Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანეთის ლომს ულვაშზე ქაჩავენ: რატომ არის ლონდონი ტერორისტებისთვის იდეალური სამიზნე

ბრიტანეთის ლომს ულვაშზე ქაჩავენ: რატომ არის ლონდონი ტერორისტებისთვის იდეალური სამიზნე

1390
ლონდონის მეტრო

გთავაზობთ მარგარეტ ტეტჩერის ფონდის თანამშრომლის _ რობინ სიმკოკსის, წერილს “რატომაა ლონდონი ტერორისტებისთვის იდეალური სამიზნე”, რომელიც გამოაქვეყნა The National Interest -მა. ავტორი ტერორიზმთან ბრძოლისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის პრობლემას  ლონდონში მომხდარი ტერაქტის კვალზე განიხილავს.

როგორც ცნობილია, თავდასხმაზე ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დაკავებულია. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ემბერ რადი ამბობს, რომ აღნიშნულ ტერაქტთან “ისლამური სახელმწიფო” არ არის დაკავშირებული, მაგრამ სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ამ თავდასხმის გამო. გამომძიებელთა აზრით, სავსებით დასაშვებია, რომ ბომბი შეიცავდა ტრიპეროქსიდ ტრიაცეტონს _ ასეფეთქებელი საშუალებას, რომელიც “სატანის დედის” სახელითაა ცნობილი და რომელსაც “ისლამური სახელმწიფო” ბოლო ხანს თავისი ოპერაციების განსახორციელებლად იყენებდა.

ტერაქტებში ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება არავის გაჰკვირვებია.

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს ტენდენციას, რომელიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში ტერორისტები ხშირად იყენებენ თავდასხმის დაბალტექნოლოგიურ საშუალებებს _ ტრანსპორტსა და ცივ იარაღს. მიუხედავად ამისა, 2014-2017 წლებში განხორციელებული ტერაქტები გვიჩვენებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები კვლავაც ყველაზე პოპულარულ იარაღად რჩება იმ ისლამისტებისთვის, რომლებიც ევროპაში მოქმედებენ.

ასაფეთქებელი ნივთიერებები თავდასხმის 142 შემთხვევიდან 28 პროცენტში იყო გამოყენებული და მათგან მხოლოდ ექვსს მოჰყვა შედეგად ადამიანთა ტრავმები ან სიკვდილი. ბოლოს და ბოლოს, ტერორისტებს სულ უფრო უჭირთ შესაფერისი მასალის მიღება, მიმალვა და არ აქვთ განათლების ის დონე, რომელიც აუცილებელია ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად.

ამის ნათელი მაგალითია ამასწინანდელი მოვლენები ესპანეთში. მართალია, ტერორისტებმა ავტომობილების გამოყენებით შეძლეს, სასიკვდილო თავდასხმები განეხორციელებინათ ბარსელონასა და კამბრილსეში, მაგრამ უფრო საშინელი ტერაქტი თავიდან იქნა აცილებული  იმის გამო, რომ  წინა დღით ექსტრემისტებს შემთხვევით აუფეთქდათ ბომბების წარმოების ფაბრიკა.

ფრიად სამწუხაროა, რომ ექვსი წარმატებული ტერაქტის შედეგად, როცა ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს, დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა _ 200. ამ სახის თავდასხმები ყოველთვის არ ხორციელდება ტერორიტსტების მიერ დასახული გეგმების მიხედვით, მაგრამ, როგორც წესი, ყველაზე დამანგრეველია. ამგვარი ტერაქტების მოწყობის ალბათობა ბრიტანეთში კვლავაც დიდია. რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად? _ პრობლემისადმი მიდგომის კარდინალური ცვლილებების გარეშე: არცთუ ბევრი რამ იმაზე მეტი, რასაც ახლა აკეთებს.

ბოლოს და ბოლოს, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის აფინანსებს თავის სპეცსამსახურებს. სამხედრო თვალსაზრისით, იგი ნაწილია კოალიციისა, რომელიც ებრძვის ”ისლამურ სახელმწიფოს” სირიასა და ერაყში, ქვეყანა მზად არის იმისთვისაც კი, რომ უპილოტო თვითმფრინავებით დაებომბა თავისი მოქალაქეები ამ ბრძოლის ჩარჩოებში. იდეოლოგიურ ფრონტზე ისლამური და უკიდურესად მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ არის მიმართული ბრიტანეთის ინიციატივა, რომელსაც ეწოდება “ძალადობრივი ექსტრემიზმის თავიდან არიდება”.

საშინაო ფრონტზე შესაძლებელი იყო ტერორისტებისთვის უფრო ხანგრძლივვადიანი სასჯელის დაწესება, მაგრამ თავს არავინ იკლავს ახალი, მკაცრი კანონების მისაღებად. პარლამენტში ზოგს უკვე მიაჩნია (რობინ სიმკოკსის აზრით, მათი პოზიცია მცდარია), რომ მთავრობა ზედმეტად მკაცრად ეპყრობა ეჭვმიტანილებს: მაგალითად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ეჭვმიტანილებს უპირობოდ ჩამოერთმევათ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა.

ქვეყანა ცდილობს, გაითვალისწინოს წარსულის გაკვეთილები. უკვე ჩატარდა სააგენტოებისა და პოლიციის დამოუკიდებელი შემოწმება იმის შესაფასებლად, შეიძლებოდა თუ არა ტერორისტული შეტევების თავიდან აცილება ლონდონსა და მანჩესტერში.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, მაგრამ შეზღუდული გავლენის მქონე ღონისძიებებია. საქმე ის არის, რომ მთავრობას არ აქვს საშუალება, უთვალთვალოს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს, რომელთა რაოდენობა 23 ათასს აჭარბებს.. მათი რაოდენობა გაიზრდება ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნებული, სირიაში საბრძოლო წრთობამიღებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ხარჯზე.

თავდასხმები გაგრძელდება, რადგან მთავრობას არ შეუძლია გააკონტროლოს  უამრავი შიდა საფრთხე, რომელთა რაოდენობა არ კლებულობს.

ბოლო ექვს თვეში განხორციელებული ხუთი ტერაქტის შედეგად დიდ ბრიტანეთს საკმაო გამოცდილება დაუგროვდა აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. რობინ სიმკოკსი აღნიშნავს, რომ საჭიროა, ანტიტერორისტული საქმიანობა უფრო ოპერატიული და მოქნილი გახდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here