Home რუბრიკები საზოგადოება გამჟღავნებული ვერაგობა

გამჟღავნებული ვერაგობა

3222
გამჟღავნებული ვერაგობა

ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასია სიცოცხლე, რომელიც ერთხელ ეძლევა, უფლისმიერი ზნეკეთილობით შემკული, სატანა დაბადებიდან რომ მისდევს და ცდილობს, მოუწამლოს სიყვარული სიძულვილით, სიკეთე _ ბოროტებით, ერთგულება _ ღალატით, მადლიერება _ უმადურობით, რასაც არცთუ იშვიათად ახერხებს.

ვის შეეძლო, ეფიქრა, რომ ქართველთა ამაყი ყოფა ნატოს წევრობისა და ევროპელად გადაქცევის სამარცხვინო მათხოვრობამდე დაკნინდებოდა?!

თურმე ჩვენ ევროპულ ოჯახში ვბრუნდებით. როდის ვიყავით ევროპული ოჯახის წევრები: იქნებ მაშინ, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-სთან დახმარების სათხოვნელად მისული სულხანსაბა ორბელიანი რომ გამოაპანღურეს; ან ინდულგენციებით თაღლითობისა და საშინელი ინკვიზიციის სამარცხვინო განუკითხაობის მძვინვარებისას? არც მაშინ ვყოფილვართ ევროპელები, როცა ავანტიურისტები, თაღლითები და ყველა ჯურის ნაძირალები რომ შეესივნენ ამერიკას და ინდიელები გაჟუჟეს. მანამდე კაცობრიობას ადამიანთა წამებით მოსპობის რა სახის მხეცობა არ ახსოვს, მაგრამ ინდიელი ბავშვების თავიდან ახეული სკალპისთვის ფულის გადახდით, საზარლად დახვეწილი გენოციდით მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ იამაყონ, ისევე, როგორც იაპონიის ორი ქალაქის მოსახლეობის ატომურ ცეცხლზე შეწვით და ამის შემსრულებლების გმირად გამოცხადებით. ამერიკელებს თბილისი ატომური დაბომბვის სიაში ჰქონდათ შეტანილი და, სტალინს საბჭოთა კავშირშიც რომ არ შეექმნა ამგვარი ბომბი, ამერიკელებს განზრახულის შესასრულებლად ხელი არ აუკანკალდებოდათ.

ზოგიერთი პოლიტიკოსად შეთხიპნილი ღამურა ქართველის ლიქნით გაპოხილი ნაბოდვარით, თურმე ქართული კულტურა ძალიან ახლოსაა ამერიკულთან. ამერიკელთა ისტორია 250 წელსაც არ ითვლის. მანამდე ქართული კულტურა ელოდა ევროპული ავანტიურისტების ამერიკულად მოზელას, რათა მას დამსგავსებოდა თუ ახლა გადაკეთდა, რაც მის სასაცილო სტრატეგიულ პარტნიორობას იბრალებენ სატანის ბოდვას აყოლილები?

იქნებ მაშინ ვიყავით ევროპელები, ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად აჯაგრულმა ჯვაროსნებმა მართლმადიდებელი ქრისტიანობის ბურჯი კონსტანტინოპოლი რომ გაანადგურეს ხუთჯვრიანი დროშების ფრიალით; ჩვენც, ალბათ, იქ ვბრუნდებით, რადგან ამ დროშებს ვაფრიალებთ. რა ვუყოთ, სიმართლის სიცრუით ჩანაცვლებაც ხომ სატანისტური ოინბაზობაა.

ასევე სატანისტური ოინბაზობაა ადამიანის მადლიერების გრძნობიდან განძარცვა და უმადურობითა და სიძულვილით გაბოროტება. მაშ, რა უნდა ეწოდოს ერის თვითგვემამდე მიყვანილ გაუცხოვებას რუსეთის მიმართ?!

ქართველი ხალხი უმადური არ არის. მას რუსებთან ძმობისა და მეგობრობის რწმენა ამ საშინელ განუკითხაობაშიც მომავლის იმედით უნთია. სწორედ რუსეთია ასე რომ აფრთხობს ქართველი ხალხის მოსასპობგადასაჯიშებლად ევროატლანტიკურიპარტნიორებისმიერ დასეულ გათავხედებულ სატანისტებს.

