Home რუბრიკები საზოგადოება გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

ოთხ წელზე მეტია, თქვენი გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარ. მოუთმენლად ველოდები ყოველი ოთხშაბათის გათენებას. გაზეთის ფურცლებს სკოჩით შევკრავ ხოლმე, რათა არ გაიშალოს ფურცლები და გვიან ღამით ვიწყებ კითხვას, ძილის წინ, სიწყნარეშიდაკვირვებით ვკითხულობ თითოეულ სტატიას. მეორე დღეს ვამთავრებ გაზეთის მთლიანად წაკითხვასჩემეულ კომენტარებს მივაწერ ხოლმე გაზეთის ფურცლებს

ჩემი ღრმა რწმენით, არ არსებობს თქვენს გაზეთზე უფრო აკადემიური, პროფესიული, სამართლიანი, რეალობის გასაგებად ამსახველი გაზეთი! (თქვენი გაზეთის გარდა ვკითხულობ გაზეთ “ასავალ-დასავალს”, “საერთო გაზეთს”).

უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს შესანიშნავ, ჭკვიან, მართალ, უშიშარ ავტორებს: ბესო ბარბაქაძეს, არმაზ სანებლიძეს, დავით მხეიძეს, გულბაათ რცხილაძეს, ჯაბა ჟვანიას, გიორგი გაჩეჩილაძეს, დარეჯან ანდრიაძეს, გრიგოლ ონიანს, ვალერი კვარაცხელიას, ეკა ნასყიდაშვილს, გივი სომხიშვილს, ომარ მარგველაშვილს, ნიკა კორინთელსბოდიშს ვიხდი, თუ ვინმე გამომრჩა. მაპატიეთ 83 წლის მანდილოსანს

მოკლედ, სიტყვებით არ შემიძლია გადმოგცეთ ჩემი პატივისცემა და სიყვარული თითოეული თქვენგანისადმი. მიხარია ასე გულმოდგინედ, პატიოსნად, უშიშრად, სამართლიანად, დროულად რომ ემსახურებით ჩვენს მრავალჭირვარამგადახდილ სამშობლოს _ საქართველოს.

აფერუმ, თქვენს ქართველობას! არ უწერია ჩვენს სამშობლოს გადაგვარება, გადაშენება, რადგან არსებობენ თქვენნაირი ნაღდი ქართველები!

იხარეთ! იმრავლეთ! იდღეგრძელეთ!

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით,

ივეტა კობახიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here