Home რუბრიკები საზოგადოება განათლება განათლების გარეშე ანუ რატომ ვერ ეღირსა საქართველოს განათლების სისტემა ნორმალურ მინისტრს

განათლება განათლების გარეშე ანუ რატომ ვერ ეღირსა საქართველოს განათლების სისტემა ნორმალურ მინისტრს

განათლება

გსურს, დაამარცხო მტერი? _ აღზარდე მისი შვილები!

აღმოსავლური სიბრძნე

დამოუკიდებლობის გამოცხადების (და არა მოპოვების) შემდეგ საქართველოში .. დასავლური დემოკრატიული ფასეულობების დანერგვასთან ერთად, დახვეწილი მეთოდებით (ზოგჯერ დაუფარავად, ზოგჯერ შეფარვით) დაიწყო ბრძოლა ქრისტიანული ეთიკის, ეროვნული ტრადიციების, კულტურისა და განათლების წინააღმდეგ. ნეიროლინგვისტური ფსიქოლოგიის სპეციალისტთა აზრით, ერთერთი ასეთი მეთოდია ქცევითი, ანუბიხევიორისტული ომი” (ეს არის ომის არამომაკვდინებელი ტიპი, რომლის მიზანია ადამიანის ქცევების შეცვლა სხვადასხვა მეთოდით), რომელიც შეიძლება იყოს შეუმჩნეველი, სასიამოვნოც კი. ამ მეთოდით ადამიანს აყენებენ არჩევანის წინაშე და უბიძგებენ, .. მართებული გადაწყვეტილებისკენ, ანუ ზემოქმედებენ განათლებაზე, აღზრდაზე მომავალი თაობისა, რომლის ინტელექტუალურ განვითარებასა და ზნეობრივ ფასეულობებზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.

ახალი ადამიანის შესაქმნელად საჭიროა განათლების სისტემის ძირფესვიანად შეცვლა. და რა აყალიბებს საბაზისო ფასეულობებს, ქცევების სტერეოტიპებს, ცხოვრების ნორმებს? _ რელიგია და განათლების სისტემა. სწორედ ამიტომ არის დასავლეთისთვის მართლმადიდებლობა #1, ხოლო კარგი ტრადიციული განათლება #2 მტერი.

რობერტ ლეი, ფილოსოფოსი, გერმანიის მესამე რეიხის მაღალჩინოსანი, ადოლფ ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის წევრი, ამბობდა: “ინოვაციები ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია. უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, ექსპერიმენტების ეგიდით, გაბედულად დაარტყით…” უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის რეფორმა და, რაც დრო გადის, სულ უფრო სარწმუნოა თვალსაზრისი, რომ ეს რეფორმა კარგა ხნის წინათ მომზადდა გერმანელი ფაშისტების გეგმა “ოსტის” მიხედვით, რომელიც დაპყრობილ ქვეყნებში, განათლებისა და კულტურის ნგრევასთან ერთად, ითვალისწინებდა მოსახლეობის შემცირებას იძულებითი მძიმე სამუშაოების შესრულებით ან შიმშილით. ცნობილია, რომ ამერიკის დაზვერვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყენებდა გერმანიის დაზვერვის მიერ აღმოსავლეთის ფრონტისთვის შემუშავებულ გეგმას. ისიც ცნობილია, რომ სწორედ აღმოსავლეთის ფრონტის დაზვერვის სამსახურის იმჟამინდელი შეფის, 1945 წელს ამერიკელთა მხარეს გადასული რეინჰარდ გელენის მოსაზრების გათვალისწინებით შეიქმნა 1947 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. ექსპერტთა აზრით, ის, რის განხორციელებასაც დღეს ცდილობს დასავლეთი და მისი დაქირავებულები საქართველოში, ძალიან ჰგავს ზემოხსენებულ გერმანელთა გეგმა “ოსტის” დეტალებს.

