Home რუბრიკები საზოგადოება “გავა დრო, შეიცვლება მთავრობა და ეს მოსამართლეები ისევ დაიწყებენ საშინელი განაჩენების გამოტანას”

“გავა დრო, შეიცვლება მთავრობა და ეს მოსამართლეები ისევ დაიწყებენ საშინელი განაჩენების გამოტანას”

სოსო ცინცაძე

ქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლამდე სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა საზოგადოებას. გვახსოვს 2009 წელი, როცა მოსამართლეები განსაკუთრებული ცინიზმით ეპყრობოდნენ უკანონოდ დაკავებულებს და უსინდისოდ ლახავდნენ მათ უფლებებს. იმ საშინელი რეჟიმის მოსამართლეები დღესაც ინარჩუნებენ სავარძლებს. მოქმედებს თუ არაქართული ოცნებისპირობებში შერჩევითი სამართალი? _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება.

_ სააკაშვილისდროინდელი გახმაურებული საქმეების მოსამართლეები დღემდე რჩებიან სასამართლო სისტემაში. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ისინი, ვინცქართულმა ოცნებამდააწინაურა ან, დასჯის ნაცვლად, თანამდებობა შეუნარჩუნა?

_ მათი პერსონალური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ აღმაშფოთებელია, საერთაშორისო დონეზეც კი (სტრასბურგის სასამართლოს მიერ) არაობიექტურობაში მხილებული მოსამართლეები თანამდებობებს კვლავ რომ ინარჩუნებენ. ჩვენს თვალწინ მოხდა მურუსიძის რეაბილიტაცია. დღეს მას ფრთები აქვს შესხმული და, ადრე თუ ჟურნალისტებს ემალებოდა, ახლა თვითონ ეძებს მიკროფონს პოზიციის გამოსახატავად.

_ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში თეა წულუკიანი ამბობდა, რომ მოსამართლეები: ნაირა გიგიტაშვილი, დათო ახალბედაშვილი და ვაჟა ფუხაშვილი უნდა ჩამოშორდნენ სასამართლო საქმიანობას, მაგრამ დღეს ისინი კვლავ თანამდებობებზე რჩებიან, ეს არის სამართლიანობის აღდგენა?  

_ რა თქმა უნდა, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. წულუკიანი კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მორალურად პრინციპული ადამიანია. მან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრჯერ შეიცვალა თვალსაზრისი. სულ სხვა პიროვნება იყო, როცა ზურგს ალასანია უმაგრებდა. როდესაც ალასანია ივანიშვილის თანამებრძოლი იყო, მაშინ წულუკიანი თავს უფლებას აძლევდა, პრინციპული განცხადებები გაეკეთებინა, მაგრამ შემდეგ თანამდებობა ამჯობინა პარტიულ სოლიდარობას.

სამართლიანობის აღდგენა არ არის სამი-ოთხი ადამიანის დაჭერა.

_ ნათია ჯორბენაძე, გიორგი ტყავაძე, მერაბ ლომიძე, მირანდა ირემაძე _ ეს მოსამართლეები დღესაც იკავებენ თანამდებობებს. დღესაც შერჩევითი სამართალია ქვეყანაში?

_ დღეს სასამართლო სისტემაში სამართალი არ არსებობს, ინტელექტის საშინელი დეფიციტია. ევა გოცირიძემ განაცხადა, _ ნახეთ საშინელი რეჟიმის მოსამართლეებს ახლა როგორი სამართლიანი განაჩენები გამოაქვთო. აქ უკვე ლოგიკის დეფიციტია. გავა დრო _ 10-15 წელიწადი, მთავრობა შეიცვლება და ეს მოსამართლეები ისევ დაიწყებენ საშინელი განაჩენების გამოტანას.

_ პროკურატურის თანამშრომლებმა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ექვსი თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა. როგორ ფიქრობთ, ეს და სხვა მსგავსი ფაქტები ხომ არ მიუთითებს სისტემურ დანაშაულზე, რომელზეც ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდნენ როგორცოცნებისწარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიქართულმა ოცნებამ”, დანაშაულებრივი სისტემის გასამართლების ნაცვლად, შემოგვთავაზა კოაბიტაცია და მურუსიძე, როგორც ჭეშმარიტება საბოლოო ინსტანციაში, რატომ?

_ კოაბიტაცია მონანიების შემდეგ მიტევებას ნიშნავს. მე მონანიება ვერსად დავინახე. ჩვენს საზოგადოებაში არავინ იყო მზად, ეღიარებინა საკუთარი დანაშაული _ მურუსიძემ მოინანია? ადეიშვილმა მოინანია? სხვებმა მოინანიეს? ნაცვლად იმისა, რომ “ოცნებას” დაეწყო ახალ კადრებზე ზრუნვა, ზურგი გაუმაგრა ძველ მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს. დღეს არავინ ცდილობს ახალი თაობის სელექციას, იმიტომ, რომ სელექცია ვერ იტანს ნეპოტიზმს.

_ კონსტიტუცის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ აჯობებს, საერთოდ გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. რა საჭიროა არსებითად უფუნქციო პრეზიდენტისა და მისი აპარატის შენახვა?

_ ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, სრულიად უუფლებო პრეზიდენტს აირჩევს 300 მეხოტბე. ახლა ტელეეთერიდან გვესმის, რომ პრეზიდენტს არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს და როგორ შეიძლება, საყოველთაო წესით აირჩიონო. სამაგიეროდ, პრეზიდენტს მორალური უფლებები შეუნარჩუნდება და მმართველი პარტია იძულებული შეიქნება, ანგარიში გაუწიოს მის ინტერესებს. პრეზიდენტის აპარატი ჩვენ უნდა შევინახოთ და გეკითხებით: რატომ უნდა ვარჩინოთ მუქთახორა, უუფლებო პრეზიდენტი?

ესაუბრა ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here