Home სხვადასხვა დაიჯესტი ბუნტი თავისუფლების წინააღმდეგ: რატომ სურთ კიევში, ემსახურონ კონსტანტინოპოლს

ბუნტი თავისუფლების წინააღმდეგ: რატომ სურთ კიევში, ემსახურონ კონსტანტინოპოლს

“უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია” კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთი “პროვინცია” იქნება

797
ბუნტი თავისუფლების წინააღმდეგ: რატომ სურთ კიევში, ემსახურონ კონსტანტინოპოლს

მას შემდეგ, რაც საეკლესიო ამბების ბერძნულმა სააგენტო Romfea.gr-მა გამოაქვეყნა “უკრაინის ეკლესიის” წესდების პროექტის პირველი გვერდი, რომელიც დამტკიცებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის 27-28 ნოემბრის სხდომაზე, საბოლოოდ გაირკვა, საით მიილტვის “ერთიანი უკრაინული მართლმადიდებლობა”.

პირველ რიგში, გაირკვა, რომ უკრაინის რეალურ ავტოკეფალიაზე, საერთოდ, ლაპარაკიც არ არის. ეკლესიის წინამძღოლი, როგორც წესდება ითვალისწინებს, იქნება არა პატრიარქი, არამედ მიტროპოლიტი. და ეს ავტომატურად აუქმებს კითხვებს ავტოკეფალიის შესახებ, რომელიც ასე ითარგმნება: “საკუთარი თავის მმართველი”. ეს მიტროპოლიტი იქნება პირი, რომელიც დაემორჩილება სტამბოლის უფროსობას, არ იქნება არანაირი “უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია”, და, როგორც ჩანს, იქნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთი “პროვინცია”. უკრაინის ეკლესია, ვერ შეძლებს წმინდანად ვინმეს შერაცხვას, არ ექნება უფლება, მოხარშოს მირონი, ის სტამბოლში უნდა შეიძინონ და ა.შ. მან ბევრი რამ უნდა სთხოვოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და უფროსობა მის თხოვნას ან გაითვალისწინებს, ან _ არა.

მუდმივი სინოდის ნაცვლად უკრაინის “ავტოკეფალიურ ეკლესიას” ეყოლება ე.წ. ყოველწლიური სინოდი წევრების მუდმივი როტაციით. ეკლესიის შიგნით წარმოქმნილ საკამათო საკითხებს გადაწყვეტს კონსტანტინოპოლის პატრიარქი, როგორც ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი. სხვათა შორის, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის კანონიკურ ეკლესიას გაცილებით მეტი თავისუფლებები აქვს _ მოქმედებს მუდმივი სინოდი, აქვს კანონიზების უფლება, კიევის მიტროპოლიტი არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი. ეს ყოველივე არ ექნება “კიევის მიტროპოლიტს” კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდში.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here