Home რუბრიკები პოლიტიკა ბუკიკიომ დაგვიბარა

ბუკიკიომ დაგვიბარა

ჯანი ბუკიკიო

დასავლელიმეგობრებისაქართველოს მიმართ ხშირად იყენებენ ორმაგ სტანდარტს, რომელიც მხოლოდ მათი ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, ვასალის როლშია და, ოღონდ თბილი სკამები შეინარჩუნოს, სუზერენის ყველა მითითებას მორჩილად ასრულებს.

მაგალითად, საქართველოს პარლამენტის “ჩიჩილაკიანი” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც არ იცის, რა არის ეროვნული ცნობიერება, მხოლოდ იმაზე დარდობს, რატომ გაჟონა ინფორმაციამ “უმაღლეს დონეზე”, რომლის გამოც თურმე შეშფოთდა ევროსაბჭოსთან არსებული საკონსტიტუციო სამართლის ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო (“ჯანი ბუკიკიო არის შეშფოთებული და ჩვენ ამ შეშფოთებას ვიზიარებთ”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როდესაც მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვენეციის კომისიის დასკვნის შენაარსი საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე), რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების დასკვნაში ჩაწერა, რომ ქორწინების შესახებ მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთნაირსქესიანთა შორის პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტაციას.

“ფუნდამენტური უფლებების თავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთნაირსქესიანთა შორის პარტნიორობის ინტერპრეტაციას… საქართველო, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს სხვა წევრი ნებისმიერი სახელმწიფო, ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები და უზრუნველყოს იურიდიული აღიარება (მაგალითად, სამოქალაქო კავშირები ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთნაირი სქესის მქონეთათვის”, _ წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში, ანუ ქართველი საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ვენეციის კომისიისთვის არაფერს ნიშნავს და უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის მართლმადიდებელ მოსახლეობას ავალდებულებს, ქვეყანაში მამათმავლობა დააკანონოს.

რამდენიმე დღის წინათ ჯანი ბუკიკიო თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებსა და პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრის შემდეგ ისეთი რამ განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის ბევრი წარმომადგენელი, განსაკუთრებით _ ხელისუფლების, ძალიან “შეაშფოთა”, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი ორგანოების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი გაახარა.

მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა ნაბიჯის წინ გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. ეს კარგი პროექტია, მაგრამ მისი გაუმჯობესება შეიძლება. ჩვენ მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შემდეგ შეტანილი იყო რიგი ცვლილებებისა, რომლებიც არ მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმაჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთსყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის უფრო დემოკრატიულ კონსტიტუციას.

მე ხვალ დავტოვებ საქართველოს და თქვენ, ქართველებმა _ სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ, უმრავლესობამ _ უნდა მოძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილება, რათა მიიღოთ ახალი კარგი კონსტიტუცია”, _ დაგვიბარა იმედგაცრუებულმა სინიორმა ჯანიმ.

აი ეს არის ჩვენი დასავლელი მეგობრის ორმაგი სტანდარტი: ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს ასეთი შეშფოთებაიმედგაცრუება არ გამოუხატავს 2012 წელს (ბუკიკიო იმხანადაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარე იყო), როცა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია გააუპატიურა და საკუთარ თავსაც მოარგო და ფავორიტ გოგონებსაც (მაგალითად, მარიამ საჯაიას). ბუკიკიოს ერთხელაც არ გასცრუებია იმედინაციონალური მოძრაობისმმართველობის 9 წლის განმავლობაში, როდესაც სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩაში ახალგაზრდებს ხვრეტდნენ, ზონდერჯგუფები მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ, ართმევდნენ ბიზნესს, ციხეებში ცოცხით აუპატიურებდნენ პატიმრებსახლა კი ლოზუნგითსაქართველოში დემოკრატია საფრთხეშია!” კონსტიტუცია ისე უნდა შეიცვალოს, როგორცნაცმოძრაობას”, მის სატელიტებს და, რაც მთავარია, ჯანი ბუკიკიოს სურს

როგორც ჩანს, დასავლეთი, ბუკიკიოს სახით, ქოთანს ყურს, სადაც უნდა, იქ მოაბამს. ქოთანი ხომ, ამ შემთხვევაში საქართველო და მისი კონსტიტუციაც, დასავლეთისაა?!

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here