Home რუბრიკები საზოგადოება გარყვნილების პროპაგანდა განათლების სახელით

გარყვნილების პროპაგანდა განათლების სახელით

გარყვნილების პროპაგანდა განათლების სახელით

ვინ და რატომ აპირებს ქართულ სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის სწავლებას

გახსოვთ, ალბათ, რა ზარზეიმით აღვნიშნეთ საქართველოს სკოლებში იაკობ გოგებაშვილისდედა ენისდაბრუნება, მაგრამ თურმე სადა ვართ, რა დაბრუნდა, რის დაბრუნდაჩვენც და თქვენც ისე მარტივად მოგვატყუეს, რომ ტაში უნდა დავუკრათ. ხელისუფლებას ტაში უნდა დავუკრათ იმის გამო, რომ ტყუილი ხელოვნების დონეზე აიყვანა და ისე ოსტატურად გაგვაცურა, თქვენი მოწონებული.

თურმე გოგებაშვილის “დედა ენა” სავალდებულო კი არ არის, ის, უბრალოდ, დაუშვეს და ახლა სკოლის დირექტორების გადასაწყვეტია, პირველკლასელები რომელი წიგნით ისწავლიან _ გოგებაშვილის თუ სხვა ავტორების მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი. ასობით სკოლის დირექტორმა თავი, უბრალოდ, არ შეიწუხა, არ მოითხოვა გოგებაშვილის “დედა ენა” და ამიტომ ყველა სკოლაში ეს წიგნი არ არის. ვერ გეტყვით, მშობლებმა რატომ არ მოსთხოვეს დირექტორებს სკოლებში გოგებაშვილის “დედა ენის” შეტანა, მაგრამ, საზოგადოდ, მშობლები თითქოს პასიურ როლში გადავიდნენ. ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობთ და იმის ახსნასაც შევეცდებით, რით არის მშობლების პასიურობა გამოწვეული…

ბელგიის ერთერთ თეატრში ბავშვებსხელოვნებაწარუდგინეს, რომელიც მოიცავდა სექსუალური სახის სცენებს ქალსა და მამაკაცს შორის. თეატრში დადგეს წარმოდგენა, რომელზეც წაიყვანეს ბავშვები და შუა სცენაზე გაშიშვლდნენ უფროსები და კლასიკური (ან არაკლასიკური) სექსი გააჩაღეს. ამან ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია. შოკისმომგვრელი და სკანდალური სცენები ქვეყნის ვიდეოპორტალებზე აიტვირთა, რომლებიც უმალვე დაიბლოკა. ყველა საინფორმაციო საშუალებას აეკრძალა მსგავსი სახის სცენების ტირაჟირება, რომელსაც ბავშვები ესწრებიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ბელგიაში მოხდა.

ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე ამერიკის რამდენიმე შტატში მშობლები გაიფიცნენ და სასკოლო პროგრამიდან სექსუალური განათლების საგნის ამოღება მოითხოვეს. ამერიკელი მშობლების აზრით, ამ პროგრამამ ვერ გაამართლა, პირიქით _ უარყოფითად იმუშავა. აღნიშნული პროგრამის შემდეგ, მოსწავლეებში შემცირდა სექსუალური ცხოვრების დაწყების წლოვანება, გახშირდა ძალადობის შემთხვევები. ერთადერთი, რაც გაუმჯობესდა, არასრულწლოვნებში აბორტის გაკეთების მაჩვენებელია, ანუ ბავშვებმა (ჰო, ბავშვებმა) თავის დაცვა ისწავლეს.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, გეტყვით, რომ საქართველოში აბორტების რაოდენობის სტატისტიკა არსებობს და ის წელიწადში დაახლოებით 25 ათასია. ანუ, წლის განმავლობაში 25 ათას სიცოცხლეს ვიმეტებთ სასიკვდილოდ და, ვისაც ჰგონია, რომ თუნდაც ერთი კვირის ნაყოფი ადამიანის სიცოცხლე არ არის, სჯობს, კარგად გაერკვეს ადამიანის ანატომიაში და ჩანასახის გულისცემას ერთხელ მაინც მოუსმინოს. ცუდი კიდევ ის არის, რომ ამ 25 ათასში არცთუ მცირე წილი არასრულწლოვნებს უდევთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ არასრულწლოვანთა გათხოვების რაოდენობაც არ არის მცირე. მართალია, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა საქართველოში, რის გამოც ასე თუ ისე არასრულწლოვნებზე ქორწინების სტატისტიკა შემცირდა, მაგრამ იქნებ ამ მიმართულებით კანონი უფრო გამკაცრდეს და როგორმე აბორტის გაკეთება მოექცეს რეგულაციებში. ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, ის კი არ უნდა ვასწავლოთ, როგორ დაიწყონ ადრეულ ასაკში სექსუალური ცხოვრება უსაფრთხოდ და როგორ აირიდონ არასასურველი აბორტი, არამედ ის, რომ არასრულწლოვნისთვის სექსუალური ცხოვრების დაწყება დაუშვებელია; უნდა ვასწავლოთ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ფიქრიც და საფუძველიც სწორედ ოჯახის შექმნისკენ ჰქონდეთ მიმართული და არა სხვა რამისკენ.

