიკოსად გამოიყურება. განა ის პასუხი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის დონეზე წამოსულ ბრალდებებს შეაგება, მის ვაჟკაცურ ბუნებასა და საქართველოში ასე მომრავლებული პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსებისგან განსხვავებულობაზე არ მეტყველებს?! მხედველობაში მაქვს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნაზე დასავლეთში ატეხილი ვაი-უშველებელი, რომლის გამოც ღარიბაშვილს უკან არ დაუხევია. მისი პასუხი ასეთი იყო: “2012 წლამდე სასამართლო პროკურატურის დანაყოფად იყო ქცეული, მაგრამ იმდროინდელი სასამართლოს მიმართ არც ამერიკისგან და არც ევროპისგან კრიტიკული შენიშვნა არ მომისმენია, რაც სამწუხაროა და არ არის სამართლიანი”.

განა ეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასავლეთისთვის მისი ორმაგი სტანდარტის გამო გაწნული სილა არ არის?! განა ამ განცხადებაში არ იკითხება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის შინაგანი ამბოხი ყოველგვარი ტენდენციურობის, უსამართლობისა და ძალმომრეობის გამო, თუნდაც იგი დასავლეთიდან მოდიოდეს?! ამიტომაც ვაღიარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნებაში, მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობასა და ზნეობრივ პოზიციაში ის მომენტები აღმოვაჩინე, რომელიც სრულიად განსხვავებულია მისი თანაგუნდელების მიდგომებისგან. ამან გადამაწყვეტინა, დღევანდელ სტატიაში მას ღია წერილით მივმართო, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმისას, შესაძლებელია, რაღაცაში გამოადგეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ეს შეძახილი ერთადერთი და გამორჩეული იქნება იმ შეძახილთა შორის, რომლებიც ამ კრიტიკულ ვითარებაში მის სმენას მრავლად მისწვდება…

პატივცემულო პრემიერმინისტრო, ბატონო ირაკლი!

აშშ-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ, ბენჯამინ ფრანკლინმა, ბრძანა: “ვერაფრით დაეხმარები მას, ვისაც რჩევის მოსმენის სურვილი არ აღმოაჩნდება”. ეს წერილი არც რჩევაა და არც თხოვნა, ის მხოლოდ და მხოლოდ მსჯელობაა იმაზე, რა ეშველება ქვეყანას, ერს, ხალხს, რომლის შვილობაც მე და თქვენ ღმერთმა გვარგუნა თუ გვიწყალობა. მე მოხუცებულობაში გადასული კაცი ვარ, თქვენ _ სრულიად ახალგაზრდა და მზარდი პიროვნება. მე რიგითი მოქალაქე ვარ, თქვენ წინამძღოლი ბრძანდებით საქართველოსი…

ახლა ისე ჩქარა იცვლება დროება, რომ ხანდახან სახელების დამახსოვრებაც კი ჭირს ელვის სისწრაფით მოსული და ქარის სისწრაფით წასული წინამძღოლებისა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ თავისთავად ბევრი არაფერი ყრია წინამძღოლობაში, თუკი წინამძღოლმა ისეთი რამ არ მოიმოქმედა, ხალხსა და ისტორიას რომ შემორჩეს. წინამძღოლობას თანამედროვე ჩიტირეკია პოლიტიკოსები ისე უყურებენ, როგორც გემრიელ სადილზე დასაყოლებელ ტკბილეულს. მათი აზრით, წინამძღოლის რეგალიის მოპოვებას ერთი მიზანი აქვს _ განცხრომით ცხოვრება. თქვენ ორჯერ გარგუნათ ბედმა ქვეყნის წინამძღოლობა და ეჭვიც არ მეპარება, გაცნობიერებული გექნებათ, რომ ამ მდგომარეობას, შესაძლებელია, ყველაფერი ახლდეს, გარდა განცხრომისა და ცხოვრებით ჰედონისტური ტკბობისა. რა თქმა უნდა, ყოფილან მეფენი, რომლებმაც განცხრომით დაიწყეს და განცხრომითვე დაასრულეს, მაგრამ ხალხს კი არა, ისტორიასაც აღარ ახსოვს მათი არსებობა. სამაგიეროდ, ხალხს ისინი ახსოვს, შრომასა და ბრძოლაში რომ დამაშვრალან, პირადულზე მაღლა საქვეყნო საქმე რომ დაუყენებიათ და, როცა ამისი აუცილებლობა დამდგარა, თავიც გაუწირავთ. თავის გაწირვას, რომც მოინდომო, ყოველთვის ვერ შეძლებ, დრო და გარემოება უნდა შეიქმნას საიმისო, თავის გაწირვა რომ შეძლო და რომ ღირდეს. საქვეყნო კაცად დაბადებულნი ამას ბედნიერებად და ღვთის წყალობად აღიქვამენ, ლაჩარნი და მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალნი კი ამგვარ სიტუაციებს ყოველთვის გაურბიან. ქვეყანაზე მოფიქრალ კაცს თავის გაწირვის შანსი თუ მიეცა, არ გაუშვებს მას ხელიდან, რადგან არის შემთხვევები, მხოლოდ თავის გაწირვით რომ კეთდება საერო და საქვეყნო საქმე. ზოგჯერ არც პირადული კეთდება თავის გაწირვის გარეშე…

