Home რუბრიკები საზოგადოება გარყვნილები დიქტატურას ამყარებენ მსოფლიოში

გარყვნილები დიქტატურას ამყარებენ მსოფლიოში

1381
დიქტატურა

ევროატლანტიკურ ელიტაში ჰომოსექსუალები იმაზე გაცილებით მეტიც შეიძლება იყვნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ახლახან ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ევროპელ დიდმოხელეთა შორის ტოტალურ უშვილობას. არ ჰყავთ მემკვიდრენი გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, შვედეთის, ნიდერლანდების პოლიტიკურ ლიდერებს, აგრეთვე, ევროკომისიის თავმჯდომარეს, ლუქსემბურგის ლგბტპრემიერის წინამორბედ ჟან კლოდ იუნკერს. ასეთი ერთსულოვნება საეჭვოა.

დასავლეთის სახელმწიფოების უმაღლეს თანამდებობებზე ჰომოსექსუალების რაოდენობა კატასტროფულად იმატებს. ამ ზაფხულს ლგბტ-თემმა თავისი მორიგი გამარჯვება იზეიმა. ჰომოსექსუალი ლეო ვარადკარი ირლანდიის პრემიერმინისტრი გახდა. ამ გულისამრევი ფაქტის შესახებ წერდა “საქართველო და მსოფლიო”, გამოვაქვეყნეთ კიდეც ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილები იყვნენ ევროპის პრემიერმინისტრების ცოლები და მათ შორის ერთი მამაკაცი _ ლეოს “მეუღლე”.

ევროპის უმაღლესი ეშელონების გაპედარასტება  ამით არც დაწყებულა და არც დამთავრებულა:  “ზემოდან გაცისფერებულ” ირლანდიამდე ევროპის რუკაზე  იყო ისლანდია  თავისი ლესბოსელი იოჰანა სიგურდარდოტირით, ბელგია _ ჰომოსექსუალ ელიო დი რუპოთი, ხოლო ლუქსემბურგის მთავრობას ჯერ კიდევ 2013 წელს სათავეში ჩაუდგა ჰომოსექსუალი ქსავიე ბეტელი, რომელმაც, კოლეგების მსგავსად, ოფიციალურად დაარეგისტრირა თავისი “ერთნაირსქესიანთა დაქორწინების” აქტი.

ჩამორჩა საქართველო!

აღსდეგ, საქართველო!

და აღდგა: გასულ კვირაში ინგა გრიგოლიამ თავის “TV პირველში” წარმოგვიდგინა ადგილობრივ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიული სიის ნომერი პირველი ლესბოსელი კანდიდატი, რომელიც სწორედ ამ ნიშნით შეურჩევიათ და რომელიც, არჩევის შემთხვევაში, აგვაყვავებს და აგვაშენებს.

დავეწიეთ ევროპას და გავუსწარით კიდეც, რადგან, ზემოთ ჩამოთვლილ ერთნაირსქესიანი წყვილებისგან განსხვავებით, რესპების ეს რჩეული (რომელიც ქართულ ტელესივრცეში პირველად არ გამოჩენილა) ამბობს, რომ გეისთვის, მით უფრო, ლესბოსელისთვის, სულაც არ არის აუცილებელი დაქორწინება, რადგან იგი თავის სექსუალურ მოთხოვნილებას პარტნიორის გარეშეც დაიკმაყოფილებს.

გვსდიოს აწი ევროპამ…

რა სახით იჯდა, რა გამომეტყველებით ეს უბედური დამტკბარი ჟურნალისტის წინაშე, რომელსაც, სულ ცოტა, ვუჩეტიჩის ხმალშემართული “გამარჯვების” ძეგლის “იმიჯი” აქვს მორგებული.

ოღონდ სხვა დროს, სხვა შემთხვევაში, სხვა რესპონდენტებთან საუბრისას…

სოდომია ევროპაში ახალი მოვლენა არ არის. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ვრცელდებოდა ხმები ზოგიერთი მონარქისა და სამეფო კარის მსახურთა (განსაკუთრებით _ ინგლისსა და საფრანგეთში) არაჯანსაღი სექსუალური მიდრეკილებების შესახებ, მაგრამ მაშინ ეს სულაც არ იყო საამაყო და მისაბაძი, და  ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად დაემალათ. გავლენის მოსაპოვებლად ბრძოლამ ევროპელი ჰომოსექსუალები XX საუკუნის პირველ ნახევარში რადიკალების ბანაკში მიიყვანა. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჰიტლერული პარტიის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ნაცისტების ხელმძღვანელობა უკომპრომისოდ დაუპირისპირდა მათ მას შემდეგ, რაც მამათმავლების პარტიული პრეტენზიები ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ფაშისტებმა  მათ რაც დამართეს, საყოველთაოდ არის ცნობილი.

