Home ახალი ამბები მსოფლიო გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა

გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა

1210

7-8 ივნისს გამართულ სანქტპეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა ფრიად საგულისხმო განცხადება გააკეთა: ბრეტონვუდსის და მისი შემცვლელი იამაიკის სავალუტო სისტემის შექმნის შემდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: გაჩნდა ახალი ეკონომიკური ცენტრები, გაიზარდა რეგიონული ვალუტების როლი.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ერთ დროს მსოფლიო სარეზერვო ვალუტიდან აშშ-ს დოლარი დღეს ემიტენტი ქვეყნის მსოფლიოზე ზეწოლის იარაღად იქცა. ეს აშშ-ს ფინანსური ხელმძღვანელების დიდი შეცდომაა, მათ თვითონვე გამოუთხარეს ძირი იმ უპირატესობას, რასაც დოლარი იძლეოდა. დოლარის მიმართ ნდობა აღარ არსებობს, ეს ვითარება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ცვლილებებს მოითხოვს, უნდა გადაიხედოს აშშ-ს დოლარის როლი, _ თქვა პუტინმა.

სი ძინპინი
სი ძინპინი

რუსეთის პრეზიდენტმა ეს განაცხადა ჩინეთის მეთაურის სი ძინპინის თანდასწრებით რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მიულერის კომისია ლაფში ჩაჯდა, თვითონ მიულერი კი გადადგა, ხოლო ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკისთვის რუსეთთან მეგობრობა სასურველია და დაიწყო მზადება ორი პრეზიდენტის შესახვედრად G-20-ის სამიტზე იაპონიაში.

მრავალი დამკვირვებლის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი მოასწავებს იმას, რომ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და სულ მალე საერთაშორისო ვაჭრობა აშშ-ის დოლარიდან  რეგიონულ ვალუტებზე გადავა.

საქართველოსთვის საჭირბოროტო თემა აქ არის ის, რომ როცა ეს მოხდება, მთელი სიმწვავით დაგვიდგება საკითხი: საიდან უნდა მოვიტანოთ, მაგალითად, ჩინური იუანი ან რუსული რუბლი, რომ საიმპორტო საქონელი შევიძინოთ? მთავრობამ ამაზე ახლავე უნდა დაიწყოს ფიქრი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here