ბუნდესტაგის წევრმა, თავმჯდომარემ ფრაქციისა “ალტერნატივა გერმანიისთვის” _ ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ი ისევე უნდა აღიაროს ევროკავშირმა, როგორც სხვა ეფექტიანი პრეპარატები. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ვაქცინების რეალურ კონკურენციას, რომლითაც ევროპელები მხოლოდ მოიგებენ.
ბუნდესტაგის დეპუტატმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტისას “ალტერნატივა გერმანიისთვის” დელეგაციის წევრები შეხვდნენ ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის შემქმნელებსა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრაზე იმსჯელეს ვაქცინაციაზე რუსეთსა და ევროკავშირში; ისაუბრეს, აგრეთვე, ვაქცინაციის წესებზე, ვაქცინების ხელმისაწვდომობასა და შესყიდვაზე.
News-front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