თქვენ ახლა რთულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმემ შანსი გაგიჩინათ, რომ თავის გაწირვით ქვეყანა იხსნათ. გაწირეთ თავი და… გადარჩებით! ამას ფრთიან გამონათქვამად ნუ ჩამითვლით. გთხოვთ, ამ ნათქვამის ფილოსოფიურ მხარეზე გაამახვილოთ ყურადღება. ზოგჯერ თავის გაწირვა გადარჩენის ერთადერთი შანსი ხდება. თქვენ ახლა ქვეყნის შიგნით და გარეთ ის ძალები დაგიპირისპირდათ, რომლებიც ქართულ სულს, ცხოვრების ქართულ წესს ებრძვიან. ამის გამო მათ თქვენგან მადლობა ეკუთვნით, რადგან ეგ თქვენი პიროვნებისთვის მიცემული უმაღლესი შეფასებაა. ამით მათ თქვენ საქართველოსთან გაგაიგივეს, თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს მათ მიერ თქვენთვის გამოტანილი განაჩენიცაა. ოდნავი ყოყმანიც თუ შეგატყვეს, თქვენს მომავალ განცხადებებსა და მოქმედებებში უკან დახევის მცირეოდენი სურვილიც კი თუ იგუმანეს, ისინი აუცილებლად გადაგივლიან და გადაგთელავენ, თანაც სასტიკად და დაუნდობლად. ასეთ შემთხვევაში თქვენც პრემიერმინისტრების იმ კოჰორტას შეავსებთ, რომელთა სახელები ცოტა ხნის შემდეგ რომ აღარავის ემახსოვრება, მაგრამ თქვენ თუ ქართველი ხალხის გვერდით დადგებით, ასეთ შემთხვევაში ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა თქვენ მხარეს აღმოჩნდება, თქვენი პიროვნება კი იმ შარავანდედით შეიმოსება, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ მოყვანილი პრემიერმინისტრი კი არა, ჭეშმარიტად ეროვნული და სახალხო წინამძღოლი ერქმევა.

გადასადგმელია რამდენიმე რევოლუციური ნაბიჯი, რომლის შემდეგ საქართველოში ახალი (ქვეყნის გადამრჩენელი) რეალობა ჩამოყალიბდება:

1. უნდა აიკრძალოს დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებითერთიანი ნაციონალური მოძრაობადა გასამართლდნენ მისი ლიდერები მათ მიერ ჩადენილი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური დანაშაულებისა და ადამიანის ღირსებისა და უფლებების მასობრივად შემლახავი სისტემის დანერგვის გამო;

2. უარი ეთქვას დასავლეთის დირექტივებით ქვეყნის მართვის დამანგრეველ პოლიტიკას;

3. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს კატეგორიულად აეკრძალოთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა; წინააღმდეგ შემთხვევაში გაძევებულ იქნან ქვეყნის ტერიტორიიდან;

4. შეუწყდეს ლიცენზია საქართველოში მოქმედ სულ ცოტა ოთხ სატელევიზიო არხს, რომლებიც დანაშაულებრივი კაპიტალით ფუნქციონირებენ და დამნაშავე პოლიტიკურ დაჯგუფებას (“ნაციონალურ მოძრაობას”) ემსახურებიან _ “მთავარი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი”; “კავკასია”;

5. ეთხოვოს უკრაინის ხელისუფლებას დანაშაულისთვის გასამართლებულ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოსთვის სასწრაფოდ გადმოცემა. უარის შემთხვევაში ამ სახელმწიფოსთან გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობა;

6. რუსეთთან სასწრაფოდ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ბატონო ირაკლი, მესმის, რომ ძალიან ძნელია იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც, შესაძლებელია, სიცოცხლის ფასი დაგიჯდეთ, მაგრამ მერწმუნეთ, არანაკლებ ძნელია კვირიკაშვილის, ბახტაძის, გახარიას როლში აღმოჩენა, რომლებმაც არც ის იციან, რისთვის მოვიდნენ, და ვერც ის გაიგეს, რისთვის წავიდნენ.

არანაკლებ ძნელია, გერქვას პრემიერმინისტრი და ქვეყანას იმ სატანური ძალების სათარეშოდ ტოვებდე, რომლებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც “გამოცხადებაშია” აღწერილი: კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცათ მათ ძალა, როგორიც აქვთ ძალა მიწის მორიელთ. ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახეულობა და არავითარი მწვანილეულობა და არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღვთის ბეჭედი. მიეცათ ნება მათ, არ დაეხოცათ ისინი, არამედ მხოლოდ ეწამებინათ ხუთ თვეს. და ჰგავს მათი წამება წამებას მორიელისაგან, როდესაც უკბენს ადამიანს. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ”.

