Home ახალი ამბები მსოფლიო გაბრიელი აშშ-ის სანქციების კანონის შესახებ: “ჩვენ უსიტყვოდ არ დავემორჩილებით!”

გაბრიელი აშშ-ის სანქციების კანონის შესახებ: “ჩვენ უსიტყვოდ არ დავემორჩილებით!”

ზიგმარ გაბრიელი

აშშის ანტირუსული სანქციების ახალი კანონი ძირს უთხრის ამერიკაევროპის ურთიერთობას”, _ განაცხადა Westfalishe Zeitungისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა… “ჩვენ მიამიტები არ ვართ და უსიტყვოდ არ დავემორჩილებით. თუ საჭირო გახდება, ჩვენ ჩვენსას გავიტანთ”, _ თქვა გერმანიის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

აღნიშნულ ინტერვიუში ზიგმარ გაბრიელმა თქვა, რომ მსოფლიოში იშვიათია კრიზისებისა და კონფლიქტების ასეთი სიუხვე, შექმნილ ვითარებაში მთავარია, შევინარჩუნოთ “ნათელი შეხედულება, ზუსტად განვსაზღვროთ საკუთარი პრინციპები და პოზიცია, ამასთანავე, არ დავკარგოთ “სიმტკიცე”. მისი აზრით, ეს ეხება არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს.

გაბრიელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გაუარესება ევროპისთვის სიკეთის მომტანი არ არის: “სირიის, ლიბიის, უკრაინის, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის საკითხების, ასევე მრავალი სხვა თემის გადასაწყვეტად ჩვენ გვჭირდება რუსებისა და ამერიკელების თანამშრომლობა. საჭიროების შემთხვევაში რუსების წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ ერთობლივად და მტკიცედ, მაგრამ, ამასთანავე, შევთავაზოთ დიალოგი და თანამშრომლობა. ჩვენთვის კი, ე.წ. დასავლეთისთვის, ერთად ყოფნა აუცილებელია. კანონი სანქციების შესახებ, რომელიც გასულ კვირაში გამოაქვეყნა აშშ-ის კონგრესმა, ამას აზიანებს… დაბეჯითებით ვურჩევ პრეზიდენტ ტრამპს, შეგვითანხმოს ეს საკითხი, სანამ სანქციების განხორციელებას დაიწყებს. რაც შეეხება სანქციებს ევროპული საწარმოების წინააღმდეგ, ეს სრულიად გაუგებარია!”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ბოლო ხანს თურქეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკით. თავიანთი ქმედებით ისინი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული წარმატებების ნიველირებას ახდენს და სულ უფრო სცილდება დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობების საფუძვლებს. “ჩვენ დიდხანს ვითმენდით და არაერთხელ ვუწვდიდით დახმარების ხელს, სანაცვლოდ ვიღებდით მორიგ ალიყურს, თქვა გაბრიელმა, ახლა ეს დავამთავრეთ, რადგან, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობა მხოლოდ ძალაზე რეაგირებს”.

მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ აქვს მკაფიო პოლიტიკური კურსი. თეთრ სახლში მუდმივად ვინმეს ათავისუფლებენ თანამდებობიდან. “ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ იმ ინტერესებისა და ფასეულობათა საფუძველზე, რომლებიც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ურთიერთობისთვის: ტოლერანტობის, სიტყვის თავისუფლების, თავისუფალი ვაჭრობის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის საფუძველზე, მაგრამ ჩვენ გულუბრყვილო არ ვართ და უსიტყვოდ არ დავემორჩილებით. თუ საჭირო გახდება, ჩვენსას გავიტანთ. ეს ეხება სანქციების შესახებ ამასწინანდელ კანონსაც”, _ ხაზი გაუსვა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here