Home ახალი ამბები მსოფლიო გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 200 ათასით შემცირდება, მსოფლიოს მოსახლეობა კი...

გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 200 ათასით შემცირდება, მსოფლიოს მოსახლეობა კი 9,9 მლრდ-ს მიაღწევს

593
გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 200 ათასით შემცირდება, მსოფლიოს მოსახლეობა კი 9,9 მლრდ-ს მიაღწევს

გაეროს ექსპერტების პროგნოზით, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 2 მლრდ კაცით მოიმატებს და 9,9 მლრდ მიაღწევს.

მოსახლეობის რაოდენობა შედარებით მოიმატებს ე.წ. განვითარებად ქვეყნებში, ხოლო ე.წ. ოქროს მილიარდის სახელმწიფოებში (განვითარებული ქვეყნები) პრაქტიკულად არ შეიცვლება (1,3 მლრდ). ყველაზე მეტად მოსახლეობა მოიმატებს აფრიკასა (1,2 მლრდ-ით) და აზიაში (705 მლნ-ით), ევროპის მოსახლეობა კი შემცირდება (გამონაკლისი იქნება დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია და შვედეთი). გაერო მოსახლეობის შემცირებას ვარაუდობს კუბაზე, იამაიკაზე, იაპონიაში, ლიბანში, უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მლნ-იდან 3,5 მლნ-მდე შემცირდება.

un.orgზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here