Home რუბრიკები საზოგადოება გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

1432
გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

გაზეთის 24- ნომერში (1-7 ივლისი, 2020 .) გამოქვეყნდა სტატიაბატონი გრიგოლ ონიანი _ სტალინის ურთულესი ფენომენის უბადლო მკვლევარი”, რომლის ავტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან, ბატონი გივი გურეშიძე.

ბატონი გივი გურეშიძე აფასებს ბატონ გრიგოლ ონიანის წერილებს, გამოქვეყნებულს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ბოლო ნომრებში და აღნიშნავს: მიკვირს, წლები გადის და საქართველოს სამეცნიერო წრეები, უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემიის მესვეურები დღემდე დუმან და ვერ ხედავენ ბატონ გრიგოლის მიერ სტალინზე შექმნილ და გამოქვეყნებულ მრავალტომეულს. ისინი ასევე ვერ ხედავენ და არ იციან, რომ არსებობს ყველაზე ობიექტური, სიმართლით გამორჩეული გაზეთისაქართველო და მსოფლიო”, რომლის გვერდებიდანაც ჩამოისხა ეს მრავალტომეული. ვფიქრობდი, საქართველოში უნივერსიტეტები ერთმანეთს შეეცილებოდნენ ბატონ გრიგოლ ონიანისთვის მეცნიერების საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებაში, ხოლო მეცნიერებათა აკადემია _ საპატიო აკადემიკოსად აირჩევდა”.

გაუგებარია ავტორის პრეტენზიები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ (უნივერსიტეტების სახელით ვერაფერს ვიტყვით). აკადემიის ხელმძღვანელობა არათუ ხედავს აღნიშნული გაზეთის “არსებობას”, არამედ ინტერესით ეცნობა მის პუბლიკაციებს მეცნიერების განვითარების საკითხებზე, უფრო მეტიც, სტატიებსაც აქვეყნებენ იმავე პრობლემატიკაზე. ბატონ გრიგოლ ონიანის მრავალტომეული, მიძღვნილი იოსებ სტალინის ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობისადმი, აკადემიის წევრებისთვისაც კარგადაა ცნობილი.

რაც შეეხება წერილის ავტორის გაკვირვებას ბატონ გრიგოლ ონიანის საპატიო აკადემიკოსად არარჩევის გამო, საქმე ის არის, რომ აკადემიის საპატიო წევრად არჩევის პირობებს აკადემიის წესდება მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ცნობისთვის: აკადემიის საპატიო წევრად არჩეულია ორად ორი პიროვნება _ მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. წერილის ავტორი აკადემიის წესდებას რომ გასცნობოდა, აკადემიის მიმართ პრეტენზია არ გაუჩნდებოდა. დარწმუნებული ვართ, რომ ამაში ბატონი გრიგოლ ონიანიც დაგვეთანხმება, რომელსაც კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, ისევე, როგორც გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” შემოქმედებით გუნდს.

პატივისცემით, გონელი არახამია,

აკადემიის სამეცნიეროსაორგანიზაციო სამმართველოს უფროსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here