Home რუბრიკები სპორტი გამარჯვება, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა

გამარჯვება, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა

1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისის “დინამომ” “ლივერპული” გაანადგურა

გამარჯვება, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა

40 წლის წინათ, 1979 წლის 3 ოქტომბერს, თბილისისდინამომქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა ბრწყინვალე გამარჯვება მსოფლიოში იმხანად (ახლაც _ 2018-2019 წლების სეზონშიც) უძლიერეს კლუბლივერპულზე”, რომელიც 1977-1978 წლების ჩემპიონთა თასის (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგის) გამარჯვებული იყო.

როცა 1979-1980 წლების ჩემპიონთა თასის კენჭისყრისას მეთექვსმეტედფინალში “ლივერპულს” თბილისის “დინამო” ერგო მეტოქედ, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა და ბრიტანული პრესა სიხარულს ვერ მალავდა. “ძალიან კმაყოფილები ვართ წილისყრით, თბილისის “დინამო” შეგვხვდა”, _ წერდა იმჟამინდელი ბრიტანული პრესა და, როდესაც “ლივერპულმა” პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩი 19 სექტემბერს შინ, “ეფილდზე” 2:1 მოიგო (30-ე წუთზე ჯონსონმა გახსნა ანგარიში, 37-ე წუთზე ჩივაძემ გაათანაბრა, ხოლო 45 წუთზე გამარჯვების გოლი კეისმა გაიტანა), ბევრს ეგონა, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ინგლისელები კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 3 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში ასე განადგურდებოდნენ.

1979 წლის 3 ოქტომბერს, წვიმიან დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის თბილისის “დინამოს” სტადიონზე (იმხანად ლენინის სახელობის) 90 ათასი მაყურებლის წინაშე გუნდები ასეთი შემადგენლობით წარდგნენ:

ყიფიანი, გაბელია, ჩივაძე
ყიფიანი, გაბელია, ჩივაძე

თბილისისდინამო”: ოთარ გაბელია, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.

სათადარიგოები: დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, დავით მუჯირი, რევაზ ჩელებაძე, ნუგზარ კაკილაშვილი.

მთ. მწვრთნელი _ ნოდარ ახალკაცი.

ლივერპულისლივერპული”: რეი კლემენსი, ფილ ნილი, კოლინ ირვინი, ფილ ტომპსონი, რეი კენედი, ალან ჰანსენი, კენი დალგლიში, ჯიმი კეისი (დევიდ ფეირკლაფი 77 წთ), დევით ჯონსონი, ტერი მაკდერმოტი, გარემ სუნესი.

სათადარიგოები: სტივენ ორგიზოვიჩი, ავი კოენი, ფრენკ მაკჰარვი, სტივენ ჰეიეკეი.

მთ. მწვრთნელი _ ბობ პეისლი.

მსაჯები: ჰაინც ალდინგერი (მთ), ჰორსტ იორი, ანტონ ულმი (ყველა _ გფრ).

აღსანიშნავია, რომ “ლივერპულის” შემადგენლობაში 6 ფეხბურთელი (კლემენსი, ნილი, ტომპსონი, ჯონსონი, მაკდერმიტი და კენედი) ინგლისის ნაკრების წამყვანი მოთამაშე იყო, ხოლო 3 (ჰანსენი, სუნესი, დალგლიში) _ შოტლანდიისა.

შეიძლება ითქვას, რომ იმჟამინდელი “ლივერპული” დიდი ბრიტანეთის ნაკრები იყო.

მანუჩარ მაჩაიძე
მანუჩარ მაჩაიძე

გოლები: გუცაევი (55); შენგელია (75), ჩივაძე (81, პენალტით).

1979 წლის 3 ოქტომბერს მატჩი იყო ის, რისთვისაც ეთაყვანებოდნენ ქართველი (და არა მხოლოდ) გულშემატკივრები თბილისის “დინამოს”.

