94 წლისა გარდაიცვალა ლეგენდარული საბჭოთა ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი, საბჭოთა ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის ვარსკვლავი მელორ სტურუა.
ჟურნალისტის ვაჟის, ანდრია სტურუას, განცხადებით, მამამისი გარდაიცვალა აშშ-ში, მინეაპოლისში, მაგრამ მოსკოვში დაკრძალავენ.
მელორ სტურუა 1928 წლის 10 აპრილს დაიბადა თბილისში. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ჟურნალისტური კარიერა დაიწყო გაზეთ “იზვესტიაში”. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა კორესპონდენტად ლონდონსა და ვაშინგტონში, ჩამორთმეული აქვს ინტერვიუ აშშ-ის პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერისთვის. იყო აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის თანამშრომელი.