Home რუბრიკები საზოგადოება გაბედავს ხელისუფლება გორში სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას?

გაბედავს ხელისუფლება გორში სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას?

“თუ რუსეთი შემოვა ქვეყანაში, რუსები გახდებიან; თუ თურქეთი შემოვა _ თურქები და, თუკი დირექტივა წამოვა, რომ სტალინი აღიარონ, ჩვენზე მეტ სტალინელებად იქცევიან. სწორედ ასეთი კაცები არიან საშიში ქვეყნისთვის. საქართველოში მინიფაშიზმია!”

116
ირაკლი დოჭვირი

1941 წლის 22 ივნისს დიდი სამამულო ომი დაიწყო. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკმა ომმა 26 მილიონზე მეტი საბჭოთა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ომმა გამოიწვია საშინელი ნგრევა. პირისაგან მიჭისა აღიგავა ათიათასობით ქალაქი და სოფელი. ამ ომში საბოლოოდ განადგურდა ფაშიზმი, როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმის დამკვრელური ძალა. დიდმა სამამულო ომმა ცხადყო სსრკის, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს უძლეველობა და ეს, დიდწილად, ქართველი იოსებ ჯუღაშვილის დამსახურებაა. ამ ომის დაწყებიდან მე-80 წლისთავზე საქართველოში, კერძოდ კი, სტალინის მშობლიურ ქალაქში აღარ დგას დიდი ბელადის ძეგლი და ახლა უკვე მერამდენედ მიდის მსჯელობა, რომ მისი სახელობის ქუჩასაც გადაარქვან სახელი. ვინ არის სტალინი ქართველებისთვის, რა დატვირთვა აქვს 22 ივნისს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და გაბედავენ და შეძლებენ თუ არა ქვეყნის ხელისუფალნი სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზესაქართველო და მსოფლიოსსამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი და გორის საკრებულოს ყოფილი წევრი ზურაბ როსებაშვილი ესაუბრებიან:

გორში სტალინის სახელობის გამზირისთვის სახელის გადარქმევას ვერ გაბედავენ!”

ირაკლი დოჭვირი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ დიდი სამამულო ომის დაწყების დღე _ 22 ივნისი, ჩემთვის სამშობლოსათვის თავგანწირვის სიმბოლოა. მთავარი გმირი II მსოფლიო ომისა, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დიდი სამამულო ომია, არის სტალინი, რომლის სახელსაც გამუდმებით ჩირქს სცხებენ.

_ როგორც ვიცი, კვლავ დაიწყეს საუბარი გორში სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევაზე

_ არა მხოლოდ სახელის გადარქმევა სურთ, არამედ, სრულად უნდათ წაშალონ მომავალი თაობების მეხსიერებიდან სამამულო ომის ისტორია. ამის დასტურია პრეზიდენტადწოდებული სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა უცნობი ჯარისკაცის საფლავის გადაკეთებისა და მისთვის დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლთა სახელის დარქმევის შესახებ.

ჩემი ოჯახისთვის 22 ივნისი დაკავშირებულია ტრაგედიასთან. ამ დღეს ბაბუა ჯარში გაიწვიეს და მისი სიცოცხლე ფაშისტების ტყვიამ შეიწირა. მხოლოდ ჩემს ოჯახზე ხომ არ არის საუბარი?! საქართველოში ასიათასობით ოჯახია, რომელთა წევრებიც ფრონტზე წავიდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ. არიან ოჯახები, რომლებსაც ჰიტლერელთა წინააღმდეგ მებრძოლი მისი წევრი ხეიბრად მაინც დაუბრუნდათ. რაც შეეხება ფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლას, ეს იყო წმინდათა წმინდა ვალი ადამიანებისთვის. მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა, ერთიანდებოდა ანტიფაშისტურ კოალიციაში. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ქართველი მენშევიკები, რომლებიც ნაჩვევი იყვნენ ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიის გაჩუქებას, მიყიდვას თურქეთისთვის. ამის დასტურია 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულება. მენშევიკები ჩაეწერნენ კაცობრიობის უბოროტესი მტრების, ფაშისტების, სამსახურში ძალდაუტანებლად და მიზნად ისახავდნენ საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნებას. აი, მათი შთამომავალია საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი. თუ მაშინ ვერ შეძლეს ღალატი, დღეს შედგა რევანში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში. ის მიზანმიმართულად ანგრევს ვაკის პარკის მემორიალურ კომპლექსს და განაგრძობს წითელარმიელთა ხსოვნის შეურაცხყოფას ფაშისტთა მხარდამხარ მებრძოლი თავისი წინაპარი მენშევიკების რესტავრაციის ხარჯზე.