თუმცა დღეს ამოქმედებულია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ადრე არ იყო. და ადამიანების დეზორიენტაციას ამ უახლესი ტექნოლოგიებით ცდილობენ, მაგრამ განათლების ე.წ. რეფორმას ისეთი დამანგრეველი შედეგები მოაქვს, პოლიტიკისგან შორს მდგომი ბევრი ადამიანი ხვდება, რომ ლაპარაკია ადამიანის განათლების სერიოზულ გარდაქმნაზე, მისი მენტალიტეტის შეცვლაზე და არა, უბრალოდ, განათლების რეფორმაზე, ხოლო პოლიტიკაში ჩართული ადამიანები ან მონაწილეობენ ამ პროცესში, ან სწამთ, რომ ასეთი უნდა იყოს ახალი მსოფლიო. ანუ ვიღაც შეგნებულად მონაწილეობს პროცესში და იცის, რომ ეს პროცესი განადგურებისკენაა მიმართული; ვიღაც კი ფიქრობს, რომ ადამიანი მხოლოდ ასეთი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კულტურას, სულიერებას ნაზიარები ადამიანის მენტალიტეტის ერთბაშად გარდაქმნა საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა დასავლეთისა და მათი ემისრებისთვის, ამიტომ “რეფორმების” პროცესი ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად მიმდინარეობს, აგერ უკვე 2 ათეულ წელზე მეტია.

ამ პროცესის შემადგენელი ნაწილებია პასპორტიდან ეროვნების გრაფის ამოღება, სკოლებში დედაენის, ქართული ლიტერატურისა და გრამატიკის სახელმძღვანელოების გადაკეთება, გააფთრებული შეტევა მართლმადიდებლობაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონი, ნარკოტიკების გამოყენების ლეგალიზება, თავგამოდებით ყვირილი .. გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახში ძალადობასა და ლგბტთა უფლებების დაცვაზე, სკოლებში სექსუალური აღზრდის სწავლების მცდელობათუმცა რაღა მცდელობა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 15 მაისს საქართველოს განათლების სამინისტრომ გაეროს სამ ფონდთან მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით, ქართული სკოლების სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი იქნება გენდერული (ლგბტ) თანასწორობა და რეპროდუქციული (სექსუალური) განათლება (წყარო zneoba.ge).

წლების განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემის ე.წ. რეფორმამ, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობდა ხელისუფლების სათავეში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის პერიოდში, სავალალო შედეგები გამოიღო: 2013 წელს პედაგოგთა დიდმა ნაწილმა სასერტიფიკაციო გამოცდების ზღვარი ვერ გადალახა.

“არც ისე სახარბიელო შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ნაკლებად ჩანს სახელმწიფოს ზრუნვა პედაგოგებზე: მათემატიკაში პედაგოგთა 86-მა პროცენტმა ვერ გადალახა ბარიერი, სამოქალაქო განათლებაში _ 82,6%-მა, ქიმიაში _ 91%-მა, ბიოლოგიაში _ 77%-მა, სახვით ხელოვნებაში _ 74%-მა, ფიზიკაში _ 96%-მა, ისტორიაში _ 57,2%, გეოგრაფიაში 49%-მა”, _ განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 2013 წელს.

აი, რას ამბობდა სკოლებში სწავლების დონეზე არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს განათლების ლიგის” ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი:

“რთული მდგომარეობაა, ბავშვებმა ოთხი კლასის მათემატიკის მასალაც კი არ იციან. მერვე, მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეებთან ურთიერთობა მაქვს და რომელი ფიზიკა-ქიმიის ცოდნაზეა საუბარი (თავად ქიმიკოსი ვარ). ელემენტარულ მათემატიკაზე რომ მიდგება საქმე, მტრისას, შედეგით გაოგნებული ვარ. ამათ ხომ ყველა საგნის სწავლების შინაარსი შეცვალეს, თუნდაც მათემატიკა საოცრად დამახინჯებულია. დაწყებითი პროგრამები და სახელმძღვანელოები მთლიანად შესაცვლელია ბავშვი 24 საათი კომპიუტერთან ან ტელეფონთან ზის, გაკვეთილებზეც კი ჩართული აქვს, თამაშობენ და, საერთოდ, გამოშტერდა ტექნიკით მთელი თაობა; დიდი თუ პატარა, ყველა თამაშობს, წიგნთან არავინ ჯდება და არავინ კითხულობს. თუ არ წაიკითხე, ნორმალურად კითხვასაც ვერ ისწავლი, ამიტომაც არის, რომ დღევანდელი მოსწავლეების უმეტესობა დამარცვლით კითხულობს. თუ კითხვა არ იცი, წერა საიდან გეცოდინება?!”

