Home ახალი ამბები გალში „ქართული ბანდფორმირების“ წევრი დააკავეს

გალში „ქართული ბანდფორმირების“ წევრი დააკავეს

704

გალის რაიონ სოფელ ფიჩორში გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, მკვლელობაში, გატაცებასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, „ქართული ბანდფორმირების“ ერთ-ერთი წევრი, გაგიდაში მცხოვრები კობა ოკუჯავა დააკავეს.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული იძებნებოდა ჯერ კიდევ 2000 წლის ნოემბერში ჩადენილი დანაშაულისთვის.

საქმე ეხება ჭუბურხინჯში 11 პირის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ოჩამჩირის სოფელ მერკულას მკვიდრი ემსხვერპლა, მძევლად კი გულირიფშის მცხოვრები გამოსასყიდის მიზნით აიყვანეს.
დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, კობა ოკუჯავა ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here