რადიკალურად განწყობილი გულშემატკივრების რამდენიმე ჯგუფი აპირებს გაერთიანებას და რუსეთის ფეხბურთის მოყვარულებისთვის “ჭკუის სწავლებას” 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, _ იუწყება Daily Star.
ამას გარდა, ბრიტანელები ამბობენ, რომ უნდა დაიცვან თავიანთი თანამემამულეების უსაფრთხეობა, რადგან, მათი აზრით, რუსეთში არ არსებობს არავითარი დაცვა, შესაძლო დაპატიმრებებისა კი ფანებს არ ეშინიათ.
ერთ-ერთი რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელმა Daily Star -ს განუცხადა: “თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩვენ ვითამაშებთ ფეხბურთს, გავაბოლებთ და მშვიდობიანად ვიყბედებთ, ცდებიან, ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენთან არიან 50-60 წლის კაცები ნიუკასლიდან. მათ ერთი სული აქვთ, დაესწრონ მსოფლიო ჩემპიონატს. ეს იქნება მსოფლიო ომი _ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე”.
ფეხბურთის ფანატიკოსი მოყვარული ამტკიცებს, რომ არ ღირს მისი და მისი თანამოაზრეების დაშინება. დაე, მოწინააღმდეგეებმა გამოიყენონ არმატურა და დანები, ბრიტანელები მუშტებით შეუტევენ, _ წაიტრაბახა ფანატმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა: ეშმაკს არ ძინავს!
გაზეთი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ფანატებს შემუშავებული აქვთ “რუსეთში შეჭრის” ლამის “სამხედრო ოპერაციის გეგმა”. “საპასუხო დარტყმის” განსახორციელებლად გაერთიანდნენ “მილუოლის”, “ვესტ ჰემის”, “მანჩესტერის”, შოტლანდიური “რეინჯერსისა” და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილის ფეხბურთის მოყვარულთა დაჯგუფებები. შემთხვევით ადამიანებს გაერთიანებაში არ იღებენ. ამის თაობაზე Daily Star-ს განუცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მათთან ერთად იბრძოლებენ, ვისაც იცნობენ და ენდობიან.