აი როგორ იხსენებს ერთ-ერთი მონაწილე ოთარ გაბელია ამ დაუვიწყარ მატჩს გაზეთ “ლელოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:

“…თბილისური მატჩის დღეს კოკისპირულად წვიმდა. წვიმა ძალიან უყვართ ბრიტანელებს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენი დიდი გამარჯვება სწორედ იმ დღეს გამოიჭედა… რა გვითხრა თამაშის წინ ნოდარ ახალკაცმა? _ ერთადერთი, რაზეც ამახვილებდა ყურადღებას, იყო ის, რომ შეხვედრის განმავლობაში, როგორც უნდა ყოფილიყო ანგარიში, ყურადღება არ მოგვედუნებინა, წამითაც არ დაგვეკარგა კონცენტრაცია. რამ განაპირობა ეს მოგება? რა თქმა უნდა, ჩვენ სწორად ვითამაშეთ და დავჯაბნეთ ეს მართლაც დიდი გუნდი, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდებოდა, რომ არა გულშემატკივარი. ასეთი ქომაგობა მე არ მინახავს… “ლივერპული” რაღაც მომენტში დაიბნა. მათ კონცენტრაცია აღარ ეყოთ მეორე ტაიმში. ჯერ ვოვა გუცაევმა გახსნა ანგარიში, მერე რამაზ შენგელიამ დაამატა, წერტილი კი საშა ჩივაძემ დასვა თერთმეტმეტრიანით. წარმოიდგინეთ, ხალხი ტრიბუნების კიბეზე იჯდა და, აბა, რა უფლება გვქონდა, წაგვეგო?!

გოლების გარდა, ალბათ, ყველას ახსოვს გიორგი ჭიკაძის შესანიშნავი გარღვევა, რომელიც ასევე შემორჩება ფეხბურთის ისტორიას. ჩვენ ვხედავდით ინგლისელთა თვალებს. მათ დიდ გაოცებას _ თითქოს ვერც წარმოედგინათ, რა მოხდა”.

იმ დღეს თბილისელებმა ყველა დროის საუკეთესო “ლივერპული” გაანადგურეს. მთავარი მხოლოდ ანგარიში როდი იყო, დინამოელებმა გულშემატკივარი მოხიბლეს მძლავრი და მაღალტექნიკური თამაშით და მეტოქეს გამარჯვების შანსი არ დაუტოვეს.

როცა ბოლო ლივერპულელმა დატოვა მოედანი და გასახდელისკენ ხელაწეული და ტაშისცემით გაემართა, სტადიონზე მოსული 90 ათასი კაცი და მათთან ერთად სრულიად საქართველო ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ზეიმობდა. მინდორზე კი ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც მეტოქე ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნეს.

აი რას წერდა ბრიტანული პრესა მატჩის შემდგომ:

Dayli mirror-ი: “ლივერპული” გამარჯვებისთვის იბრძოდა, როგორც ჩემპიონს შეჰფერის, მაგრამ დამარცხდა უძლიერესთან…”

Dayli Telegraph-ი: “მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულელები მონდომებით ცდილობდნენ ქართველი ფეხბურთელების იერიშების შეჩერებას, ისინი იძულებული შეიქნენ, დაეთმოთ მეტოქისთვის, რომელიც მათ სჯობდა ტექნიკით…”

Dayli Mail-ი: “ლივერპული” ცდილობდა, მისთვის ჩვეული სტილით ეთამაშა, მაგრამ იგი გაანადგურეს ფეხბურთელებმა, რომლებიც საუცხოოდ თამაშობდნენ, განსაკუთრებით _ მეორე ტაიმში”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. 1981 წელს, როცა თბილისისდინამომთასების მფლობელთა თასი მოიგო, “ლივერპულიჩემპიონთა თასის გამარჯვებული იყო და ეს ორი გუნდი ერთმანეთს სუპერთასზე უნდა შეხვედროდა, მაგრამლივერპულმათამაშზე უარი განაცხადა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here