კორეის სახალხო–დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (კსდრ) 20 ნოემბერს სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში 10 გამაგრებული პოსტი გაანადგურა. ეს მოხდა შეთანხმების საფუძველზე დაძაბულობისა და შემთხვევითი შეტაკების თავიდან აცილების მიზნით. ეს ინფორმაცია სამხრეთი კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
“ჩრდილოეთ კორეის მხარემ 20 ნოემბერს, 15 საათსა და 00 წუთზე 10 პოსტი გაანადგურა. ერთი პოსტი შენახულია ტურისტული მიზნებისთვის”, _ ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სექტემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სასაზღვრო რაიონში სამხედრო დაძაბულობის შემცირების შესახებ. ამ შეთანხმების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას პუნქტ ფხანმუნჯის რაიონში 11 გამაგრებული პუნქტი უნდა გაენადგურებინა.
საერთოდ კი, შეთანხმება ითვალისწინებს გაერთიანებული ზონის სრულ განიარაღებას, ამასთანავე, ამ ზონის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მანევრების ჩატარებისა და საარტილერიო სროლების აკრძალვას.
მშვიდობიან თანაარსებობას ალტერნატივა არ აქვს!!! არა მარტო ორი კორეა, მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს! ის, რაც ახლა ორი კორეის საზღვაზე ხდება, გარდუვალი იყო…