სწორედ იმის გამო, რომ წიგნს იშვიათად კითხულობენ, კატასტროფულად ღარიბულია ქართველი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის ლექსიკა. ამაზე მიუთითებს მეტყველებისას ისეთი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება, როგორიცაა “შეურაწყოფა მიაყენა” (ზოგი “შეურაწყოპას”-აც ამბობს და წერს), ნაცვლად სიტყვისა “შეურაცხყო”; “აფსურდული” _ ნაცვლად “აბსურდულისა”; “აფსოლიტური”, ნაცვლად “აბსოლუტურისა”; “რესპონდენტთან განახორციელა ზარი”, “დარეკა”-ს ნაცვლად; “გადარჩა გატანილ გოლს” (გოლი კარში გატანილი ბურთია და “გაუტანელი” ვერ იქნება), “აზრი დააფიქსირა” (გამოხატას ნაცვლად); “ამასთან დაკავშირებით”, “იმასთან დაკავშირებით” და სხვ. სწორედ ამიტომ დაწერა გამოცდაზე ერთმა აბიტურიენტმა: “გრიგოლ ღვთისმშობელი”, მეორემ _ “ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი”, ნიშნავს იმას, რომ “ჩვენ უნდა ჩავერიოთ ევროპულ ინტეგრაციაში”. ამასთანავე, ე.წ. ძალიან განათლებულები ცდილობენ, დაამკვიდრონ ისეთი სიტყვები, როგორიცაა “სენსიტიური” (მგრძნობიარე, სათუთი, მტკივნეული), “ივენთი” (ღონისძიება), “ფრენდი” (მეგობარი), “ფართი” (წვეულება), “კრეატიული” (შემოქმედებითი), “ფანდრაიზინგი” (ნებაყოფლობითი შემოწირულობა) და სხვ.

2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის საქართველო 37-ე ადგილზეა. უკეთესი შედეგები არც სხვა ასაკობრივ ჯგუფებშია _ ბოლო პოზიციებს ვინაწილებთ აფრიკის ქვეყნებთან. საქართველო სასკოლო განათლების დონით მსოფლიოს ქვეყნებს შორის აუტსაიდერთა შორისაა.

არადა, განათლების ამჟამინდელი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალგაზრდებს არა წიგნის კითხვისა და ღრმა ცოდნისკენ, არამედ “დაგუგვლისკენ” მოუწოდებს. საერთო ჯამში, ყველაფერი ახალი, რაც ქართული განათლების სისტემის “მამებმა” დასავლეთიდან გადმოიღეს, დამანგრეველი აღმოჩნდა.

განათლების სისტემისრეფორმისშედეგი ნათლად გამოჩნდა 2017 წელს, როცა სკოლის გამოსაშვები გამოცდები 48 434 მოსწავლიდან 12803-მა ვერ ჩააბარა, ხოლო დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა.

არასახარბიელო ვითარებაა უმაღლეს სასწავლებლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი უნივერსიტეტია და, მათ შორის, პრესტიჟულად ითვლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, GIPA _ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ სასწავლებლებიდან მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის, არათუ ასეულში, შვიდას საუკეთესოშიც კი ვერ ხვდება ვერც ერთი.

ჟურნალთაიმსისმსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის სარეიტინგო სიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 801- ადგილზეა.

Times Higher Education The warld university rankings-ის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2016-2017 წლების სარეიტინგო სია ასეთია:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
  2. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ);
  3. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ);
  4. კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
  5. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ);
  6. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ);
  7. პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ);
  8. ლონდონის იმპერიული კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი);
  9. შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი (ციურიხი, შვეიცარია);
  10. კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში (აშშ).

აღსანიშნავია, რომ ამ სარეიტინგო სიაში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 200 უნივერსიტეტია ჩამოთვლილი, ვერ ნახავთ სასწავლებლებს აღმოსავლეთი ევროპის იმ ქვეყნებისა, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინათ “გულში ჩაიხუტა” ევროკავშირმა და ნატომ. არადა, თავის დროზე სწავლების მაღალი დონით განთქმული იყო პრაღის (ჩეხეთი) ტექნიკური უნივერსიტეტი, ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტი, ტარტუს (ესტონეთი), ვილნიუსის (ლატვია), ბუდაპეშტის (უნგრეთი), ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, კიევის (უკრაინა) უნივერსიტეტები. ერთადერთი მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასე თუ ისე შეინარჩუნა ძველი პრესტიჟი (ეს უნივერსიტეტი აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში პირველია), თუმცა მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ასეულში ვერ ხვდება.