როცა ქართველ ფეოდალთა მიერ ერთმანეთთან ძიძგილაობაში სამთავროებად და სამეფოებად დაქუცმაცებული და უცხოელი მტაცებლების მიერ დატაცებულდაგლეჯილი საქართველო სულს ღაფავდა, მისი გაერთიანებისა და შველის პატარა იმედიც არ კიაფობდა, ვინ მოვიდა საშველად?! ვინ გამოსტაცა მტაცებლებს ახალციხე, ახალქალაქი, ვინ დაუბრუნა საქართველოს აჭარა ბათუმიანად? და დღეს ვინ ცდილობს მის კვლავ მიტაცებას?!

მუხთალი უმეცრებისთვის ამის ცოდნა სულაც არ არის საჭირო, ან ცოდნა რაში სჭირდებათ, როცა იმის მტკიცება და ყვირილი ევალებათ, როგორი სიცრუითაც გამოაძღებენ სატანის ბოდვის სამზარეულოში. საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსეთში ყველაზე მეგობრულად და ძმურად ერთმორწმუნე ქართველები ჰყავდათ მიღებული, ის სითბო და სიყვარული დღემდე ვერ მოუსპიათ სატანის ბოდვას აყოლილებს.

გაქრობის გზაზე მდგარი ქართველი ერი რუსეთის მფარველობით გაერთიანდა, გამრავლდა, გამძლავრდა და ინდუსტრიულაგრარული რესპუბლიკა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში ჩადგა. ქართველი ხალხის უბედურების გზაზე შეყენება უძღებ უმეცართა უმადურობის სამსალით მოწამლული ტვინით ბოდვის შედეგია.

ამხელა ქვეყანაში ოჯახის წევრად ვითვლებოდით და ევროპელებივით დეპორტაციით არ გვემუქრებოდნენ. დოტაციებით ისე გვანებივრებდნენ, რომ რუსები საქართველოდან თავიანთ ოჯახებში ამანათებით აგზავნიდნენ იმ პროდუქტებს, რუსეთში რომ იწარმოებოდა და ჩვენთან ბევრი იყო.

სატანის ზეიმი საქართველოში “ძირს იმპერიის” ღრიალით დაიწყო, რკინიგზაზე რომ ჩამოსხდნენ და სახალხო მეურნეობისათვის ესოდენი საჭირო ტვირთით დატვირთული მატარებლები არ გამოუშვეს ამ დონ კიხოტებმა. ეს იყო რუსეთის დანგრევის მცდელობად მონათლული საქართველოსთვის მაცოცხლებელი ძარღვის გადაჭრა.

რომელი სასიკეთოდ მოაზროვნე ტვინი იფიქრებდა საქართველოს უბედურების, შევარდნაძის მეორედ მობრუნებას, კომუნისტების პერიოდში რუსეთის ბაზრებში ქართველებს რომ დასდევდა სპეკულიანტობის დაბრალებით სახელის გასატეხად? მოსკოვში ბებერ პოლიტბიუროს წევრებთან ლიქნით თავს იწონებდა: ქართველები საკავშირო მინისტრებს ქრთამავენ და ზედმეტ ფონდებს იღებენო; საქართველოში ხომ მიწერების, თვალთმაქცობის, ყალბი პომპეზურობისა და ადამიანების უბედურების ქარბუქი დაატრიალა.

ამ მეორედ მოსვლით დაიწყო სახალხო მეურნეობის საშინელი განადგურება, აფხაზეთის ავანტიურა და სამეგრელოს საზარელი აწიოკება, საქართველოს კუთხეების ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა და ყველა ჯურის ავაზაკთა შეუბრალებელი პარპაში. შემდეგ კი საქართველოს ამ მაოხარმა გზირმა ბოდვით გადაგვარებული ვერაგი სატანისტების ხროვა დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” სახით, რომელიც ისედაც გაწამებულ ქართველ ხალხს საზარელ უბედურებად ექცა. ამ სატანისტების გნიასი კი დღემდე არ ცხრება.

ვის ან რას უნდა ემსახურებოდეს მაკეინის ფონდი. ჯონ მაკეინი ვიეტნამის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა და მომწამლავ ნივთიერებებს ასხამდა თვითმფრინავიდან, ძირს ჩამოგდებული ვიეტნამელებმა კინწისკვრით წაიყვანეს და შეშინებულს პისტოლეტი კი არა, თაგვის სორო ჰქონდა საძებარი; სააკაშვილმა კი მაკეინს ვიეტნამში დაკარგული პისტოლეტი აჩუქა, მისი გმირობის მოწონების ნიშნად.