ამ ყველაფერს კი იმიტომ ვამბობთ, რომ ჯერაც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან საქართველოს სკოლებში სექსუალური განათლების საგნის სწავლება. დღეს რასაც აპროტესტებენ იმავე ბელგიაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, ჩვენ შემოგვაქვს, ჩვენ ვამკვიდრებთ. ამ ქვეყნებმა, რომლებმაც ეს გზა გაიარეს და თქვეს, რომ არ ვარგა, ქვეყნებმა, რომლებსაც ვბაძავთ და დემოკრატიაში ვეჯიბრებით, უარი თქვეს ამ ყველაფერზე და ქუჩის აქციებით ცდილობენ ამ სიბინძურის ალაგმვას. სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ ის მშობლების მხარესაა. შტატებში ოფიციოზიც და მოსახლეობაც მიხვდა, რომ ბავშვებზე ექსპერიმეტნის ჩატარებამ არ გაამართლა; რომ არ შეიძლება, 10-12 წლის გოგო-ბიჭებს შიშველი სხეულები აჩვენო გაკვეთილზე და სასქესო ორგანოებზე ლექციების კურსი ჩაუტარო. ისინი მიხვდნენ, ჩვენ კი არ გვჯერა და იმ დანაღმულ ველზე, რომელზეც ევროპა და ამერიკა უკვე აფეთქდა, ჩვენც გვინდა გავლა. რაც მთავარია, ბავშვებით, ანუ საკუთარი მომავლით ვრისკავთ და ვრისკავთ ისე, რომ შედეგებზე გათვლას არ ვაკეთებთ.

თუ გახსოვთ, წლების წინათ საქართველოშიც დადგეს ანალოგიური წარმოდგენა, რომელშიც დედიშობილა ადამიანები სცენაზე დარბოდნენ. მართალია, მაშინ წარმოდგენაზე ბავშვების მიყვანა არ მოუთხოვიათ, მაგრამ, რომ არა საზოგადოების მძაფრი რეაქცია, ამასაც მოითხოვდნენ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, რატომ აპირებენ საქართველოში მორიგი ექსპერიმენტის ჩატარებას, ექსპერიმენტისა, რომელმაც ევროპასა და ამერიკაში არ გაამართლა და შედეგებიც ნახეს?! ალბათ, სხვა რამ უნდათ, გაიგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კბილებით არ შეეცდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი ამ თემის გატანას და უცხოელი პარტნიორების დახმარებით ამის პროპაგანდას არ დაიწყებდა. რომ არა უცხოელი ლობისტები, განათლების სამინისტროში, მშობლების ზეწოლით არაერთხელ დაბლოკილი თემა აღარ უნდა წამოწეულიყო, მაგრამ ყოველ წელს მიდის ამის განხილვა და ჯერჯერობით განათლების სამინისტრო ვერ ბედავს საბოლოოდ ბეჭედი დასვას და სექსუალური განათლება სკოლებში დაუშვას.

ჩვენი ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი განათლების სამინისტროს ამ საგნის რამდენიმე სკოლაში საპილოტე პროგრამად შეტანას სთხოვს. შეიტანენ ათამდე სკოლაში, შემდეგ იტყვიან, კატასტროფული არაფერი ხდებაო და შემდეგ ამ საგნის სწავლება მასობრივი და აუცილებელი იქნება. ჰო, აუცილებელი იქნება სექსუალური განათლება მაშინ, როცა აუცილებელი არ არის გოგებაშვილის “დედა ენა” და საგანი დირექტორთა კეთილ ნებაზე მიაგდეს.

