ბრიტანეთის პარლამენტში 5 თვის განმავლობაში პორნოსაიტებზე შესვლის 24 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ნიშანდობლივია, რომ ამ ხასიათის ყველა რესურსი პარლამენტის ქსელში დაბლოკილია.
ეს სამარცხვინო სტატისტიკა ეყრდნობა პარლამენტის ოფიციალურ მონაცემებს შარშანდელი ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდში. ელემენტარული არითმეტიკის მოშველიებით ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბრიტანელი კანონმდებლები პორნოსაიტებზე სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 160-ჯერ შედიოდნენ, “დანარჩენ დროს კი კანონებზე მუშაობაში ხარჯავდნენ”.