Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანელი მინისტრის თანაშემწე ელიტური მეძავი აღმოჩნდა

ბრიტანელი მინისტრის თანაშემწე ელიტური მეძავი აღმოჩნდა

1551
ბრიტანელი მინისტრის თანაშემწე ელიტური მეძავი აღმოჩნდა

კლიენტთან ერთ შეხვედრაში ეს მეძავი 750 გირვანქა სტერლინგს ითხოვდა და ნებას რთავდამუშტარს”, მოქცეოდა ისე, როგორც მოესურვებოდა. მინისტრის ტექნიკურ თანაშემწეს, რომელიც ტორის (ლეიბორისტების) პარტიის კვოტით იყო დანიშნული სახელმწიფო თანამდებობაზე, ჩანს, არ ჰყოფნიდა ხელფასი და ფულს დამატებით გამოიმუშავებდა საკუთარი სხეულის ექსპლუატაციით. მშენებლობის მინისტრ დომინიკ რაებლის მდივანი სექსუალური მომსახურების რეკლამირებას ესკორტსაიტის მეშვეობით ახერხებდა, _ იუწყება Daily Mail.

მინისტრის თანაშემწე რებეკა ტოტის “მარცხენა” შემოსავლის ამბავი გამჟღავნდა მას შემდეგ, რაც მას ჟურნალისტი დაუკავშირდა და მდიდარ კლიენტად გაეცნო. 20 წლის ქალი ორჯერ შეხვდა მას ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და ორივე ჯერზე 750 გირვანქა სტერლინგი მიიღო. “მეგობრულ” საუბარში წაიტრაბახა, რომ თავისი უფროსის ყველა ნაბიჯის საქმის კურსშია და გულიანად იხალისა ჟურნალისტის შეთავაზებაზე, მორიგი სექსურთიერთობა მინისტრის სამუშაო მაგიდაზე ჰქონოდათ.

როცა ჟურნალისტი შეეკითხა რებეკას, რისი გაკეთების ნებას დართავდა მასთან ინტიმური კავშირის პროცესში, მეძავმა უპასუხა: “ყველაფრის, რასაც შემომთავაზებთ”. ამჟამად მიმდინარეობს ამ “ჟურნალისტური ექსპერიმენტის” გამოძიება. MI5-ის უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა, მინისტრის თანაშემწის აღვირახსნილობა ხომ არ შეიცავს პოტენციურ საფრთხეს, როგორც, საერთოდ, დიდი ბრიტანეთისთვის, ასევე, კერძოდ, პოლიტიკოსისთვის.

კარიერის დასაწყისში რებეკას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ: კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელების ნაცვლად, 16 წლის გოგონა სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. ლეიბორისტული პარტია სოციალურ ქსელში წერდა, რომ ძალიან ამაყობს ასეთი ახალგაზრდა თანამშრომლით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here