Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრაზილიის პრეზიდენტის თანამებრძოლს დუნდულებში ბანკნოტების შეკვრა უპოვეს

ბრაზილიის პრეზიდენტის თანამებრძოლს დუნდულებში ბანკნოტების შეკვრა უპოვეს

ბრაზილიის პრეზიდენტის თანამებრძოლს დუნდულებში ბანკნოტების შეკვრა უპოვეს

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციისას, რომელიც მიმართული იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც უკანონოდ მიითვისეს კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხები, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს თანამებრძოლს, ჩიკო როდრიგესს, უპოვეს ბანკნოტების შეკვრა, რომელიც დუნდულებში ჰქონდა დამალული.

როგორც “გარდიანი” წერს, ბრაზილიელებმა ეს ამბავი გაავრცელეს ჰეშტეგით “ქრთამი უკანალში”. ბოლსონარუსს, რომელიც ცდილობდა, თავი წარმოეჩინა კორუფციასთან ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილედ, რეპუტაცია კიდევ ერთხელ შეუბღალეს, როცა მის თანამებრძოლს დუნდულებში ფულის შეკვრა უპოვეს.

ჩიკო როდრიგესი _ სენატში პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე, პოლიციელებმა მისი სახლის ჩხრეკისას დამალული ბანკნოტებით დააკავეს. ბრაზილიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენატორმა რორაიამას შტატიდან, ჩიკო როდრიგესმა, ტრუსში 30 ათასი რეალი დამალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here