Home რუბრიკები სამართალი გაუპატიურების მცდელობა თბილისში – შსს-მ ტაქსის მძღოლი დააკავა

გაუპატიურების მცდელობა თბილისში – შსს-მ ტაქსის მძღოლი დააკავა

1166

თბილისში, ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა. შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.


ახალგაზრდა მამაკაცი გ.ჯ. პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზები.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here