Home რუბრიკები საზოგადოება გამოდით, თქვენი ჭირიმე!

გამოდით, თქვენი ჭირიმე!

1210
mamoebi

ღვთის მსახურნო, გაიარეთ აღმაშენებლის გამზირზე, რუსთაველზე, ლესელიძეზეერთი სიტყვით, სადაც დღეს ყველაზე მეტად აუცილებელია მართლმადიდებლური ლოცვების აღვლენა

მთავრობა გვარწმუნებს, რომ მარიხუანის კულტივაცია  რისკებს არ შექმნის და რომ “კანაფის მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში.

კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით,

* დაისჯება კანაფის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას;

* ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

* არასრულწლოვნის თანდასწრებით;

* სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

* არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში;

* სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის);

* სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ;

* დაისჯება არასრულწლოვნისთვის კანაფის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება ან კანაფის მოხმარებაზე დაყოლიება;

* გარკვეული პროფესიის ადამიანებს კანაფის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

აქედან გამომდინარე, ბევრი კითხვა გაჩნდა, მაგრამ საზოგადოება დააბნია იმან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთდროულად გვესაუბრება რეალიზაციის მიმართ მკაცრ პოლიტიკაზე და კანაფის კულტივაციის შესახებ.

მიზანი არის მხოლოდ სამედიცინო მიზნით დათესვამოყვანა, მხოლოდ ექსპორტზე გატანა, რასაც ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკა იცნობს და რასაც არც ერთი ამ განვითარებული ქვეყნის იმიჯი არ შეულახავს, _ ირწმუნება შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. _ საკმაოდ პროგრესული ნაბიჯია, რომელიც არც მოხმარებას ახალისებს, პირიქით, ამ ყველაფრის აღკვეთას გარკვეულწილად ხელს უწყობს, რომელიც არც საზოგადოებრივ წესრიგს უქმნის საფრთხეს, იმიტომ რომ, მკაცრად კონტროლირებადი საქმიანობაა და იმ შემთხვევაში, თუ ყველა უწყება თავის ფუნქციას ეფექტიანად შეასრულებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლის ნაწილში, ჩვენ მხოლოდ სარგებლის მიღება შეგვიძლია. მეტსაც გეტყვით: ეს არის საუკეთესო გზა, რომ მიღებული შემოსავლები გამოვიყენოთ სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის, მათ შორის ნარკოდამოკიდებული პირების მკურნალობისთვის და ასევე მძიმე დაავადებით დაავადებული პირების მკურნალობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რომლის რესურსიც დღეს რეალურად სახელმწიფოს არ გააჩნია”.

მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე არ თვლის და კანაფის მოყვანა არ მიაჩნია ქვეყნისთვის პროგრესულ ნაბიჯად. მინისტრის მოადგილეს ყველაზე კარგად მოეხსენება, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, როგორ ასრულებს “ყველა უწყება თავის ფუნქციას” და როგორ “პროგრესულ ნაბიჯებს” დგამს. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და საქართველოში კანაფის მოყვანის სიკეთეზე საუბარი ლამაზი ზღაპარია, რომელსაც მარიხუანით დაბოლებულები თუ დაიჯერებენ. ჩვენც დავიჯერებდით იმას, რომ ძალიან დიდ შემოსავლებზეა საუბარი, რომელიც ძალიან კარგი საქმეებისთვის და ქვეყნის სასიკეთოდ შეიძლება მისი გამოყენება… რომ არა ერთი “პატარა” ნიუანსი ამ განცხადებაში: “იმ შემთხვევაში, თუ ყველა უწყება თავის ფუნქციას ეფექტიანად შეასრულებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლის ნაწილშიო”.

გამოდის, როცა შსს ყველა უწყების მიერ დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებაზე და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს, თავადაც ეპარება ეჭვი თავისი ნათქვამის ჭეშმარიტებაში.