თქვენ უნდა ეცადოთ ქართველი ხალხის დახსნა იმ შინაური და გარეშე მორიელებისგან, რომლებიც კალიასავით შემოგვისიეს და საშველი აღარ არის მათგან…

ბატონო ირაკლი, ისტორიას თქვენს გადაწყვეტილებასთან ერთად ჩემი ეს წერილიც შემორჩება, მომავალი თაობები კი განგვსჯიან ორივეს.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს რთულსა და მძიმე სარბიელზე.

პატივისცემით,

ვალერი კვარაცხელია

7 COMMENTS

  1. უმაღლესი სტატია და მომართვაა, რმელშიც მთელი გული და სამშობლოს სიყვარულია ჩადებული. დიდი მადლობა ბატონი ვალერი, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მცირეთაგან (იგულისხმება ცნობილები), რომლებიც სწორედაც თავგანწირით იბრძვიან დღეს საქართველოსა და ქართული მოდგმის გადასარჩენად!

  2. უმაღლესი სტატია და მიმართვაა, რმელშიც მთელი გული და სამშობლოს სიყვარულია ჩადებული. დიდი მადლობა ბატონო ვალერი, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მცირეთაგან (იგულისხმება ცნობილები), რომლებიც სწორედაც თავგანწირით იბრძვიან დღეს საქართველოსა და ქართული მოდგმის გადასარჩენად!

  3. ბატონი ვალერი, თქვენ უკვე დიდი ხანია გადალახეთ რუბიკონი და გაწირეთ თავი. ბატონი ირაკლი მთელი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს, რომ ასეთივე ნაბიჯი გადადგას, მას-კი დღეს მხოლოდ ლანძღვა-გინება ესმის თითქმის ყველა მხრიდან. შეძლებს ასეთ სიტუაციაში იმას, რასაც თქვენ ურჩევთ?!
    ,,კარგ ყმად ვინა ვთქვათ ვაჟებო….”

  4. ბ-ნო ვალერი, თავს ნუ იბერებთ. თქვენ სულაც არ ხართ მოხუცებულობაში გადასული კაცი. მოხუცებულობა არაფრის კეთებაა, თქვენ კი, თქვენი პუბლიკაციებით, დიდ საქმეს აკეთებთ. ამის დასტურია ეს წერილიც. რაც შეეხება მასში გამოთქმულ მთავარ აზრს, სავსებით მართალია: „გაწირეთ თავი და… გადარჩებით!“ ვისაც „არც მწვადისა და არც შამფურის“ დაწვა სურს, იღუპება. მაგალითებისათვის შორს რომ არ წავიდეთ, ორმაგმა თამაშმა დაღუპა იანუკოვიჩი და კადაფი. ღირსეულ მოწინააღმდეგეს კი მტერიც აფასებს. ამიტომ ამბობს რუსთაველი:
    „რა უარეა მამაცსა,ომშიგან პირის მღმეჭელსა,
    შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
    კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?!
    სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა !“

  5. პუბლიცისტიკის შედევრია, სამშობლოსთვის თავგანწირული კაცის დაწერილი!

  6. პატივცემულო ვალერი!
    როდესაც თავგანწირვაზე დგება საქმე, მას უნდა უჩანდეს ნათელი მომავალი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ადვილდება თავგანწირვა.
    დღეს არსებული მდგომარეობა, მავანთა მიერ მართული, იმდენად გართულებულია, რომ ქვეყნის მეთურის თავგანწირვა ვერ ცვლის მდგომარეობას, თორემ არ დააყოვნებდნენ, ეს მათ უკეთ მოეხსენებათ. ისინი ამჟამად უკიდურესად შეჭირვებულნი არიან და მათ ერისგან ხსნა სჭირდებათ.
    აი, თავგანწირვა კი შეუძლიათ ერის სულიერ მოძღვართ, რომელთაც არ უნდა დააყოვნონ სულის ცხონება.
    იხილეთ:
    https://www.facebook.com/macne.qartvelishvili/posts/4329322683798981

  7. ბატონო ვალერი, თქვენი მიმართვა ბატონი პრემიერის მიმართ,ჩემი სულის,გულის და გონების გამოძახილია,მე უბრალოდ არ შემიძლია ასე ლამაზად და სრულყოფილად გად ომეცა ჩემი აზრები, მადლობთ ყველაფრისათვის, მიხარია და სულმოუთმელნად ველოდები თქვენს გამოჩენას ეკრანზე,შეძლებისდაგვარად ვკითხულობ თქვენს სტატიებს და დიდი სიამაყე მეუᲤლება რომ თქვენი სახით კიდევ არსებობენ ქართველები, რომლებიც ქართულად აზროვნებენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here