Home ახალი ამბები მსოფლიო “ბრუტალური კენგურუს” შეტევა

“ბრუტალური კენგურუს” შეტევა

1422
კომპიუტერული ვირუსი

ანუ როგორ ავირუსებს აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ინტერნეტიდან გათიშულ კომპიუტერებს

“ვიკილიქსის” მიერ ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, როგორ იყენებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ინფორმაციის დასაგროვებელ USB მოწყობილობას კომპიუტერულ ქსელში შესაღწევად და კომპიუტერის ინტერნეტთან მისაერთებლად. გთავაზობთ სტატიას სათაურით “როგორ ავირუსებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გათიშულ კომპიუტერებს”, რომელიც საინფორმაციო ინტერნეტრესურსმა Ars Technica-მ გამოაქვეყნა.

“ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ 150-გვერდიან მასალაში აღწერილია პაკეტი პროგრამებისა სახელწოდებით Brutal Kangaroo. ამ პროგრამებს შეუძლია შეუტიოს კომპიუტერებსა და ქსელებს, რომლებიც ჩართული არ არის ინტერნეტში. დაინფიცირება ხდება ეტაპობრივად. ჯერ კომპიუტერში, რომელიც ინტერესის ობიექტს წარმოადგენს, აღწევს ვირუსი სახელწოდებით _ Drifting Deadline-ი. ის, თავის მხრივ, ასნებოვნებს კომპიუტერთან მიერთებულ ნებისმიერ USB-ს. თუ ამის შემდეგ USB-ს კვლავ მიუერთებთ ინტერნეტიდან იზოლირებულ კომპიუტერს, ის დააინფიცირებს მას ერთი ან რამდენიმე მავნე პროგრამით.

კომპანია “მაიკროსოფტის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ექსპლოიტებიდან (კომპიუტერული პროგრამა, პროგრამული კოდის ფრაგმენტი ან ბრძანებების თანმიმდევრობა, რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფის სუსტი წერტილების წინააღმდეგ შესატევად იყენებენ) არც ერთი არ მუშაობს “ვინდოუსის” მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში. მიუხედავად ამისა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ ვირუსის მქონე USB-ს შეუძლია დააზიანოს ის კომპიუტერიც კი, რომელშიც არანაირი ფაილი არავის გაუხსნია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here