Home სხვადასხვა დაიჯესტი გადატრიალება მსოფლიო რელიგიაში – გერმანიაში რობოტი მღვდელი გამოჩნდა (ვიდეო)

გადატრიალება მსოფლიო რელიგიაში – გერმანიაში რობოტი მღვდელი გამოჩნდა (ვიდეო)

1059

გერმანიის ქალაქ ვითენბერგში რობოტი მღვდელი ტაძარში წირვას აღავლენს, ბიბლიას კითხულობს და მორწმუნეებს ლოცავს.

რობოტი მღვდელი აღჭურვილია მეტალის კორპუსით, მას აქვს ორი ხელი, თავი და პირი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ელაპარაკება. გულ-მკერდის არეში რობოტს დიდი სენსორული ეკრანი აქვს დამონტაჟებული. ის ამავე ეკლესიაში შეიქმნა.

რობოტი მორწმუნეს ესალმება და სენსორული ეკრანის დახმარებით ეკითხება თუ რომელი ლოცვის მოსმენა სურს და რისთვის ითხოვს “დალოცვას”. ინფორმაციის მითითების შემდეგ, რობოტი ხელებს ცისკენ სწევს და ამბობს: “ღმერთი დაგლოცავს და დაგიცავს შენ!” შემდეგ იწყებს ბიბლიიდან ამონარიდების კითხვას, რომელიც ადამიანის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია რომ დაბეჭდოს კიდევაც.

ეკლესიის წინამძღვარი სებასტიან ფონ გერენი ამბობს, რომ ეკლესიაში რობოტი მღვდლის გამოჩენამ მრევლში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. წინამძღვრის თქმით, რობოტი განსაკუთრებით იმ ადამიანებს აინტერესებთ, რომლებიც რწმენით არ გამოირჩევიან.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ვითენბერგი რელიგიის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს ციხე-ეკლესია, სადაც მარტინ ლუთერმა ხალხს ინდულგენციებით ვაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და 95 თეზისი წარმოთქვა, რითაც პროტესტანულ მიმდინარეობას ჩაეყარა საფუძველი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here