Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანელთა საზარბაზნე ხორცი

ბრიტანელთა საზარბაზნე ხორცი

187

საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთსრუსეთის შეკავებისსაქმეშიმნიშვნელოვანი როლისშესრულებას სთავაზობენ

ბრიტანეთის გეოსტრატეგიის საბჭომ გამოაქვეყნა მემორანდუმი სათაურით “შავი ზღვის რეგიონი ნატოს საზღვრებს გარეთ”, რომელიც წარმოადგენს “რუსეთის შესაკავებელ” რეკომენდაციებს. ამ მემორანდუმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს, პოლონეთსა და უკრაინას რუსეთის “შეკავების სააქმეში” მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, ანუ საზარბაზნე ხორცად ყოფნას სთავაზობს.

კიევი და თბილისი უნდა დაარწმუნონ, რომ ნატოში შესვლის ნაცვლად ყურადღება გადაიტანონ “უფრო მცირე ინიციატივებზე”, ე.ი., ბრიტანეთთან ორმხრივ პროექტებზე. ლონდონი, თავის მხრივ, უკრაინას ჰპირდება მხარდაჭერას იმაში, რომ “რუსეთს წაართვას მისი ზოგიერთი უპირატესობა საომარი მოქმედებებით თეატრის სცენაზე” _ შავი ზღვის ფლოტი, განვითარებული ავიაცია და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები. ამასთანავე, ბრიტანული სპეცსამსახურები წინააღმდეგნი არ იქნებიან, თუ გააკონტროლებენ უკრაინის უშიშროებისა და საგარეო დაზვერვის სამსახურებს.

smi.todayზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here