Home ახალი ამბები მსოფლიო ბრაზილიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

795
ბრაზილიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ულტრამემარჯვენე კანდიდატი სოციალურლიბერალური პარტიიდან _ ჟაირ ბოლსონარუ და მშრომელთა მემარცხენე პარტიის კანდიდატი _ ფერნანდუ ადადი”, _ განაცხადა უზენაესი საარჩევნო სასამართლოს პრეზიდენტმა როზა ვებერმა.

7 ოქტომბერს ბრაზილიაში გაიმართა საყოველთაო არჩევნები, ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, გუბერნატორებსა და პარლამენტარებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ბოლსონარუმ ხმების 46 პროცენტი მოიპოვა, ადადმა _ 29. ამრიგად, ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ შეძლო 50 პროცენტს პლუს 1 ხმის მოგროვება, რაც საკმარისი იქნებოდა პირველ ტურშივე გასამარჯვებლად.

მეორე ტური გაიმართება 3 კვირის შემდეგ _ 28 ოქტომბერს. ფერნანდუ ადადი ყოფილი პრეზიდენტის ლულა და სილვას მიმდევარია.

მესამე ადგილზე გასულმა მუშათა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა სირუ გომესმა, რომელმაც ხმების 12,5 პროცენტი მოაგროვა, განაცხადა, რომ განაგრძობს ბრძოლას ფაშიზმის წინააღმდეგ და დემოკრატიის დასაცავად. გომესი მხარს არ დაუჭერს ბოლსონარუს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here