Home სხვადასხვა დაიჯესტი გაერთიანება თუ რელიგიური ომის დასაწყისი?

გაერთიანება თუ რელიგიური ომის დასაწყისი?

918
გაერთიანება თუ რელიგიური ომის დასაწყისი?

2018 წლის 15 დეკემბერს, შაბათს, გაიმართება უკრაინის ეკლესიის .. “გამაერთიანებელი კრება”. კრებას მოიწვევს არა უკრაინის, არამედ საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი

დასახელდა კონკრეტული თარიღი ე.წ. გამაერთიანებელი კრების ჩატარებისა უკრაინაში _ 15 დეკემბერს სოფიას სახელობის კიევის ტაძარში.

5 დეკემბერს, დილით, ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმზე გამოსვლისას ეს დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ: “მოხარული ვარ, გამოვაცხადო გამაერთიანებელი კრების ჩატარების შესახებ… ამრიგად, კრება გაიმართება 2018 წლის 15 დეკემბერს წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში. მისმა ყოვლადუწმინდესობა ბართოლომეოსმა, მსოფლიოს პატრიარქმა, მაცნობა, რომ ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტებს, რომლებითაც მოიწვია კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის იერარქები, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა ამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენაში”.

5 დეკემბერს, საღამოს, მსოფლიო პატრიარქის ოფიციალურ ბლოგზე _ “ფენერის სინათლე” _ გაჩნდა მოკლე მასალა სახელწოდებით “15 დეკემბერი _ გამაერთიანებელი კრება უკრაინაში”.

“2018 წლის 15 დეკემბერს, შაბათს, გაიმართება უკრაინის ეკლესიის პირველი სამიტი. კრება, რომელსაც მოიწვევს საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი, გაიმართება კიევის წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში”. ინფორმაციის თანახმად, ეკლესიის ახალ მეთაურს უწოდებენ კიევის არქიეპისკოპოსსა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს. და ეს ეკლესია ბოლო იქნება მართლმადიდებელი ეკლესიების სამეულში (ლაპარაკია, ალბათ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიებზე აშშ-სა და კანადაში, რომლებიც ექვემდებარებიან მსოფლიო პატრიარქს).

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here