ისე, ევროპის არაერთ ქვეყანაში არის ეროტიკული თეატრი, სადაც მსახიობები ლამის დედიშობილა დადიან და მაყურებელიც არ აკლიათ, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს ჩვენებები დახურულია და იქ არასრულწლოვნებს არ უშვებენ; მეორეც, ბევრგან ამან არ გაამართლა და, სადაც ამართლებს, კი აკეთებენ ფულს. სავარაუდოდ, ეს იყო მიზანი საქართველოში ჩამოსული ეროტიკული თეატრისა, მაგრამ იდეამ ფიასკო განიცადა. ახლა კი…

ახლა საქმე ისეა, რომ კვლავ საომარი გვაქვს ჩვენი შვილების მომავალი. იქნებ, ამ ყველაფრის პარალელურად, განათლების სამინისტრომ ისიც აგვიხსნას, რატომ მოატყუა სრულიად საქართველო და რატომ არ არის იაკობ გოგებაშვილისდედა ენასკოლებისთვის სავალდებულო? თვითონაც ხომ ნახეს, როგორი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ინიციატივას? მაგრამ ბოლომდე ვერ გარისკეს, ბოლომდე ვერ ქნეს, რომ წიგნი, რომელზეც ის თაობა გაიზარდა, რომელიც სწორედ ბევრ უმსგავსობას ებრძვის ხმალამოღებული, ყველა სკოლაში დაებრუნებინა. რაც ყველაზე საინტერესოა, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” შეძენა რეგიონებში პრობლემაა. მშობელს თუ სურს, რომ სხვა წიგნის პარალელურად შვილი გოგებაშვილისდედა ენასაცაზიაროს, არ გამოუვა, რადგან კიდევ ვიმეორებთ: რეგიონებში გოგებაშვილის წიგნს, პრაქტიკულად, ვერ იშოვით, არ იყიდება და იმიტომ. ესეც ერთგვარი ჩანაფიქრი გვგონია იმ ადამიანებისა, რომლებიც ყველაფერ ქართულს ებრძვიან.

კიდევ გავიმეორებთ: იმ ევროპამ და იმ ამერიკამ, რომლებსაც დემოკრატიით ვეტოლებით, რომლებსაც, პრაქტიკულად, ყველაფერში ვბაძავთ, უარი თქვეს ისეთ რამეზე, რომელმაც მათი შვილების მომავალზე უარყოფითი გავლენა იქონია; უარი თქვეს პროტესტით, უარი თქვეს სახელმწიფოს ჩარევითა და აკრძალვებით. ჩვენ კი მაინც ვცდილობთ, რომ ექსპერიმენტი ჩავატაროთ, მორიგი გრანტი მივიღოთ და ბავშვებს ვიმეტებთ პრინციპითხვალემ იფიქროს ხვალისა”.

ბესო ბარბაქაძე

P.S. აბორტის სრულიად აკრძალვა, სავარაუდოდ, არ გამოვა და უდიდესი პრობლემა იქნება, მაგრამ ამის მოქცევა რეგულაციებში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მერამდენედ უნდა გავიმეოროთ, რომ იმ დემოგრაფიული ტემპით, რომლითაც ახლა მივდივართ, საქართველოს გადაშენება ემუქრება და ეს დასკვნა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტატისტიკოსებს მაგიდაზე უდევთ.

2 COMMENTS

  1. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    ერის გადაშენება, თითონ მთავრობას “ჰკიდია”. ხალხი უძლურია ასეთი პრობლემის გადასაჭრელად. ხალხმა რა უნდა გააკეთოს. მაგისთვის მოკლეს ზვიადი.

  2. ციტატა ”განათლების სამინისტრომ ისიც აგვიხსნას, რატომ მოატყუა სრულიად საქართველო და რატომ არ არის იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” სკოლებისთვის სავალდებულო?”

    იმიტომ არ შეიტანეს რომ, ი. გოგებაშვილის ,,დედა ენა” ბავშვისთვის არის სულის საზრდო, ზნეობისა და წიგნიერების საწყისი. მაგრამ ჩვენ ხო უწიგნური და უზნეოები უნდა ვიყოთ?? ამიტო მოათრიეს ბიძინა რო დანერგოს ყოველგვარი უბედურება სახელმწიფოში. ამ ყველაფრის შემომქმედი ანუ (ბიძინას შემომქმედი) არის ჯორჯ სოროსი. ბიძინა კი თავის მხრივ ყველაფერს ისე აკეთებს როგორც იმას გაუხარდება. აი ასეა სათავიდან იწყება ყველაფერი და ეს სათავე არის გახრწნილი, ბოროტი და არაამქვეყნიური ვნებებით შეპყრობილი. ამოვძირკვოთ სათავე და მერე ყველაფერი გასწორდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here