Home ახალი ამბები მსოფლიო გაერთიანებული ევროკავშირი აღარ არსებობს _ “მინისტრები, უბრალოდ, აღარ ესწრებიან თათბირებს”

გაერთიანებული ევროკავშირი აღარ არსებობს _ “მინისტრები, უბრალოდ, აღარ ესწრებიან თათბირებს”

1185
გაერთიანებული ევროკავშირი აღარ არსებობს _ “მინისტრები, უბრალოდ, აღარ ესწრებიან თათბირებს”

ევროპის კავშირი აღარ მუშაობს, როგორც ერთი ორგანიზაცია, და არ გამოხატავს ბევრი ევროპელის ინტერესებს,” _ განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა 14 ოქტომბერს ვენაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე.

კნაისლს აწუხებს ევროკავშირის ბედი, იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები “უბრალოდ, არ ესწრებიან საბჭოს სხდომებს”. ის მიიჩნევს, რომ საქმისადმი ასეთი მიდგომა საშუალებას არ აძლევს ევროკავშირს, მიიღოს საერთო ევროპული გადაწყვეტილებები, რომლებიც ასახავდა “ევროპელთა უმრავლესობის თვალსაზრისს”.

ავსტრიის საგარეო უწყების მეთაურის პოზიციას მხარი დაუჭირა ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვესნა პუსიჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამიოდე წლის წინათ ყველაფერი სხვაგვარად იყო, ახლა კი “ევროკავშირში ერთიანობა აღარ არის”. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭოში შედიან ევროპის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. საბჭო ევროკავშირის ორიდან ერთ-ერთი საკანონმდებლო ორგანოა. 2018 წლის 1 ივლისიდან ავსტრია ნახევარი წლით თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც არ დაჰყვა დიდი ბრიტანეთის გავლენას და ქვეყნიდან არ გააძევა რუსი დიპლომატები ე.წ. სკრიპალების მოწამვლის საქმის გამო.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here