Home ახალი ამბები მსოფლიო გაერომ მსოფლიო ძლიერ ეკონომიკურ კრიზისზე გააფრთხილა

გაერომ მსოფლიო ძლიერ ეკონომიკურ კრიზისზე გააფრთხილა

1752
გაერომ მსოფლიო ძლიერ ეკონომიკურ კრიზისზე გააფრთხილა

ბევრი ქვეყნის მთავრობებმა ერთობლივი ღონისძიებები არ განახორციელეს პანდემიის პირობებში, ამიტომ მსოფლიო შეიძლება შეეჯახოს ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ კრიზისს, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

“პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგები კატასტროფულია და ის კვლავ ძლიერდება. ვერანაირი ვაქცინა ვერ გამოასწორებს ზარალს, რომელიც უკვე განიცადა მსოფლიომ. ჩვენ ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რეცესიის წინაშე ვდგავართ”, _ განაცხადა გუტერეშმა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, დიდია შიმშილის დაწყების საფრთხე.

“პანდემია _ ეს არის კრიზისი, რომელიც სხვას არ ჰგავს, ის მსოფლიოს საერთო მტერია. სამწუხაროდ, ქვეყნების მთავრობებმა ერთობლივი ღონისძიებები არ განახორციელეს ამ გლობალური საფრთხის წინააღმდეგ”, _ მიაჩნია გაეროს ხელმძღვანელს.

tvzvezda.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here