Home ახალი ამბები მსოფლიო გაეროს ექსპერტები: მილიონობით ადამიანს შიმშილით სიკვდილი ელის

გაეროს ექსპერტები: მილიონობით ადამიანს შიმშილით სიკვდილი ელის

103
გაეროს ექსპერტები: მილიონობით ადამიანს შიმშილით სიკვდილი ელის

სასურსათო კრიზისთან ბრძოლის გლობალური ქსელის (რომელშიც შედის გაერო) ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ახალი მოხსენება, რომელშიც კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო მოვლენების განვითარების პირქუში სურათია დახატული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სავარაუდო სცენარებიდან ყველაზე ცუდი განხორციელდება _ ჩვენი პლანეტის 34 მლნ მცხოვრებს შიმშილით სიკვდილი ელის.

ორგანიზაცია იყენებს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სკალას, რომლითაც განისაზღვრება სასურსათო კრიზისის ხარისხი. 2020 წელს პროდუქტების უქონლობის ბოლო მეხუთე სტადიაში აღმოჩნდა 133 ათასი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ იემენში, სამხრეთ სუდანში, Bურკინა-ფასოში. ეს სტადია შიმშილის კატასტროფული დონის მაჩვენებელია. ამჟამად 38 ქვეყანაში მცხოვრები 28 მლნ ადამიანი სასურსათო კრიზისის მეოთხე სტადიის პირობებში ცხოვრობს _ კატასტროფიდან ერთ ნაბიჯში.

მოხსენებაში მოყვანილია კიდევ ერთი საშინელი მონაცემი: 55 ქვეყანაში 90 მლნ ბავშვი ვერ ვითარდება საკვების არყოფნის გამო.

მოხსენების ავტორები მიუთითებენ, რომ პანდემიამ გლობალური სასურსათო სისტემის პრობლემები გამოავლინა.

kp.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here