სტალინმა მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან, მაგრამ სტალინისა და სოციალიზმის მტრები დღეს, სამწუხაროდ, კომუნიზმსა და ფაშიზმს ერთმანეთთან აიგივებენ. გაუნათლებელმა ფსევდოლიბერალებმა არ იციან, რომ ფაშიზმი გაასამართლეს, ხოლო კომუნიზმი _ არა და ვერც გაასამართლებენ.

_ სტალინის თანამემამულენი ვართ. უძლეველმა მმართველმა ფაშისტურ გერმანიას თავის ბუნაგში მოუღო ბოლოჩვენი ხელისუფლებები დღეს ამ უდიდეს პიროვნებას ჩირქს სცხებენ და გერმანიაში მონებად უშვებენ სამუშაოდ ქართველებს, რომელთათვისაც სტალინმა თვითონ გერმანელები ამუშავა

_ სტალინს გერმანელი ტყვეები ჰყავდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ძალიან დააზარალა საბჭოთა კაშირი, იმის მეასედიც არ გადაუხდევინებია სტალინს მათთვის.

სტალინი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მეორე მსოფლიო ომის ბედი გერმანიის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, ამიტომ ძალიან დიდი სირცხვილია, ამ უდიდეს პიროვნებას რომ არ ვაღიარებთ, უფრო მეტიც, მისი სახელის ისტორიიდან გაქრობა სურთ. საბედნიეროდ, არაფერი არ გამოსდით, რაც დრო გადის, სტალინის ფენომენი მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს და მისი დიდებისა და აღიარების დროც მალე დადგება.

ხშირად პრორუსს მიწოდებენ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებასთანაც მაქვს პრეტენზიები _ გრანდიოზულ აღლუმზე სტალინის სურათი არ გამოაქვთ, სტალინის გარეშე რა იქნებოდა ნეტავ დღევანდელი რუსეთი?! ვფიქრობ, ისინიც ცდილობენ ისტორიის გადაწერას, რაც ძალიან სამწუხაროა.

გორში სტალინის სახელობის გამზირისთვის სახელის გადარქმევას ვერ გაბედავენ, ამას უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება, ეს ასე ადვილი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ ამას ვამბობ და და ჩემი ნათქვამისაც არ მჯერა _ თუკი დასავლეთიდან წამოვა დირექტივა, ხალხი და საზოგადოება ვერაფერს ვერ გახდება, ალბათ, გადაარქმევენ კიდეც სახელს სტალინის სახელობის გამზირს, ისევე, როგორც ჩამოაგდეს ბელადის ძეგლი და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ მის უკან დასაბრუნებლად.

სიმართლე გითხრათ, მეეჭვება ჩვენს ხელისუფლებებს უნდოდეთ სტალინის სახელის ისტორიიდან წაშლა, მის ფენომენთან ბრძოლა (საერთოდ, იციან თუ არა ისტორია, ეს ცალკე საკითხია), მაგრამ ემონებიან დირექტივებს, ეშინიათ, ხელისუფლებაში ყოფნას ვერ თმობენ. გამყიდველებსაც ვერ ვუწოდებ, ყვარყვარე თუთაბერები არიან, მაამებლურ პოლიტიკას ახორციელებენ _ თუ რუსეთი შემოვა ქვეყანაში, რუსები გახდებიან; თუ თურქეთი შემოვა _ თურქები; თუ დირექტივა წამოვა, რომ სტალინი აღიარონ, ჩვენზე მეტ სტალინელებად გადაიქცევიან. სწორედ ასეთი კაცები არიან საშიში ქვეყნისთვის. საქართველოში მინიფაშიზმია, მინიჰიტლერელები არიან!

დღეს ხალხი უძლურია, ჩვენ არ შეგვიძლია, ვებრძოლოთ გაბატონებულ ფაშიზმსა და ნეოლიბერალიზმს. იმედი მაქვს, რომ ცვლილება მოხდება, ცვლილება, რომელიც საქართველოს იმ განედში მოაქცევს, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს რუსეთის მოძლიერებაა. რუსეთმა საქართველო არ უნდა დაუთმოს თურქეთსა და ნატოს. ძლიერი რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს შველას ნიშნავს, არამედ ევროპისაც.