ხომ არ სჯობდა, ჯერ ამ “ცნობიერების ამაღლების მიმართულებით” ემუშავათ და მერე მარიხუანის ლეგალიზაციაზე?

საქართველოს ბუნებრივი რესურსების პატრონს  კანაფის მოყვანით გამდიდრება როგორ უნდა მოუვიდეს აზრად?! მტერი უნდა იყო შენი ქვეყნის, მისი კოლუმბიად გადაქცევა რომ მოინდომო! მაგრამ ერთად დადგება ერი და ბერი და არავის მისცემს უფლებას, ესკობარად იქცეს საქართველოში.

გამოდის, მთავარია, ფული იშოვო, მაგრამ რა გზით და რის ფასად, ამას არ აქვს მნიშვნელობა?!

ქართველი ერი შვილებს ასე არ ზრდიდა, ასე არ ასწავლიდა!

“ის ფული არ აიღო, გაგაფუჭებს და წაგახდენო”, _ უნებლიეთ შვილის მიერ დაჭრილი დათა თუთაშხიას ეს სიტყვები გაგახსენდება კაცს…

საქართველოს პატრიარქის აზრით, „რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი. ღმერთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას, იმათ არანაკლებად უყვარს, არანაკლებად სტკივა გული. იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი, მშვიდობით”.

ცნობისთვის: კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიაგირჩისწევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე კი შსს კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

15 სექტემბერის ღამეს კი საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი მსვლელობა სასულიერო პირებისა სამების ტაძრიდან თავისუფლების მოედნამდე. ღვთის მსახურთ მრევლიც შეუერთდა, ვინც კი გაიგო იმ შუაღამისას ამ მსვლელობის თაობაზე.

იქ არ ყოფილა მოწოდებები, ვინმეს ლანძღვაგინება და დადანაშაულება, რადგან იქ იყო ღმერთი, რომლის მიმართ ლოცვას აღავლენდა ერი და ბერი. თითქოს ჰაერიც გაიწმინდა, ადამიანთა სულებიცუფალმა განაგდო სატანა, ისევე, როგორც  სნეული მარიამ მაგდალინელისგან შვიდი ეშმაკი.

ამ ღამემ ცხადყო, რომ ღვთის მსახურთა ხალხში გამოსვლა ბევრად დიდ საქმეს გააკეთებს, ვიდრე მრევლთან მხოლოდ ეკლესიაში ქადაგება.

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: ღვთის მსახურნო, გამოდით, თქვენი ჭირიმე! გაიარეთ აღმაშენებლის გამზირზე, რუსთაველზე, ლესელიძეზეერთი სიტყვით, სადაც დღეს ყველაზე მეტად აუცილებელია მართლმადიდებლური ლოცვების აღვლენა.

ქრისტე ხომ ხალხში დადიოდა და მოაქცევდა ურწმუნოთ. გვჯერა, რომ მისი სახელით თქვენც ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ; გვჯერა, მართლმადიდებლური რწმენა ამჯერადაც გადაარჩენს საქართველოს, რამეთუ ქრისტე არის ხელმწიფეზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაიყოველთა დაბადებულთაისაუკუნოი მეუფეი დაჯერ არს სმენაი სიტყვათა მისთაი”(იოანე საბანისძე, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”).

დარეჯან ანდრიაძე

4 COMMENTS

  1. მეც იქ ვიყავი იმ ღამით. მართლაც საოცარი რამ ხდებოდა _ პირველად ვნახე, არავინ იგინებოდა და ილანძღებოდა, ყველა ერტად ლოცულობდა.

  2. vetanxmebit statiis avtors. modzgvrebi ar unda chaiketon eklesiebshi. mat xalshi unda iaron, gamovidnen, shemoudzaxon ers, da es tutuci da pulze gakiduli, sulcackmedili mtavroba , unda movishorot ertad. tu beri da eri ar gaertianda araperi eshveleba chvens dakceul da gaubedurebul sakartvelos.
    bolos da bolos martla pule unda gavikidot????

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here