ვის შეიძლებოდა, ამ ფონდის სახელით საქართველოში სატანისტთა კონფერენციის მსგავსი შეკრება მოეწვია, თუ არა ჯანმრთელი ქართული ორგანიზმიდან ვერგამორწყულ ფურუნკულს _ გიგა ბოკერიას. ამ შეკრებაზე მიწვეული იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსანი უცხოელები. ჩათვალეს, რომ ქართველი ხალხი ისე დააძაბუნეს, დადგა დრო, დიდი ხნით შენიღბული ვერაგობის გამჟღავნებისა, ნატოში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე შესვლის შესახებ; ეგეც თქვენი ნატო!

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი ამ მუხთლობის იმედით ირწმუნებოდა, ნატოში შეხვალთო? ნაციონალები და მათი მსგავსი სატანის ყველა მსახური, ნატოში კი არა, იმის იქითაც არიან, ნატოელებზე გაცილებით დიდი სამხედრო კონტიგენტით მათ საქმიანობაში მონაწილეობით. ნატოსა და დასავლელებს საქართველო დანაწევრებული და ჭეშმარიტი მამულიშვილური მადლისაგან გაძარცვული ქართველები სჭირდებათ, რათა რუსეთის წინააღმდეგ ღვარძლის ნთხევაში პრობლემები არ ჰქონდეთ.

ამიტომაა, ასე გულუხვად დაფინანსებული, ხვავრიელად მომრავლებული მეხუთე კოლონა სავსე ნაციონალებით, მათი მსგავსი პარტიებითა და არასამთავროებად წოდებული მოლაყბენით; უძღები მედროვე მაღალჩინოსნები ნატოსა და ევროპაში ინტეგრაციაზე ქაქანით ქართველ ხალხს მოუსავლეთისკენ ექაჩებიან.

რომელ ნატოში შეძრომა უნდათ სატანის როკვას აყოლილებს, რომელმაც სერბეთს ბომბების სეტყვა დააყარა, მისი დაშლა-დაქუცმაცება კი დემოკრატიად და ხალხებზე ზრუნვად მონათლა? კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების მოხრჩობას ვერ ხედავენ? ან თავიანთ ინტერესებზე მორგებული ჰააგის ტრიბუნალი რომ შექმნეს სერბ პატრიოტებზე საკუთარი ცოდვების გადასაბრალებლად? სასაცილო, ყალბი ბრალდებებით ერაყის დამაქცევარ ბუშს ვერ ხედავენ? ეს ის ნატოა, მის მიერ ჩადენილი ყოველგვარი ძალადობა და უკანონობა დემოკრატიად და ხალხებზე ზრუნვად რომ საღდება. ამიტომაც ისტორიას ისეთივე სამარცხვინო ლაქად შემორჩება, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანობის მაოხარი ჯვაროსნები. დემოკრატიის საფრთხობელა ევროატლანტიკური რვაფეხაც თავის ყველა ძალადობაზე დამყარებულ პროვოკაციას დემოკრატიისათვის თავდადებად ასაღებს, რაც ჭეშმარიტების ქურაში დანაშაულად და სირცხვილად ბოლავს.

რა გათავხედებული და თვითდაჯერებულები უნდა იყვნენ ევროამერიკული დემოკრატიის მსახური ყოფილი მაღალჩინოსნები, რომ თავიანთი ლაქიების, “ევროპულ საქართველოდ” გადაღებილი ნაციონალების მიერ მოწვეულ რაღაც კონფერენციად წოდებულ თავყრილობაზე გვთავაზობდნენ საქართველოს დანაწევრებით ნატოში შესვლას. ჰგონიათ, რომ დაუდგათ დრო ადრე დაგეგმილი სიმუხთლის გამჟღავნებისა, რომ მათ მიერ ხელ-ფეხშეკრული ხელისუფლება ისე დაძაბუნდა, უპრობლემოდ შეცვლიან სატანის მსახური და ქვეყნის მოღალატე ნაცებით, რადგან ქართველებს აღარ შერჩათ ღირსეული მამულიშვილები.