ზურაბ როსებაშვილი

სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევა მარტივი პროცესი არ არის. მას ერთი და ორიჩინოვნიკივერ გადაწყვეტს, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

ზურაბ როსებაშვილი, გორის საკრებულოს ყოფილი წევრი:

_ ბატონო ზურაბ, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ, სანამ საკრებულოს წევრი იყავით, გამოდიოდით სტალინის ძეგლის აღდგენის ინიციატივით. რატომ ვერ დააბრუნეთ ძეგლი თავის ადგილას, რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორი?

_ კი, ვიყავი ინიციატორი სტალინის ძეგლის დადგმისა მუზეუმის ეზოში, რადგან სტალინის ძეგლს ძველ ადგილას აღარავინ დააბრუნებს.

სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას რაც შეეხება, ეს მარტივი პროცესი არ არის. მას ერთი და ორი “ჩინოვნიკი” ვერ გადაწყვეტს, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. სტალინის გამზირს სახელი სტალინისავე სიცოცხლეში დაერქვა და მისი ხელისხლება გამორიცხულია.

ვის თავში იხარშება ასეთი ინიციატივები, წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ქვეყანაში და, კერძოდ, გორში, უამრავი პრობლემაა; ჯობია, იმას მიხედონ.

მუზეუმის ეზოში სტალინის ძეგლის დადგმა გადაწყვეტილი იყო, საღამოს შევთანხმდით საკრებულოში, რომ დილას ამ საკითხს დავამტკიცებდით, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ზარის შემდეგ, ყველა პარტიის წარმომადგენელმაჩვენებაშეცვალა და ძეგლი ვერ დავდგით. ხელისუფლებას ვინ მისცა დირექტივა, არ ვიცი. ამბობენ, პოლონეთის ელჩი ჩაერიაო… თუმცა, დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, მეეჭვება ვიღაც პოლონეთის ელჩს ეს საკითხი გადაეწყვიტა.

სტალინი ისტორიაა. ამ ისტორიას ზოგი ასე კითხულობს, ზოგი _ ისე… ჩემთვის წმიდათაწმიდაა.

22 ივნისს დაიწყო დიდი სამამულო ომი, რომელიც სტალინმა მოიგო, და მე მისი თანამემამულე ვარ. დიდი სამამულო ომი წმიდათაწმიდა იყო _ ასე უწოდებდნენ საბჭოთა ხალხები ამ ომს და ჩემთვისაც დღემდე რჩება ეს ომი ასეთად. 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო სასტიკი ომი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს ომი კი გორში გაზრდილმა ქართველმა კაცმა მოიგო. როგორ შეიძლება, ამით არ ვიამაყო; როგორ შეიძლება, ეს ისტორია გადავწერო და შვილებს არ ვასწავლო?!

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევაზეა საუბარი _ ასეთი მცდელობა რამდენიმე წლის წინათაც იყო. იმხანად მე ვასრულებდი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას და საკითხი ჩავარდა. ინიციატორები იყვნენ გაურკვეველი წარმოშობის არასამთავრობო ორგანიზაციები.

22 ივნისი არის დღე, რომელიც ყველა ქართველს და არა მხოლოდ ქართველს, მსოფლიოს მოსახლეობას უნდა ახსოვდეს. 22 ივნისს დაწყებულ სისხლისმღვრელ ომს მილიონობით ადამიანი შეეწირა მსოფლიოს მასშტაბით.

სიმართლე ვთქვათ, რომ ტურისტების უმრავლესობა საქართველოში, როგორც სტალინის სამშობლოში, ჩამოდის. მე უამრავჯერ მიმასპინძლია სტუმრებისთვის, რომლებსაც მხოლოდ სტალინის მუზეუმის ნახვა სურდათ. დღეს სტალინის სახლმუზეუმი კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. არადა, უმჯობესი იქნებოდა, მუნიციპალიტეტს გადასცემოდა, ჩვენ მიგვეხედა მუზეუმისთვისაც და მიმდებარე ტერიტორიისთვისაც. ჩვენ მოვუვლიდით მათ, სტალინსაც ვადიდებდით და ტურისტებსაც მოვიზიდავდით.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here