კარიკატურა

დღეს განათლების სფერო დაპირისპირების მთავარი მოედანია და ამერიკული უნივერსიტეტები ამ დაპირისპირებაში წამყვან როლს თამაშობენ. სწორედ ამერიკულ უნივერსიტეტებში შეიმუშავებენ ცნობიერების გარდაქმნის ისეთ პროგრამებს, რომლებიც შემდეგ ინერგება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ეს არის მოზარდი თაობის ცნობიერების ტოტალურად გარდაქმნის, ფაქტობრივად, ახალი ადამიანის ჩამოყალიბების პროგრამები, რადგან ერთია ეროვნულ ტრადიციებსა და ეროვნულ ფასეულობზე, ფოლკლორზე, სიმღერებზე, ცეკვებზე, ფილმებზე, ლიტერატურაზე აღზრდილი ახალგაზრდებისა და ზრდასრულების ცნობიერების, მენტალიტეტის გარდაქმნა, და მეორე _ შეცვლა სკოლის ან სკოლამდელი ბავშვებისა, რომლებიც დაახლოებით 10-12 წლის შემდეგ ადვილი სამართავები იქნებიან.

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ რომ არის მართული, მიუთითებს ისიც, რომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს, წლებია, საქმის მცოდნე, მომავალი თაობის სწორად აღზრდაზე ორიენტირებული, პატრიოტი და, რაც მთავარია, განათლებული ხელმძღვანელი არ ჰყოლია. საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას, პოლიტელიტას, რომლის წარმომადგენელთა შვილები, ძირითადად, უცხოეთში იღებენ განათლებას, არასოდეს უფიქრია, განათლების მინისტრად დაენიშნა ამ სფეროსთვის მართლაც შესაფერისი პიროვნება. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 15 წელიწადი საქართველოს ნორმალური განათლების მინისტრი არ ეღირსა.

აი ეს მინისტრებიც: ნაციონალი ალექსანდრე ლომაია (2004-2007 წწ), რომელმაც ტელეკამერების წინ დაფაზე სიტყვა “ბავშვი” ვერ დაწერა; გია ნოდია (2008 წ) _ არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ფრაზები: “ნოდარ დუმბაძე იყო კრიმინალური გაგების”; “დათა თუთაშხია” ძალიან სუსტი რომანია; “კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, საერთოდ, არ მესმის”; ნიკა გვარამია (2009 წ) _ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსახური, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი; დიმიტრი შაშკინი (2009 2012) _ კიდევ ერთი პირწავარდნილი ნაციონალი; ხატია დეკანოიძე (2012 წ.) მიხეილ სააკაშვილის ძმის ცოლყოფილი, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი უფროსი; გიორგი მარგველაშვილი (2012-2013 წწ) _ “ქსლის მბეჭველი”, “მდიდარი სექსის მქონე”, ამჟამად “პლასტელინი პრეზიდენტი”; “თოჯინა” თამარ სანიკიძე (2013-2016 წწ) და ალექსანდრე ჯეჯელავა (2016 წლიდან დღემდე) _ სოროსის ფონდის ყოფილი თანამშრომელი, “ტრანსფორმაციული ტრენერი” (ასე წერია “დაგუგვლის” შედეგად მოძიებულ მის ბიოგრაფიაში), რომელმაც მინისტრობა ქართულ ზღაპრებთან და ლექსებთან ბრძოლით დაიწყო.

უცხო ძალების მიერ თავსმოხვეული რეფორმებისა და ამ ადამიანების “მოღვაწეობის” შედეგად საქართველოში ფესვები მყარად გაიდგა უცხოურისადმი მეტისმეტმა სიყვარულმა, ზერელობამ, წიგნის უარყოფამ, შედეგად _ უვიცობამ, გაუნათლებლობამ. სწორედ გაუნათლებლობის შედეგია ის, რაც გვჭირს _ სიდუხჭირე, უმუშევრობა, უცხოელისადმი მონური მორჩილება, ეროვნული ტრადიციების დაკნინება-უარყოფა.

ადამიანს განათლება სჭირდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფული გამოიმუშაოს, არამედ იმისთვისაც, რომ გაითვითცნობიეროს, ვინ არის ის სინამდვილეში, რა არის მისი ცხოვრების რეალური მიზნები და როგორი უნდა იყოს მათი მიღწევის მეთოდები. სწორი განათლება ადამიანს დააყენებს ნამდვილი განვითარების გზაზე.

ღირსეული ქვეყნის აშენება კი მხოლოდ განათლებულ და პატრიოტ ადამიანებს შეუძლიათ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი განათლების სისტემის ძირფესვიანი გარდაქმნა, რადგან, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამცთუ სვებედი მომავალი თაობისა, არამედ სვებედი თვით ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავალი თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქნება”.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here