დასავლეთის პოლიტიკაში ჰომოსექსუალების შესვლასა და დამკვიდრებას ათწლეულების განმავლობაში ხელს უშლიდა ევროპისა და ამერიკის მოქალაქეების ქრისტიანული რწმენის სიმტკიცე, რომლებიც აღზრდილები იყვნენ კათოლიკური და პროტესტანტული მოძღვრების ტრადიციულ პრინციპებზე.

XX საუკუნის 60-70-იან წლებში სიტუაცია სწრაფად შეიცვალა.

ჰომოსექსუალი 1961 წელს აირჩიეს აშშ-ის ერთ-ერთი ქალაქის მერად. 1970 წელს აშშ-ის სასამართლოს პირველად მიმართეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დარეგისტრირების მოთხოვნით. მოხელეებმა უარი განაცხადეს, რაც  მრავალწლიანი სასამართლო დავის მიზეზი შეიქნა.

1978 წელს ჰომოსექსუალი ჰარვი მილკი სან ფრანცისკოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს. იმავე წლის ნოემბერში მილკი, ქალაქის მერთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმა ქალაქის საბჭოს წევრმა დენ უაიტმა, რაც გრანდიოზული პიარკამპანიის მიზეზი გახდა. მასმედია მოკლულ ჰომოსექსუალს “წამებულად” მოიხსენიებდა. “ტაიმმა” იგი “XX საუკუნის 100 გმირის” სიაში ჩაწერა, ბარაკ ობამამ კი სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტის “თავისუფლების მედლით” დააჯილდოვა.

XX საუკუნის 70-იან წლებში ჰომოსექსუალები დადებით პერსონაჟებად გამოჩნდნენ კინოფილმებში, ტელევიზიასა და პოპულარულ სპექტაკლებში. ამერიკის ფსიქიატრიულმა საზოგადოებამ კი, ლგბტ-თემის წარმომადგენელთა ზემოქმედებით, ჰომოსექსუალიზმი ამოშალა ფსიქიკური დაავადებების სიიდან (ამ საზოგადოების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილის მძაფრი კრიტიკის მიუხედავად). ჰომოსექსუალიზმის, როგორც დაავადების, ხსენება XXI საუკუნის დაწყებამდე საერთაშორისო კლასიფიკატორებსა და დასავლეთის სამედიცინო ლიტერატურიდან გაქრა, ვითარცა შარშანდელი თოვლი. ექიმებს შესანიშნავად ესმით, რომ საქმე აქვთ ავადმყოფობასთან, მაგრამ ხმამაღლა ამის განცხადებას ერიდებიან, ჩაქოლავენ.

ჯერ კიდევ 2004 წელს ამერიკელი მოქალაქეები ერთნაირსქესიანთა დაქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. გამოკითხულთა 73 პროცენტი ამ აზრზე იდგა. დღეს მათი პროცენტული რაოდენობა 41-მდე შემცირდა.

ამერიკელი სოციოლოგების გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ არატრადიციული სექსუალური ცხოვრების წესის მიმდევართა რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და 3-4 პროცენტის დონეზე დარჩა. სამაგიეროდ 2,5-ჯერ გაიზარდა ე.წ. ბისექსუალთა რაოდენობა, ხოლო სოდომიტების რაოდენობა დასავლეთის საზოგადოების უმაღლეს თანამდებობებზე კოსმოსური სისწრაფით იზრდება.

