Home ახალი ამბები მსოფლიო გასაჯაროვდა აშშ-ის მიერ მსოფლიოში წარმოებულ ომებზე დახარჯული ფულის ოდენობა

გასაჯაროვდა აშშ-ის მიერ მსოფლიოში წარმოებულ ომებზე დახარჯული ფულის ოდენობა

909
აშშ

ნიუ-იორკის ტყუპ კოშკებზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა მსოფლიო ომების საწარმოებლად 4,3 ტრილიონი დოლარი დახარჯა. ამ დასკვნამდე მივიდნენ უნივერსიტეტ ბრაუნის უოთსონის სახელობის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ავტორები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად მიმდინარე კონფლიქტების გაგრძელების შემთხვევაში 2018 წლის ბოლოსთვის აშშ-ს 5,6 ტრილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს. ამასთანავე, ტრილიონ დოლარამდე დაუჯდება ომების მონაწილეთა მკურნალობისთვის ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ბოლო 16 წლის განმავლობაში თითოეულმა ამერიკელმა აშშ-ის საზღვრებს მიღმა წარმოებული ომებისთვის 23 368 დოლარი გაიღო.

მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ პენტაგონის მიერ ამავე მიზნებისთვის დახარჯული თანხის რაოდენობა გაცილებით მოკრძალებულია. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა ომების საწარმოებლად დახარჯა მხოლოდ 1,52 ტრილიონი დოლარი, მაშასადამე, თითოეულ ამერიკელს ეს ომები საშუალოდ 7 340 დოლარი დაუჯდა.

8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესმა შეათანხმა 2018 წლის სამხედრო ხარჯები, 700 მილიარლი დოლარის ოდენობით, მათ შორის, 4,6 მილიარდი გათვალისწინებულია ევროპაში რუსეთის “შესაკავებლად”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here