ვინმე დევიდ კრამერს, როგორც ყველა მის მსგავს ამერიკელს, თავი სამყაროს ბატონ-პატრონად რომ მოაქვს, ბოკერიას სატანური ბოდვისთვის ღირსეული პასუხის გასაცემად მისულმა ირმა ინაშვილმა თავხედური საქციელისთვის ამაყად მოსთხოვა ბოდიშის მოხდა. ქართულ ენაზე ნათქვამი ეს მწარე წამალი ნათარგმნის მოსმენით გადააყლაპა და ამ შეყრილობის მონაწილეებს დაუმტიკიცა, რომ ქართული გენი სამშობლოს ინტერესების შეუპოვრად დამცველი ერის საამაყო მამულიშვილთაგან არ დაცლილა. სრულიად საქართველომ იხილა და მოისმინა დარბაზში, სადაც სატანისტები ბზუოდნენ და კრაზანებივით შემოსეოდნენ, ირმას ხმა, რომელიც ქართველი ერის შვებად და გამოსაფხიზლებლად რეკდა. ასეთ მამულიშვილებზე დადგება საქართველო.

ვეღარ გაიგეს, რომ ევროატლანტიკურიპარტნიორებისაქართველოს რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად იყენებენ და ამისათვის დაჩეხილდანაწევრებული და დამონებული საქართველო სჭირდებათ.

რუსეთთან მოლაპარაკებაზე საუბარი დაიწყეს იმ პირობებით, რომ გვერდით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეყოლებაო; აქედანვე ჩანს ამ ეგრეთ წოდებული მოლაპარაკების შედეგი, თანაც, როცა საქართველოში ზღვარგადასული ანტირუსული პროპაგანდა მძვინვარებს.

საქართველოს აღიარების და ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა რუსეთზე გადის, რასაც ასეთი გააფთრებით ეწინააღმდეგებიან სატანისტი ვაიქართველები.

საქართველო არ დაცლილა ჭეშმარიტი მამულიშვილებისგან და სამშობლოს აღორძინების გზაზე დაყენების იმედი სწორედ მათთვის ჩვეული შეუპოვრობით ბრძოლის მოლოდინშია.

გივი სომხიშვილი

მწერალი

5 COMMENTS

  1. სრული ჭეშმარიტება, მაგრამ, ვაი რომ არ უნდათ სიმართლის გაგება, ისე დააბრმავათ ამერიკულმა დოლარმა.

  2. სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ ამ ჯადოსნურ ბინძურ წრიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ აჯანყებით, ანუ რევოლუციით.

  3. სომხიშვილი რა გვარიცაა, გასაგებია. ახლა მინდა აი რა ვთქვა. მის ამ რუსეთის სადიდებელ ნაჩხიბში ვკითხულობთ (ვაკოპირებ) – “… საქართველოს აღიარების და ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა რუსეთზე გადის, რასაც ასეთი გააფთრებით ეწინააღმდეგებიან სატანისტი ვაიქართველები…”. მინდა ბ-ნ სომხისშვილს ვკითხო, – მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მისგან უაზროდ თქმულ ფრაზას – “საქართველოს აღიარების და ბედნიერი ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა რუსეთზე გადის …” არ ვემხრობი, რადგან რუსეთი(დღევანდელი რუსეთის ფედერაცია) თავად არაა ბედნიერი, ამდენად ვერც ქართულ სახელმწიფოს გააბედნიერებს იგი და ვერც ქართველ კაცს გამოუსწირებს დღევანდელ, აუტანელ ყოფას. ჰო და რა, ბატ-ი სომხისშვილი მზადაა პირადად მე მიწოდოს სატანისტი და ვაიქართველი? თუ ასეა, ველი მის აქ გამოხმაურებას, კერძოდ კი, თეთრზედ შავით მის მიერ მოწერილს, რომელშიაც ის მე მეტყვის შემდეგს: “დიახ, შენ, თენგიზ გრიგოლის-ძე ლობჟანიძევ, ხარ სატანისტი და ვაიქართველი”-ო… ველოდები ამ ინტერნეტელი მჩხიბავის გამოხმაურებას…
    თავად ინტერნეტ გაზეთის პატრონ-კოორდინატორებს. ნუ იზამთ იმას, რომ წაშალოთ ეს კომენტარი, არ გირჩევდით.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თენგიზ გრიგოლის-ძე ლობჟანიძე. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here