საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე _ “რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში”, გამოკითხულთა 27% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 26% ხმას არ მისცემდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას _ გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას”, 9%-მა “პატრიოტთა ალიანსი” დაასახელა, 8%-მა კი _ “გირჩი”.
გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა პარტია “გაერთიანებულ საქართველოს”, 5%-მა “ლეიბორისტული პარტია” დაასახელა, 5-5%-მა _ “მოქალაქეები” და “ევროპული საქართველო”, 4%-მა _ პარტია “სამართლიანობისთვის”, 4%-მა _ პარტია “ლელო”, 2-2%-მა _ “სტრატეგია აღმაშენებელი” და რესპუბლიკური პარტია დაასახელა.
ipn.ge