ზემოთ დასახელებული პრემიერმინისტრების გარდა, ლგბტ-თემის ღია წარმომადგენლები არიან: აშშ-ის არმიის მინისტრი (სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის ანალოგი) ერიკ ფენინგი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი, პარიზის ყოფილი მერი ბერტრან დელანოე და ბერლინის ყოფილი ქალაქის მერი კლაუს ვოვერაიტი, ასევე _ ბევრი სხვა პოლიტიკოსი და მოხელე.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ზოგიერთი ტოპგამოცემა (“ნიუ იორკ თაიმსის” დონისაც კი) თავს უფლებას აძლევდა, ეწერა “გეიმაფიაზე”, პირდაპირ ეთქვა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ჰომოსექსუალების მოძალების შესახებ. ამჟამად ასეთ თემებზე პოპულარული გაზეთები ხმას არ იღებენ. ლგბტ-თემის გავლენის შესახებ წერენ ან ადგილობრივ პრესაში, ან “მეორე ეშელონის” კონსერვატულ გამოცემებში. მაგალითად, სამხრეთ კაროლინის გაზეთში The Post and Courier გამოქვეყნდა პოლიტოლოგ კირკპატრიკ სეილის სტატია “როგორ მოიპოვა გეითემმა ასეთი დიდი გავლენა?”. ავტორმა დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ ლგბტ-ს პოლიტიკური წონა ამერიკულ საზოგადოებაში მათი წარმომადგენლების რაოდენობის არაპროპორციულია. მისი თქმით, აზიელებისა და ინდიელების უფლებები გაცილებით ცუდადაა დაცული, ვიდრე ჰომოსექსუალების, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, ჰოლივუდსა და წამყვან მედიასაშუალებებში ლგბტ-პროპაგანდის, ასევე, ამერიკის პარლამენტში მოკალათებული ჰომოსექსუალების დაუფარავი ლობისტური მოღვაწეობის ფონზე.

ლგბტ-ებმა თავი ამოჰყვეს მართლმადიდებლურ-სლავური ცივილიზაციის ქვეყნების ხელისუფლებებშიც. სერბეთის პრეზიდეტ ალექსანდრ ვუჩიჩის წარდგენით, ახლახან ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა ლესბოსელი ანა ბრნაბიჩი, რომელიც წლების განმავლობაში საერთაშორისო განვითარების აშშ-ის სააგენტოში (USAID) მუშაობდა და აქტიურად თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან. სერბები, რა თქმა უნდა, აღშფოთდნენ, მაგრამ მასობრივ გამოსვლებამდე საქმე არ მისულა. ადამიანებს საცდელი ცხოველებივით პრაქტიკულად ძალით აჩვევენ სოდომიას, როგორც ცხოვრებისეულ ნორმას.

დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უკვე მიაჩვიეს.

ევროატლანტიკურ ელიტაში ჰომოსექსუალები იმაზე გაცილებით მეტიც შეიძლება იყვნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ახლახან ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ევროპელ დიდმოხელეთა შორის ტოტალურ უშვილობას. არ ჰყავთ მემკვიდრენი გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, შვედეთის, ნიდერლანდების პოლიტიკურ ლიდერებს, აგრეთვე, ევროკომისიის თავმჯდომარეს, ლუქსემბურგის ლგბტ-პრემიერის წინამორბედ ჟან კლოდ იუნკერს. ასეთი ერთსულოვნება საეჭვოა.

ექსპერტთა აზრით, ევროპული დემოკრატიული ქვეყნების მეთაურთა ქორწინებანი, შესაძლოა, ფიქტიური იყოს, რითაც გარკვეულ ხანს დამალავენ პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების ჭეშმარიტ მიდრეკილებებს. უწინარესად, მხედველობაში ჰყავთ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ის დაქორწინებულია 24 წლით უფროს ქალბატონზე, რომელიც მისი მასწავლებელი იყო საშუალო სკოლაში. ფრანგმა დეპუტატმა ნიკოლა დაიკმა მაკრონს პირდაპირ უწოდა “თოჯინა გეილობის ხელში”, ჟურნალისტებმა კი იგი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ამხილეს.

სანდიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯინ ტვენგე, რომელიც აქტიურად უწევს პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმს აშშ-ში, ჰომოსექსუალებს გავლენის ზრდას უკავშირებს ინდივიდუალიზმის პოპულარიზაციას მისი დასავლური, ნეოლიბერალური გაგებით. მისი აზრით, ასე იმსხვრევა “კულტურული წესები”.

ირღვევა ფასეულობათა სისტემები და ცივილიზაციები სრულად. კაცობრიობის კულტურული მრავალსახეობა ნაცრისფერ, უსახო ბიომასად გარდაიქმნება, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ეროვნული ტრადიციები, წარმოდგენები სიკეთესა და ბოროტებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here